. . . ცხოვრება სულ სხვანაირ ფერად მომეჩვენა, როცა მითხრეს, რომ ამ მდგომარეობით მხოლოდ ერთი წელი ვიცოცხლებდი.....სასოწარკვეთილებამ არ ვიცი შიშით, არ ვიცი იმედით იმისა, რომ ერთ წელში ბევრი რამ შეიძლებოდა შეცვლილიყო, გაიქცა ჩემგან..დამტოვა მარტო იმედთან, რწმენასთან და დიდ სიყვარულთან ერთად, სიყვარულთან, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ შევიგრძნე, რაც მისი დაკარგვის საშიშროებამ მომიკაკუნა.... სიკვდილზე ადრეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ შეშინებულს, აცრემლებულსა და აცახცახებულს მალევე დამიტოვებია ფიქრები და გამოვქცეულვარ რეალურ "ჯოჯოხეთში" ახლა რატომღაც, თითქოს მესიამოვნა კიდეც, ის გრძნობა, რაც ახალ ამბისგაგებას მოჰყვა თან, მოჰყვა და რაღაც უჩვეულო სიფაქიზით ამიფრთხიალა გული –ალბათ ნიაგარივით მიედინება სისხლი ძარღვებში–უნებურად გავიფიქრე და გამეღიმა...გამეღიმა გულუბრყვილო, ბავშური ფიქრის გამო... ღამე მარტო დარჩენა ავიჩემე, ვერ გაუძელი მშობლების უიმედო მოთქმასა და გლოვას... სასიამოვნო ფიქრები მოჰყვა ვარსკვლავების ციმციმს...საოცარი სიმსუბუქე – სახარების ცხოველი სიტყვების გახსენებას... და ო როგორ ამოუცნობი გრძნობა – სინანულის ცრემლებს, იმ სინანულისას, რომელიც დაკარგულ წლებს მისტიროდა, ღმერთთან განშორების წლებს....და რომელიც ახალი ადამიანის შექმნას ცდილობდა... რამდენი რამ გამახსენდა სულ რაღაც ერთ წუთში, რამდენმა ვინმემ გამახსენა თავი წამებში, და ო როგორ ვინანე ყოველი რისხვით და სიძულვილით ნათქვამი სიტყვა, გამოხედვა თუ ყოველი მოქმედება, რომელიც ღვთისგან შორს მდგომმა, ეშმაკს "შევუთანხმე"... გული სულ გააგიჟა უცებ მოზღვავებულმა ძლიერმა და უცნაურმა სიყვარულმა,.. სიყვარულმა, რომელიც სიძულვილისგან მივიღე ჯოჯოხეთზე ფიქრის შეერთებით.... რა უცებ შევიყვარე ღვთის შვილები, ღვთის ქმნილებები და ყოველივე, რაც მამისაგანაა.... ამ ღამეს ვფიქრობდი ბევრს, ვფიქრობდი ყველაზე და ყველაფერზე... "მტრებზეც" ვფიქრობდი და... უცებ მონატრება ვიგრძენი სინანულთან შეზავებული. მონატრება, იმიტომ, რომ სიყვარულს მოუნდა ეთქვა – "მიყვარხარ"–ო სინანულს– "მაპატიე"–ო ხელებს კი მათზე შეხება და გულისკენ მოზიდვა მოსწყურდა.................. –ნუთუ ისინი ვერ გამიგებენ, ნუთუ არ დაიჯერებენ ჩემს ფერიცვალებას–უცებ აციმციმდა ეშმაკი აზრი გონებაში და გულს ჩამოხედა –არვიცი...და რა საჭიროა ვიცოდე?! თუ ვერ გამიგებენ ეს არაფერს შეცვლის, მხოლოდ თვალებს ამიცრემლებს და მათდამი სიბრალული უფრო ამავსებს სიყვარულით.. ... ერთი წელი...თვალებს ერთი წელი სტკიოდა...გულს და გონებას –ცხრამეტი......... ცხრამეტმა წელმა, ო რა მწარედ ცხრამეტჯერ დახვრიტა სიყვარულითა და სინანულით აძგერებული გული... უცოდველი ქრისტე სიყვარულისთვის ჩვენ ცოდვილებმა ვაცვით ჯვარს..........მე კი ცოდვილს, უცოდველმა სიყვარულმა მაცვა სინანულზე ცხრამეტი სამსჭვალით და თავთან წარწერით " მას არ სწამდა!" ო რა უცებ შემიყვარდა სიციცხლე............................................................. ................................................................ ალიონზე მზემ კვლავ, მკვდარი დედის აჩრდილივით, მომეფერა და გამათბო თითქოს...სახში არავინ, რატომღაც არავინ წუხდა ჩემს მოსალოდნელ სიკვდილზე... მზე ზამთრის ამ დღეს, ისევ ვერ ათბობდა..... ... ... ისევ გაყინული თვალები, სიტყვები და გრძნობები შემომეფეთა, გაყინული ყაზბეგის თოვლივით... ... ... გუშინდელი ღამის განცდებით გალღობილი გული უცებ გაყინა ჯოჯოხეთურმა სინამდვილემ – დ ა მ ე ს ი ზ მ რ ა –.............................................................. ............................ .................................................................................... არადა ხომ შეიძლება ისევ მომენატროს "ერთი წელი"............................................................................................ ანდა იქნებ წამებიც აღარ დამრჩა!!!!!!!!!!!!!!!!......................................
"არის რაღაც, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან რჩება" - არ მახსოვს ვინ თქვა ეს სიტყვები, მაგრამ რაღაც ასეთი მჭირს... ძალიან მინდა სიტყვებად ვაქციო ჩემი გრძნობები, მაგრამ..... არ ვარ ალბათ მაგ ნიჭით

რამდენმა ვინმემ გამახსენა თავი წამებში, და ო როგორ ვინანე ყოველი რისხვით და სიძულვილით ნათქვამი სიტყვა, გამოხედვა თუ ყოველი მოქმედება, რომელიც ღვთისგან შორს მდგომმა, ეშმაკს "შევუთანხმე"...
სიზმარში თუ ცხადში კარგია რომ დროზე გაიჩნდა სინანულის გრძნობა :) „მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმა ხელი აღმიპყრა მე“ ღმერთი გვაძლევს თავისუფლება როგორც გვინდა ისე ვმართოდ ჩენი ცხოვრება და ცოდვებიც და გმერთიც მაშინ გაგვახსენდება როცა ხორციელ და ფიზიკურ განსაცდელში ჩავვარდებით :( რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს . კარგი ნაშრომია თამო მე კმაყოფილი დავრჩი. იმედია კიდევ შემოგვთავაზებ ახალ ნაშრომებსაც :)

ვაუუუუუ!!! მაგარი იყოოო!!! უცოდველი ქრისტე სიყვარულისთვის ჩვენ ცოდვილებმა ვაცვით ჯვარს..........მე კი ცოდვილს, უცოდველმა სიყვარულმა მაცვა სინანულზე ცხრამეტი სამსჭვალით და თავთან წარწერით " მას არ სწამდა!" ო რა უცებ შემიყვარდა სიციცხლე............................................................. გაიხარეე :-*

უცოდველი ქრისტე სიყვარულისთვის ჩვენ ცოდვილებმა ვაცვით ჯვარს..........მე კი ცოდვილს, უცოდველმა სიყვარულმა მაცვა სინანულზე ცხრამეტი სამსჭვალით და თავთან წარწერით " მას არ სწამდა!"
...მიზიდავს და გაუგებარ ბურუსში მტოვებს... :)
უცოდველი ქრისტე სიყვარულისთვის ჩვენ ცოდვილებმა ვაცვით ჯვარს..........მე კი ცოდვილს, უცოდველმა სიყვარულმა მაცვა სინანულზე ცხრამეტი სამსჭვალით და თავთან წარწერით " მას არ სწამდა!"