 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 14 მაისი, 2009 |
უცნაური ვინმეა ეს ყირამალა. ჭორები გავრცელდა სულ შეიცვალა და თავდაყირა დაიარებაო, მაგრამ შენ თუ გინდა მაინც არ დაიჯერო... ან შენთვის რა მნიშვნელობა აქვს თავდაყირა-ყირამალა ივლის თუ სწორად? ჰოდა ვითომც არ მითქვამს...
* * *
- სახელი - ყირამალა, - ეგ რა სახელია? - აბა ირის ყველა მეძახის, ამ ამპლუაში ბევრად ორიგინალური ვარ - გვარი - სევდისშვილი - დაბადების წელი - ამბობენ ის წელი, თბილი წელი იყოო - თვე? - შემოდგომისფერი - რიცხვი? - 7 წლის რომ გავხდი მამამ მითხრა, შენი ბედნიერი რიცხვია და ბედნიერი იქნებიო... - ხასიათი? - მეამინდე - მონატრება? - სულის ტკივილამდე - სიყვარული? - გვირილა - შენ? - პეპელა - სამყარო? - შავ-თეთრი - პ.ს. აფრენ? - მოდი ერთად გავაფრინოთ...
რამდენიმე წუთის წინ ყირამალასგან ინტერვიუს აღება გადავწყვიტე და მერე გადავიფიქრე, რომელი საინტერესო რესპოდენტი კიდევ ეგ მყავს? თან სულ იმას გაიძახის გიჟი ვარო... თავიდან არ მჯეროდა მაგრამ ახლა თანდათან ვრწმუნდები. ისეთ სისულელეებს აკეთებს რომ მერე თვითონაც უკვირს. თუმცა რაა? ამბობენ არც ადრე იყო მთლად დალაგებულიო... ბევრი ვიფიქრე და ბოლოს შევეშვი, რავიცი გადამდები არ იყოს მისი სიგიჟე და მეც არ გავაფრინო მეთქი...
სიცილად არ ეყო...
* * *
გუშინ ძველ დღიურს ვათვალიერებდი მე-ყირამალა, გადავშალე თუ არა გვირილების სუნი მომიტანა, ჰმ, თქვენ რა იფიქრეთ? იმ გვირილების სუნი მოიტანა, 1 წლის წინ მეგობარმა რომ მაჩუქა არყის სუნით შეზავებული და სასიამოვნოდ გამეღიმა, მერე გამიხარდა და კარგი განწყობის გამო სულ თავდაყირა ვიკოტრიალე...
თქვენ თუ არა ამას ბარნო მაინც დამიჯერებს...
* * *
ერთმა ძალიან ჩემმა მომწერა, “შენ ვერც კი წარმოიდგენ რა ცუდი ვარო...” მერე ისიც დააყოლა “ირი შენ ჩემი გული ხარო... “ ბევრი ვიფიქრე, მოგონებები საგულდაგულოდ ვფურცლე, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე და მივწერე სულელი ხართქო... მისი გული რომ ვარ მიხარია, ის ცოცხალია ე.ი. მე ვფეთქავ, ვფეთქავ ანუ ვცოცხლობ, ვცოცხლობ ანუ ვვარსებობ და საერთოდაც სასწაულია ვიღაცის გული რომ ხარ, თან თუ იცი რომ ჰაერში გასროლილი სიტყვები არაა...
თოლია დაფრინავს...
* * *
სულში კრიზისი მაქვსმეთქი, კაი რაო... კაიმეთქი...
კრიზისი მე რომ მქონდეს აღარავის უკვირს, მსოფლიო კრიზისიაო და... ჰოდა მეც აღარ მივაქციე ყურადღება და გუშინ სიზმარეთში რომ მოხეტიალე მესიზმრა იმან მითხრა, რამდენი ხანია დაგტოვა, ჩემთან ერთად იხეტიალა და რავიცი მერე სადღაც დამეკარგაო. კარგია რომ შენთან ერთად აღარ დაბრუნდამეთქი...
გამიხარდა...
ზოგჯერ სიზმრებიც სასიამოვნოა...
* * * - პროფესიით? - ხეტიალა - ჰობი? - დიალოგი სარკესთან - აფრენ? - მოდი ერთად გავაფრინოთ, მარტო კაცი ფრენაშიაც ბრალიაო, არ გაგიგია? - არა
ჩემი დღევანდელი დევიზია, არ შეიმჩნიო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. შენ აფრენ.....................5555 შენ აფრენ.....................5555
18. ...მიყვარს ეს ახტაჯანა ყირამალა... ვშიშობ მეც არ გამაფრენინოს :) ...მიყვარს ეს ახტაჯანა ყირამალა... ვშიშობ მეც არ გამაფრენინოს :)
17. როგორ გავთბიიიიიიი :-* ფაფუ კრიზისი ;;) :D როგორ გავთბიიიიიიი :-* ფაფუ კრიზისი ;;) :D
16. ყოჩაღ მშვენიერო!!! კარგი ჩემგან!!! ყოჩაღ მშვენიერო!!! კარგი ჩემგან!!!
15. ეს ჯერ კიდევ გუშინ წავიკითხე.დღეს ვაკომენტარებ:D ,,გააფრინე" ვიდრე ,,პატარა "ხარ :-*
ეს ჯერ კიდევ გუშინ წავიკითხე.დღეს ვაკომენტარებ:D ,,გააფრინე" ვიდრე ,,პატარა "ხარ :-*
14. გენაცვალე,გაფრენების სეზონიააააააა! :)
პ.ს: მაპატიე ისევ რომ შემოვვარდი,უბრალოდ მართლა ძაან მომეწონა...:)
გენაცვალე,გაფრენების სეზონიააააააა! :)
პ.ს: მაპატიე ისევ რომ შემოვვარდი,უბრალოდ მართლა ძაან მომეწონა...:)
13. ჩაგეხუტე მაგ კრიზისიან სულში :) ჩაგეხუტე მაგ კრიზისიან სულში :)
12. კარგი ყირამალა ხარ შენ :) კარგი ყირამალა ხარ შენ :)
11. მოგეფერეეეეეეეეეეეეეთ :-* მოგეფერეეეეეეეეეეეეეთ :-*
10. სულში კრიზისი?;;)
ნიჭიერი ხარ, ყირამალაც კი:P სულში კრიზისი?;;)
ნიჭიერი ხარ, ყირამალაც კი:P
9. ეეე
მაგარია
( :
5 შენ
ეეე
მაგარია
( :
5 შენ
8. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი! 5 ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორი! 5
7. გუშინ ძველ დღიურს ვათვალიერებდი მე-ყირამალა, გადავშალე თუ არა გვირილების სუნი მომიტანა, ჰმ, თქვენ რა იფიქრეთ? იმ გვირილების სუნი მოიტანა, 1 წლის წინ მეგობარმა რომ მაჩუქა არყის სუნით შეზავებული და სასიამოვნოდ გამეღიმა, მერე გამიხარდა და კარგი განწყობის გამო სულ თავდაყირა ვიკოტრიალე...
არყის სუნით შეზავებული გვირილები... მინდა წარმოვიდგინო და მეღიმება... :)
- პროფესია? - ხეტიალა - ჰობი? - დიალოგი სარკესთან - აფრენ?
საყვარელია ძალიან... :) გუშინ ძველ დღიურს ვათვალიერებდი მე-ყირამალა, გადავშალე თუ არა გვირილების სუნი მომიტანა, ჰმ, თქვენ რა იფიქრეთ? იმ გვირილების სუნი მოიტანა, 1 წლის წინ მეგობარმა რომ მაჩუქა არყის სუნით შეზავებული და სასიამოვნოდ გამეღიმა, მერე გამიხარდა და კარგი განწყობის გამო სულ თავდაყირა ვიკოტრიალე...
არყის სუნით შეზავებული გვირილები... მინდა წარმოვიდგინო და მეღიმება... :)
- პროფესია? - ხეტიალა - ჰობი? - დიალოგი სარკესთან - აფრენ?
საყვარელია ძალიან... :)
6. ჯალალინაააა რას უნდა გერჩოდე გოგო? :-* მიხარიხარ კომენტარებიანად და მიყვარხარ კიდევ :-*
ჩემი ნანაააააააა :) ჩვენც გვიყვარხარო ძალიანო, ყირამალურად და გიჟურად :-*
მადლობა ყველას ;;) ჯალალინაააა რას უნდა გერჩოდე გოგო? :-* მიხარიხარ კომენტარებიანად და მიყვარხარ კიდევ :-*
ჩემი ნანაააააააა :) ჩვენც გვიყვარხარო ძალიანო, ყირამალურად და გიჟურად :-*
მადლობა ყველას ;;)
5. - სამყარო? - შავ-თეთრი - პ.ს. აფრენ? - მოდი ერთად გავაფრინოთ...
:) გავაფრინოთ, სხვა რაღა დაგვრჩენია? - სამყარო? - შავ-თეთრი - პ.ს. აფრენ? - მოდი ერთად გავაფრინოთ...
:) გავაფრინოთ, სხვა რაღა დაგვრჩენია?
4. ხოდა ეს ბავშვი... მთელი თავისი კამანდით:(ბარნო, ნეტოჩკა...) ძალიან, ძალიან მიყვარს... წერ გამჭვირვალეთ და ლამაზად...55555555555 ხოდა ეს ბავშვი... მთელი თავისი კამანდით:(ბარნო, ნეტოჩკა...) ძალიან, ძალიან მიყვარს... წერ გამჭვირვალეთ და ლამაზად...55555555555
3. ვაახ,მე რაღას მერჩი, ა, შე ყირამალა?!ვზივარ ჩემთვის გატრუნული, ფეხხებზე შემოდებული ლეპტოპით და დაუეგისტრირებლად ვკითხულობ ჩემთვის... ჰოდა დეებს ეს ყირამალა ასეთ ძაან მაგარ პროზას და მოდი და ნუ დაუკომენტარებ რა!
ვკითხულობდი და თან გენატალე,გენატალეს ვამბობდი... აუ,ძალიან კარგია,ძალიან მომწონა...:) ვაახ,მე რაღას მერჩი, ა, შე ყირამალა?!ვზივარ ჩემთვის გატრუნული, ფეხხებზე შემოდებული ლეპტოპით და დაუეგისტრირებლად ვკითხულობ ჩემთვის... ჰოდა დეებს ეს ყირამალა ასეთ ძაან მაგარ პროზას და მოდი და ნუ დაუკომენტარებ რა!
ვკითხულობდი და თან გენატალე,გენატალეს ვამბობდი... აუ,ძალიან კარგია,ძალიან მომწონა...:)
2. კარგი ხარ... საყვარელი და თბილი :-* კარგი ხარ... საყვარელი და თბილი :-*
1. ხოდა გავაფრინოთ ერთად, გაიხარე. მაგრად წერ!!!! ხოდა გავაფრინოთ ერთად, გაიხარე. მაგრად წერ!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|