ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2009


ჩემი მეგობარი

  ჩემი მეგობარი სხვანაირია. შეიძლება მხოლოდ მე მეჩვენება ასე მაგრამ... ბავშვობიდან ერთი სათამაშო აქვს ამოჩემებული, ამოჩემებულიც და შემონახულიც. პატარა ნიანგს პატრონივით სევდიანი და ალალი თვალები აქვს.
  ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა თუ დისკუსიაში მის აყოლიებას ვინმე მოახერხებს, ჭეშმარიტ აზრამდე ვერასდროს მიაღწევს. რაქნას თავისებურად ესეც ჯიუტია (სხვანაირი მეგობრები მე არ მყავს და...)
  ნახევარი ბავშვობა ერთად გავატარეთ. ერთიდაიმავე სკოლის ერთიდაიმავე კლაში ერთიდაიმავე წელს გადავედით. ისეთი სასაცილო იყო პირველ დღეს ჩემი მეგობარი... ახლაც კარგად მახსოვს, შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, თეთრი პერანგით, მარცხენა გულის ჯიბეში ყვავილით, ხელში თაიგულით და გადავარცხნილი თმით... ნამდვილად ბეთჰოვენი იყი “ღიმილის ბიჭებიდან” გადმოსული, სიცილს ძლივს ვიკავებდი...
  მერე? მერე ეს ბიჭი ჩემი კარის მეზობელიც აღმოჩნდა და ყოველ დილით ერთად გვიწევდა სკოლაში სიარული. უცნაურად წყნარი იყო და უცნაურად ჩაკეტილი. მე? მე რა გამაჩუმებდა? ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი, არვიცი 15 წუთში რამდენი რამის თქმას ვასწრებდი ან რა მქონდა ამდენი მოსაყოლი. მთავარი ის იყო რომ არასდროს ვჩუმდებოდი და ტვინს ვუბურღავდი... იშვიათად ჩააგდებდა სიტყვას... თუ კამათში ამყვებოდა და ჩვენი აზრები არ დაემთხვეოდა კარგი დღე იყო...
  ფიზიკის გაკვეთილზე ამოჩემებული მყავდა. ამ საგანში ბეჯით მეზობელს მოსვენებას ვაკარგვინებდი ამავე გაკვეთილზე და მერე რატომღაც ვსკდებოდი სიცილით (ვკაიფობდი გაბრაზებულ გოძილას რომ ვხედავდი, იშვიათად მაგრამ სასაცილოდ ბრაზდებოდა, მეც მიხაროდა... ხო სულ დამავიწყდა, გოძილა მის ნიანგს ქვია, ეს სახელი მასაც შემორჩა და დღემდე მეგობრებში გოძილას სახელით მოვიხსეიებთ), ამით კი შეწუხებული ფიზიკის მასწავლებელი იქამდე მიგვყავდა რომ გაკვეთილიდან მაგდებდა და სანამ სიცილის სინდრომს არ მოვიშორებდი აღარ მიშვებდა (მერე რა თუკი ეს არასდროს მშველოდა? ცხვირს როგორც კი შევყოფდი კლაში, ისევ იგივე მეორთებოდა და ამასობაში 6 წელიც გავიდა. საცოდავი ხათუნა მასწი)
  მახსოვს, ეროვნული გამოცდების შედეგების გაგებისას, როცა სახლში იმერელი ქალივით თავწაკრული განვიცდიდი GPI-ში მოხვედრას, ჩემმა მეზობელმა მომაკითხა და თვალებ დასიებული (ტირილისგან, ნეტა რა მატირებდა, ახლა არც ისე უკმაყილო ვარ ) იმდენი მაცინა, რომ მივხვდი ყბებიც კი ამტკივდა... ხო კიდევ ის გავაცნობიერე რომ სხვანაირი იყო... ან ის რომ არც კი ვიცნობდი... მოკლედ ასე იყო თუ ისე, ჩემი მეზობელი ჩემი მეგობარი გახდა...
  მერე? მერე მის ცხოვრებაში ტკივილიც იყო, დიდი ტკივილი და დიდი დანაკარგი, დედის სახით... მერე ჩემი ტკივილიც იყო და უფრო დიდმა ტკივილმა დაგვაკავშირა... მახსოვს ჩემთან რომ შემოვიდა, ჩამიხუტა და ვითომ ბანალური სიტყვებით იმხელა მხნეობა მაგრძნობინა... ყველაზე უკეთ ესმოდა ჩემი...
  ჩემი მეგობარი ძალიან ჩემეულია... თავიდან მეშინოდა ( ალბათ რთულია იმის აღქმა რომ ვიღაცამ ზუსტად იცის შენი სულის დაფარული ნაწილები, ის რაც სხვისთვის სრულიად უცხოა და გაუგებარი მას ესმის და მიუხედავად შენი შეცდომებისა ყოველთვის მხარში გიდგას, არასდროს გამტყუნებს გაგებით ეკიდება და რჩევებს გაძლევს... ხომ ვამბობ სხვანაირია ჩემი მეგობარითქო) 
  მერე რა რომ ჩემი მეგობარი სხვებს არ გავს. უყვარს გალაკტიონი და გვირილები, უყვარს ცარიელი ქუჩები და ღამის საათებში ხეტიალი, კიდევ... კიდევ ჩიტები უყვარს ძალიან და მე ვუყვარვარ... ამბობს რომ ერთადერთი მეგობარი გოგო ვარ და ალბათ დედამიწის მეორე ნახევარსფეროში რომ ვიყო ჯინივით იქ გაჩნდება თუკი დავუძახებ... ასეთი სხვანაირია ჩემი მეგობარი...
  ბევრი ვწერე და... ნეტა რას აკეთებს ახლა გოძილა? სადმე დახეტიალობს ან...
-გოდე სად ხარ, რას აკეთებ?
-ვმესიჯობ
-ვისთან?
-ოოოოო
-ვახ სიახლეა?
-აჰა.

პ.ს. მგონი ჩემი მეგობარი შეყვარებილია :P

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები