ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2008


უტიფარი

ჩემს თვალებში აბა რაა მოსაწონი,
ეს თვალები ცოდვილ სულის ნარჩენია,
ჩემს შესახებ არაფერი მოსაყოლი,
მოსასმენიც არაფერი დამრჩენია.

ვერ გავუძლებ გულგრილობის ქარიშხალებს,
ეშაფოტზე ასულივით დამკრავს მეხი,
ნასათუთებ ოცნებებსაც ჩავიშხამებ,
შევიძლებ, რომ, ლექსებზედაც შევდგე ფეხით.

და ცეცხლს მივცე ყველა ბწკარი, უტიფარი,
ამდენ თავხედ მონატრებას ჩავცე დანა,
ხელის თრთოლვით ამოვგლიჯო გული წადილს,
შევამოკლო ჩემი სუნთქვის გამოცანა.

დუმილი რომ მომისწრაფებს ხორხის ხშობას,
მეტსაც ვიზამ, სიმარტოვეს შევიყვარებ,
თქვენ, სიგიჟეს, დააბრალებთ ჩემს ბავშვობას,
მე კი, ამ ცოდვილი სულის ნარჩენს, _ თვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები