ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: elene(eto)
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2009


ოცნება

შენ მაშინ მოხვედი ჩემთნ, როცა აღარავის ველოდი, სრულიად არავის...

იმ დროს გაზაფხული იდგა...

მე არც გაზაფხულს ველოდი, მაგრამ ის მაინც მოვიდა და ჰაერში ყვავილების სუნი დაატრიალა...

შენ მაშინღა მოხვედი ჩემთან როცა აღარავის ველოდი, სრულიად არავის...

დილას, ალიონს მოჰყევი...შენს შემოსვლაზე შევკრთი, ნაძალადევად გაგიღიმე...

ეტყობა ეს ღიმილი ტკივილად შეიგრძენი, რადგან თვალებში თანაგრძნობის შუქი აგიციმციმდა.

იმ დილით უბრალო ჩითის კაბა გეცვა... იასამნის ყვავილებით მოხატული კაბა...

კაბა მშვენივრად ეხამებოდა შენს ლურჯსა და სიღრმისაგან ოდნავ დაბურუსებულ თვალებს, მხრებძე გადმოყრილ წაბლისფერ კულულებსა და მიმქრალ გამოხედვას.

"-მთელი სიცოცხლე გეძებდი და... აი გიპოვე"- გავიფიქრე მე.

შემდეგ ჩემს პატარა სამხატვრო ოთახში შეგიყვანე. შენ ჩემს ნახატებს მიუბრუნდი და თვალიერება დაუწყე. უცებ ერთ დაუმთავრებელი ნახატის წინ გაჩერდი და აღტაცებით წაიჩურჩულე:

-ზღაპრული ფერია ტევრების ზღვაში!

მეც იმ მივიწყებულ სურათს დავხედე, "ოცნება" მიმიწერია ოდესღაც სურათისათვის. გამეცინა, იქვე მოგდებული ფუნჯი მოვიმარჯვე და მინაწერი წავშალე. ეს ლაქა იარასავით დააჩნდა სურათს.

-რატომ?-შემეკითხე წყრომით.

_ ამ სურათს მთელი ცხოვრება ვხატავდი და აი ხედავ ვერ დავასრულე. რატომ?.. იმიტომ, რომ ოცნება იყო, ოცნებას კი დასასრული არა აქვს... გარდა ამისა არ ვიცი, ჩენი ოცნება დაშორდა სინამდვილეს თუ - სინამდვილე ოცნებას, მაგრამ მე მაინც მივისწრაფოდი,მისკენ მივილტვოდი, ვეძებდი და ვერ ვიპოვე, მას შევნატროდი, უცნობსა და უხილავს...

ის კი აი როგორი ყოფილა, სრულიად უბრალო და სადა... - გავიფიქრე გულში.

თვალებში ჩაგხედე მაგრამ შენ მზერა ამარიდე და სარკმლისკენ შებრუნდი

დიდხანს გიყურებდი და ვტკბებოდი...

იყო შენში რაღაც არა ამქვეყნიური და თანაც მიწიერი, ზღაპრული და ადამიანური... ორივე ერთად...

სარკმელთან კუთხეში იდექი, ჩემი მივიწყებული ნახატიდან გადმოფრენილ ფერიას გავდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები