ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2009


კარების ჩაკეტვა დასწრებაზეა... ცინიკოსს და გვანციოლას

ქალი: _გამიშვი, წავალ.
კაცი: _მომენატრები, ერთი ნაბიჯითაც რომ დამშორდე, მომენატრები.
ქალი :_ გიყვარვარ?
კაცი: _ ძალიან.
ქალი: _ მე რომ გითხრა არა-მეთქი?
კაცი: _ მე მაინც.
ქალი: _ და რომ გითხრა მეც-მეთქი?
კაცი: _ მე მაინც.
ქალი: _ რა მარტივია არა... ნახვამდის.
  * * *
სულის თავისუფლება სიყვარულია...
სულის...
თავისუფლება...
სიყვარულია...
      სულის თავისუფლება...
                  სული სიყვარულია...
                      თავისუფლება სიყვარულია...
რომელი ერთი, საიდან დავიწყო...
მიყვარხარ, მიმყავხარ ყველგან სადაც მივდივარ...
* * *
_გიხდება მწვანე.
_ კი მაგრამ, მე ხომ მაგ ფერს არსდროს ვატარებ?
_ჰო, მგრამ ეს ბალახი გიხდება სხეულზე. მიყვარხარ. ძალიან ლამაზი ხარ...
_შენ კი ძალიან ჭკვიანი. იცი ეს რატომ გითხარი, ამბობენ, კაცებს თვალებით უყვართ _ რასაც ხედავენო და ქალებს_ ყურებით, რაც ესმითო.
  _ბრმაა და ყრუა სიყვარული, ძვირფასო...
  _და მოღალატეც!_ სისინებს ბალახებში რაღაც...
  * * *
  რთული თვის მოკვლის პროცესი ის კი არაა, არამედ გზა, რომელსაც გაივლი შენობის სახურავამდე, ან ვენების გადახსნამდე, ან ათასი გზაა. ხიდამდე თუნდაც...
  (მე კი ვწერ, ხიდზე გაჩერება აკრძალულიაო, მაგრამ მაინც...)

  * * *
  ქალი:  _მერე კი, მერე ასფალტზე თავგახეთქილს და ხერხემალჩალეწილს რომ მიპოვნიან, ყველას მოაგონდება, დეტალურად, როგორ გავიარე გზა იქამდე.
კაცი: _მაგრამ, მერე?
  ქალი: _მე გეტყვი მერე რა იქნება. დაგელოდები, ჩემო ძვირფასო, დაგელოდები, ჩემო, სანამ შემოდგომა შემოგეპარება, დაგელოდები, სანამ ამის ძალას სიყვარული მომცემს. დეგელოდები დაგმანული კარის უკან და ვიხარხარებ, როცა დააკაკუნებ, მე კი არ შემოგიშვებ. გესმის? ვიხარხარებ...
კაცი:  _არა. ვიცი, რომ მანამდე მე წავალ და დავკეტავ იმ კარებს, შიგნიდან ჩავიკეტები.
ქალი (შეშფოთებული): _კარგი რა, გულო, შენ ჯოჯოხეთში რა გინდა, შენ ხომ ჩემს გულში ხარ სამუდამოდ!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები