ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2009


დავაგვიანე... (დაგვიანებული წერილი საკუთარ მეს)

  არ მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექი მუხლზეთავჩამოყრდნობილი... ზრზზზზზრრრრზზზზრ... თავში გამუდმებით რაღაც რეკდა, მერე ჩერდებოდა, მერე ისევ რეკდა და ასე შემომათენდა. ერთიდაიგივე სიტყვები გამუდმებით ირეოდნენ, მერე ლაგდებოდნენ, მერე ისევ ირეოდნენ და ასე გრძელდებოდა, მანამ, სანამ თავის ტკივილმა ბოლო დარტყმით არ წამომაგდო და გამომაფხიზლა... როცა თავი ავწიე და მონიტორს შევხედე, მივხვდი როგორ დავაგვიანე...

* * *
-ყოველთვის როგორ უნდა აგვიანებდე?- ეს ბებიის სიტყვები ჩამესმა ყურში, სკოლისთვის რომ მაღვიძებდა, ჯერ კიდევ სოფელში...
-გაიღვიძე მამა, დაგაგვიანდება სასწავლებელში, რვა საათია უკვე... – ახლა მამაჩემის ხმა ისე ახლოს იყო, ისე რომ... ვიფიქრე ალბათ აქვე კარში ისევ ისე დგასმეთქი...
ოთახის კარს გავხედე და ... ისევ სიცარიელე...მერე მაგიდაზე ფოტოს შევხედე და თვალი მალევე ავარიდე, არასდროს ვუყურებ... დამჩემდა...

* * *
  ,, სხვა დროსაც ასე თუ დააგვიანებ, აღარ დაგელოდები...” პატარა ბავშვივით ბრაზობს და იბუსხება. მერე მეც უმანკო სახით შევციცინებ და ვცდილობ თვალების ფახულით გული მოვულბო. არაფერი გამოდის. ვიცი გადაუვლის, მაგრამ... ხო ისიც ვიცი კიდევ დავაგვიანებ და პირობას ვერ ვდებ არდაგვიანებისას. ყოველ მორიგ შეხვედრაზე ასეა...

დააგვიანე...

დააგვიანე...

დააგვიანე...

* * *
    “მტირალა ხარო”- არადა რამდენი ხანია აღარ მიტირია. ჰმ... აი ახლა ავდგები და ვიტირებმეთქი. გაეცინა, მეც გამეღიმა არადა უკვე ტირილი მინდოდა, თავს ვიკავებდი, არ მინდოდა ჩემი ცრემლები და სისუსტე დაენახა. მერე ადგა და წავიდა... როცა წავიდა, იმდენი ვიტირე, იმდენი ვიტირე რომ... ახლაც მეწვის თვალები და...

-დააგვიანე...
-ცრემლმაც შეიძლება დააგვიანოს?
-შენ ყოველთვის აგვიანებ
-არადა ყოველთვის ვჩქარობ
-იმიტომაც
-მერე ვნანობ
-ჰო... შენ ასეთი ხარ...
-უფრო მტკივა
-ჰოდა ნუღარ დააგვიანებ
-ვიჩქარებ
-არც იჩქარო
-ვერაფერი გავიგე
-ზრზრზზრრრრრრრ, ჩააქრე...

  ე.წ. "ნაჩნიკს" ვაქრობ და თვალებს ვხუჭავ... ვცდილობ დავიამო თავის ტკივილი და გამოვრთო ის მექანიზმი გამუდმებით რომ მბურღავს... ერთი, ორი, სამი... ფეთქავს სულ უფრო ჩუმად... აი, ისე, მისი გულის ფეთქვა რომ მესმოდა მკერდზე მიყრდნობილს... ერთი, ორი, სამი... არითმიულად... მე "იქ" ვარ...

შეთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები