ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 მაისი, 2009


{15} დღე და ღამე,, (ანუ, მცირედი შტრიხები საკუთარი პორტრეტისთვის) ]\-- \{ some features of my portrait --\\

სალამ, :D ,,

ეს ნაწერი ორიოდ სიტყვით მოიცავს ჩემს განვლილ 2 კვირას,, ნაწერი დღიურისაც შეიძლება მივამგვანოთ, (ანუ , პირად ჩანაწერებს) ,,

მოკლედ, პროზა ნაღდად არ არის ეს  და არც კრიტიკა-პუბლიცისტიკა, თუმცა, დაე მითითებული იყოს კრიტიკა ამ ნაწერის ჟანრში, და იქნება და ცოტა ვიკრიტიკო კიდევაც :დ

მოკლედ, ახლა რა ხდება ჩემი ტკბილო და მურაბა ხალხებო,, ვიწყებ წერას,, რა გამოვა არ ვიცი,, ვნახოთ,, დღეს 2009 წლის 24 მაისია,, მინდა გადავხედო განვლილ 2 კვირას, დროს რაც დავყავი საქართველოში და არამარტო საქართველოში. ახლა კი ვარ წამოწოლილი საწოლზე და თან ნაწერს ვწერ კომპზე,  თან ვფიქრობ, რა მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაც დამამახსოვრდა? რომლის აღნიშვნა შეიძლება? რომელიც ღიმილს მოგვგვრის, თუნდაც ჩაგვაფიქრებს, იქნება და სატირალი იყოს კიდევაც.

მოვრჩი წინასიტყვაობას, გადავდივარ საქმეზე, მაშ ასე,, ქალბატონებო და ბატონებო, (ნუ, თუ ძაან პრეტენზიულია ეს ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ იყოს, -- კაცებო და ქალებო ) :დ :დ 

The show has started :D

Come on, sit down and listen vigilantly , I might say something interesting, though I might not say anything worth,  I might waste your time,  ,, in that case, I would apologize for that inconvenience that I  disappointed you,, let’s goo, let’s,,, let’s rock’n' roll,,  ,,


გზა დაგვილოცე,,

http://www.youtube.com/watch?v=p00xfV8Jphw


საშუალო სიმაღლის (ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით 167-69 სანტიმეტრი) შავი (cargo) შარვალი, წარწერებიანი მაისური (მაგალითად I love NY;  ანდა  freedom is not free; ანდა Notre Dame, etc)  ავიატორის სათვალე, ავირექსის სნიკერსები, ყურსასმენები ხმაურიანი მუსიკით, ბრეზენტის დიდი რუკზაკი, კასიოს მრავალფუნქციური მეტალის საათი მარცხნა მაჯაზე, ვერცხლისფერი სამაჯური მარჯვენა მაჯაზე, ღიმილი სახეზე, ჩქარი სიარული,
ჯიბეებში ხელის ხშირი ჩაწყობა – მოკლედ, ეს მე ვარ, განდი.


--\\

12 მაისი, 2009,

დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე, 5 თვის უცხოეთში ყოფნის შემდეგ, ისევ მივდივარ საქართველოში. თურქეთის ავიახაზების მუდმივი მგზავრი ვარ,, მომწონს ეს ავიაკომპანია, სუფთა და უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ ფლოტში, მომსახურება კარგია, საჭმელი ბორტზე გემრიელი, ლოიალურ მომხმარებელს სთავაზობენ მოგზაურობის კარგ სისტემას, ყველაზე კარგი კომპანიაა საქართველოს ადგილმდებარეობასთან მიმართებაში.

თვითმფრინავი დაეშვა თბილისის აეროპორტში საღამოს 5-ის ნახევარზე. ჩვეულებრისამებრ, დაფრენის ზოლიდან იგი ტაატით გაეშურა აეროპორტის შენობისკენ. (ცნობილი შენობა, თურქების მიერ აშენებული, რომლებმაც ქარის ტრაექტორია ვერ გათვალეს და რამოდენიმეჯერ შევრცხვით ჩვენი “საერთაშორისო” აეროპორტის უვარგისობით. ქარმა სახურავი გადახადა თითქოსდა “კაპიტალურად” აშენებულ აეროპორტს. არადა თავის დროზე, გერმანელებს, რომლები გამოირჩევიან ხარისხის უზადო დაცვით, უარი ვუთხარით ტენდერში გამარჯვებაზე და უპირატესობა მივანიჭეთ ფირმას რომელმაც ელემენტარული ინჟინრული უვიცობა გამოავლინა და საქართველოს საჰაერო კარიბჭეს წელიწადში რამოდენიმეჯერ უსახურავოდ ყოფნა უწერია,,, (ესეც ჩვენი უბედურებაა?! whatever, however, let me carry on talking, ),,

ჰოდა, ვუახლოვდებით ჩვენს აეროპორტს, გზაში ჩემდა გასაკვირად რამოდენიმე დაჟანგული თვითმფრინავი გვხვდება იქვე მიგდებულები, (ბოლო რამოდენიმე წელი, ერთიდაიგივე სურათი მეორდება და მეორდება), არადა სულ ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, რატომ დგას ეს უვარგისი თვითმფრინავები ისეთ ადგილას, სადაც სტუმარს თვალი მიუწვდება თქო? მით უმეტესი, პირველი შთაბეჭდილება არც თუ ისე სასიამოვნო და დადებითი წარმოიქმნება, როდესაც უცხოელი დაჟანგულ და უვარგის თვითმფრინავებს ნახავს კოხტად გამოფენილს. არცერთ აეროპორტში მე მსგავსი რამ არ მინახია, არც ერთ აეროპორტში რომლებშიც მე თუნდაც ერთხელ ვყოფილვარ. (რომელი ერთი ჩამოვთვალო ამსტერდამი, ვენა, დელი, ნიუ იორკი, ლონდონი, ვარშავა, ჰელსინკი, თელ ავივი, მოსკოვი, ჰიუსტონი, დუბაი და ასე შემდეგ).

როგორც კი მიუახლოვდება თვითმფრინავი აეროპორტის შენობას და სრულად გაჩერდება, პირველი რასაც ვაკეთებ ხოლმე, არის ის რომ ჩემი  ტელეფონი, მოტოროლა V3X ირთვება, ჩემი ლაი ლაი უნდა გავააქტიურო, გარემოსთან კონტაქტი უნდა დავამყარო, მაშინათვე, უკვე აქ ვარ, ვზივარ თვითმფრინავის სალონში და ვიძახი, რა გრძელი გზა გამოვიარე და ახლა სულ ერთი ნაბიჯიღა მაკლია სანუკვარ მიზნამდე, გავიდე გარეთ და ოჯახის წევრებს, რომლებიც მოსაცდელში ბოლთას ცემენ და წინა ადგილებს იკავებენ გასასვლელის კარებთან, შორიდან ხელი დავუქნიო და ხმამაღლა დავუძახო:  მე ჩამოვედი.


მანამადე, სხვა აეროპორტში რომ კისრისტეხით მივრბოდი თვითმფრინავისკენ, რომ ვჩქარობდი ასვლას, ახლა სულაც არ მეჩქარება, მე ხომ უკვე სახლში ვარ, ჰოდა, პირიქით, ფეხს ვანელებ, ვახანგრძლივებ ამ შეგრძნებას, იშვიათ შეგრძნებას.

პასპორტ კონტროლი არის ბოლო ბარიერი რომელიც დგას ჩემსა და თავისუფლებას შორის. ეს პროცედურაც მცირე ხნიანია , სულ რაღაც ორი წუთი, მომღიმარი გოგონები, ლამაზი უნიფორმები, ვაწვდი პასპორტს და ყოველთვის ვესალმები ხოლმე მათ, გამარჯობა, ანდა დილა მშვიდობისა, თუნდაც, როგორ ხარ? პასპორტის სისტემაში შემოწმება და პასპორტის უკანვე, ჩემთვის გადმოცემა.  მათი მიერ ჩემს მიმართ ნათქვამი  “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, უკვე კარგ განწყობილებაზე მაყენებს. (სხვათა შორის, ერთი მცირეთაგანი რაც მომწონს თბილისის აეროპორტში არის პასპორტ კონტროლის სწრაფი და თავაზიანი მომსახურება).

დღეს 12 მაისია, 2009 წელი. განსაკუთრებული თარიღი ჩემთვის, თბილისში ჩამოვდივარ, კი დავრჩები ორი კვირა, ბოლო დღე არის 26 მაისი, ამ დღეს მივფრინავ იქ, საიდანაც ჩამოვედი.  გამოვდივარ გარეთ, თვალით ვეძებ მათ, უამრავ ხალხში, არ მჭირდება დიდხანს ცეცება თვალების,, ისინი ყოველთვის იქ არიან.  ერთი შოკისმომგვრელი ფაქტი, სწორედ იმ დღეს, დედას შავი სათვალე უკეთია, არა იმიტომ რომ მზე მოიჩრდილოს, არამედ,, 3 კვირის უკან ოპერაცია გაუკეთდა, კატარაქტა,, მე ვიცი რომ კარგადაა, თუმცა გართულებები ჰქონია და არც თუ ისე კარგადაა, მე ტელეფონში არ მეუბნებოდნენ ამას, რომ ჩავედი ფაქტის წინაშე დავდექი,, დედა ცალი თვალიდან ვერ ხედავს კარგად, მაგრამ, მაინც წამოვიდა აეროპორტში ჩემს დასახვედრად, რა გული გამიჩერდება სახლშიო,, პირველი მე უნდა ვნახოო, ჩემზე იძახდა.

სულ რაღაც 35 წუთში უკვე ჩემი კორპუსის კიბეებზე ავდიოდი. მოვიარე ჩემი ბინა (თუმცა, არც ისე დიდია იგი )  მინდა ერთ წუთში ყველა დეტალი რაც სახლთანაა დაკავშირებული გაცოცხლდეს, ამოტივტივდეს, რამდენი წელი გამიტარებია ამ სახლში,, ბევრი, თითოეული კუნჭული ჩემია, თვალებით გადავხედე ნივთებს, მაგიდისა თუ სკამების განლაგებას, როგორც დავტოვე, მინდა ისევ ისე დამხვდეს, ყველაფერი, მახსოვს მაშინდელი სახლი და მიხარია თუკი იგი ისეთივეა როგორიც ჩემს თვალს ახსოვს,  მაგრამ, ხანდახან ასე არ ხდება ხოლმე,,

სასწრაფო საქმე მაქვს ბანკში, ხელი მაქვს მოსაწერი საბუთებზე, საღამოს 6 საათია, ვიცი პროკრედიტი რვის ნახევრამდე მუშაობს. ვტოვებ ყველას და ყველაფერ და გავრბივარ ტაქსის დასაჭერად, თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. გზაში თვალებით ვჭამ გარემოს, ვიყურები მანქანის ფანჯრიდან,  ყველაფერი იგივეა, როგორც დავტოვე, 5 თვის წინ. ბანკის კარები დაკეტილია. არ ვიცი რატომ. მივდივარ სხვა ბანკში, იქაც დაკატილი დამხვდა კარები, არავითარი შეტყობინება, მიზეზს ვეძებ, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე ადრე იკეტებოდნენ ბანკები სამშაბათ დღეს? რამოდენიმე ბანკთან მომიწია მისვლა, სულ უშედეგოდ.  სრულიად შემთხვევით მაგთის ოფისში გამოკრული იყო აბრა: “ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით, დღეს მაგთის ოფისი არ მუშაობს”. აი თურმე რაში ყოფილა საქმე, შეგვეწიოს, შეგვეწიოს ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულის მადლი. მეორეს მხრივ მიკვირს, განა რამდენი წუთი დაეხარჯებოდათ ბანკის მესვეურებს, რომ A4 ქაღალდის ფორმატზე ამოებეჭდათ იგივე ტექსტი რაც მაგთის ოფისის კარებზე ვნახე გამოკრული, რომ მომხმარებლებს სულ მცირე ინფორმაცია მიეღოთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? კარგად მახსოვს, როცა ნიუ იორკის ბანკები 1 კვირით ადრე აკრავენ ბანკის კარებზე შეტყობინებას მოსალოდნელი დღესასწაულების შესახებ, რომ წინასწარ თადარიგი დაიჭიროს მომხმარებელმა შესაძლო ფულადი ოპერაციების დაგეგმვასთან დაკავშირებით.

რაც არის ეს არის. სახლში ვბრუნდები, ცოტა იმედგაცრუებული, თუმცა ჩემი საქართველოში ყოფნის პირველი დღე მაინც ხალისიანია. სახლში სუფრა გაშლილი მხვდება. დედამ იცის რა მიყვარს, რა უნდა გაამზადოს. დავლიე ალკოჰოლი. მომერია. ძილი მომინდა. დავწექი,.

--\\

13 მაისი, 2009.

დღეს პირველი სრული დღეა რაც ჩამოვედი თბილისში. უამრავი საქმეები მაქვს. ვცდილობ დრო ეფექტურად გამოვიყენო. ტაქსით მოძრაობა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია ამ შემთხვევაში. ძილისთვის დროს არ ვკარგავ. ფეხზე ვარ უკვე დილის 6 საათზე. დღეს დიღომშიც უნდა გავიდე. ჩემს მეგობარს უნდა შევხვდე. თბილი შეხვედრა დიდი ხნის უნახავი მეგობრებისა, შემდეგ მოყოლა ამბებისა, რა ხდება და როგორ. თბილისში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიტიკურიც, სოციალურიც. მრავალი სხვადასხვა გზაა, ერთი კითხვა მაქვს, რომელია მართალი გზა? ყველა ამტკიცებს, რომ მისი გზა არის გამარჯვებამდე და ფინიშამდე მიმსვლელი. თუმცა, ეს გზა არ ჩანს, სიტყვაზე უნდა ვენდოთ. მეორეს მხრივ, არ ვიცი სიტყვას რამდენად კარგი ფასი აქვს საზოგადოებაში. ბევრჯერ ვენდეთ სიტვას, ბევრჯერ გვინახია იმედგაცრუება.  დღეს მიტინგზე წავედით. სალომე ზურაბიშვილი გამოდის. მეღიმება იმდენად საყვარელი საუბარი აქვს . არ ვიცნობ მის ბოლო წლების პოლიტიკურ მოღვაწეობას კარგად, არც სხვა ლიდერებს ვიცნობ, რას მოღვაწეობენ ბოლო წლებში, მინდა რომ არ იცრუონ,, ჰმმ, ბევრი სიცრუე და იმედგაცრუება მინახია მე პირადად, თუნდაც საარჩევნო კომისიაში, კომისიის წევრად ყოფნის დროს. არ მინდა იგივე განმეორდეს. ანდა უარესი.

მოკლედ, რაც არის ეს არის, მე და ჩემი მგობარი, ვაგრძელებთ საუბარს პოლიტიკურ საკითხებზე, იგი საკმაოდ განათლებულია. აღმოსავლეთის ენისა და ქვეყნების სპეციალისტი. მე ჩემს აზრს ვიძახი, ის თავისას, მიდის საუბრები ამ თემების გარშემო. მე ვიცი რასაც გავაკეთებდი დღევანდელ საქართველოში. საკმაოდ მკაფიოდ. თუმცა, მიზანმიმართული სვლაა საჭირო, იღუპება საქართველო,,

3 საათზე, პუშკინის სკვერში შეხვედრა მაქვს ჩემი ერთ-ერთი ქართველი თანამშრომლის შვილთან. ამანათი უნდა გადავცე რომელიც მან გამომატანა საქართველოში. რამოდენიმე საათში იგი მირეკავს და მთხოვს შეხვედრის 6 საათზე გადადებას , რადგან ლექციებს ესწრება. მეც უყოყმანოდ ვთანმხდები. მოდისა 6 საათი. მე და ჩემი მეგობარი ვზივართ სკვერში და თან საუბრით ვერთობით. გადაცდა ექვსს, გახდა შვიდის ნახევარი,. და როგორც იქნა 40 წუთის დაგვიანების შემდეგ მოვიდა ეს გოგო. გადავეცდი ამანათი, დაგვიანების შესახებ რაღაც მოიმიზეზა, მე არაფერი მიპასუხია. მორჩა აუდენცია.
ჩემი მეგობრის კომენტარი, -  "საქართველოში დაგვიანება წესია, არასდროს არ ხდება შეხვედრა დანიშნულ დროს".
თუ გინდა დაგენიძლავებიო, მიტინგი რომელიც 5 საათზე უნდა დაიწყოსო არ დაიწყებაო - იქვე ამატებს. მე არ დავენეძლავე, თუმცა დავუკვირდით და მართლაც, კარგა ხნის დაგვიანებით დაიწყო მიტინგი რუსთაველზე. რავი,  მეკი არ მიყვარს დაგვიანება და ასევე არ მიყვარს რომ ველოდები დაგვიანებულს :D :D



--\\

14 მაისი, 2009

ადრე ავდექი, ისევე როგორც ყოველთვის. ატენის ქუჩაზე, ბანკ რესპუბლიკაში მომიწია მისვლა, ვიზა ბარათი ავიღე. საკმაოდ მოხერხებულია მოგზაუროისას ეს ბარათი. 3 საათისთვის სამების ეკლესიისკენ გავეშურე. ტაქსისტი გზად პრეზიდენტის რეზიდენციისკენ უხვევს, კედლებზე წარწერები, “მიშა გადადექი”, იქვე საკნები,, პრეზიდენტი არ იმყოფება რეზიდენციაში, ეს ის შენობაა რომელზეც რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაიხარჯა. ქვეყანა სადაც უმუშევრობის ზღვარი კატასტროფულად მაღალია და ხელფასის განაკვეთი ძალიან დაბალი. იქ ასეთ გრანდიოზულ მშელებლობებზეც არ ენანებათ გაიღონ დოლარები, როცა პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული სახელმწიფოში, რა ხდება იქ??, ხოო, რა თქმა უნდა, პასუხი ნათელია,, და იგი სამწუხაროა,,

მოკლედ, სამების ეკლესიაში სიჩუმეა, საკმაოდ ცხელა. ერთ ჩემთვის ძალიან ახლო და საინტერესო ადამიანს უნდა შევხვდე, დიდი ხანია არ მინახია. აგერ ისიც. ყვითელი მაისური, მზის სათვალე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შორიდან ვიცანი. რეკავს, მე არ ვპასუხობ. ვიღიმივარ და თან ვუყურებ,  მიხვდა, მოვიდა,  ვნახე, ვილაპარაკეთ.

სწორედ იმ დღეს შევხვდი ირმას (ანემონე). თან ეჩქარებოდა (ნეტა მაგას როდის არ ეჩქარება ერთი :დ) თუმცა მოვახერხეთ ცოტა საუბარი. ზუსტად ეგეთი წარმომედგინა იგი, როგორიც სინამდვილეშია:  მხიარული, მომღიმარი, თბილი, საინტერესო მოსაუბრე. ამ დღის აღსანიშნავად რამოდენიმე სურათი დარჩა და ღვთისმშობლის ხატი (ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხატი) . ეს არის და ეს,,  ეს დღეც მორჩა,,



--\\


15 მაისი, 2009

დღეს ნარიყალაზე ავედით. სულ ბოლომდე, ლამის ციხის ქონგურზე გადმოვეკიდე. სულ სხვა სილამაზე იშლება ზემოდან. თბილისი ლამაზია,, მართლაც, უამრავი ჩიტის ბუდესავით კოხტა და ლამაზი სახლები იშლება თვალწინ. ნუ, რამოდენიმე უაზრო არქიტექტურის სახლმა გამიფუჭა არეალი, რაღაც ვერ ჩაჯდა კონტექსტში. (ეტყობა მშენებლობის ნებართვა არასწორად იქნა გაცემული, ან მე არ მივარგა გემოვნება :D).

ისე,ნათქვამია,
მშვენიერება რომ უფრო კარგად შეიგრძნო, უნდა დაშორდე ამ მშვენიერებას მცირე ხნით-ო. ეს ისე,,



--\\

17-18-19-20 მაისი, 2009 წელი.

ვარ ნიუ იორკში. ამ ქალაქზე დაუსრულებელი საუბარი შემიძლია. მინდა მოვყვები თუ რა შთამბეჭდავი სახლებია და ცათამბრჯენებია, რა საინტერესო და გიჟური ცხოვრების რიტმია, რა ლამაზი გოგოები დადიან ქუჩებში, რა არის ამერიკული სული (განწყობა)  რომელიც ნიუ იორკში იგრძნობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ბევრი ქაქანი შეიძლება ამ მართლაც და მოდის/ფინანსურ ცენტრზე. ნიუ იორკში ყველანაირი ადამიანი დადის, ზამთარში შორტებით მოსიარულე და ზაფხულში შლოპანცებით მოფრატუნე გოგოები თუ ბიჭები. ტელეფონების ბუმია ნიუ იორკში. ყველა საუბრობს, ყველას ხელში მობილური უკავია, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია მათთვის.  ბევრს აქვს iphone  ეპლის (Apple)  საკმაოდ პოპულარული პროდუქცია და ზარებიც ძალიან იაფია საქართველოსთან შედარებით. ყველგან რომ იაფდება ტარიფები მობილურ ტელეფონებზე, საქართველო თითქოს გარე სამყაროს არ ეკუთვინისო, იგივე ტარიფები რჩება. ნუ, გამონაკლისის სახით შეიძლება ჩემმა კრიტიკოსმა თქვას, რა გინდა , რას ერჩი ჯეოსელს და მაგთისო, ხომ აქვთ შეღავათიანი დარეკვები მეგობარ რამოდენიმე ნომერთანო. მეგობრებო, მე არავის არაფერს არ ვერჩი, მე მინდა მივიღო ხარისხიანი პროდუქცია შედარებით ნაკლებ ფასად, და თუ კი მსოფლიო ბაზრის მაგალითები მე მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ თბილისში ტელეფონების ტარიფები გაბერილია, მე ამ სიამოვნებას არ მოვიკლებ და მთელი ხმით ვიღრიალებ, ჯეოსელიცა და მაგთიც ხალხს ზედმეტ ფულს ახდევინებს. ასეა ეს. მე ასე ვფიქრობ არა მარტო მე, მე მგონი შენც :)


Touch and Go Tango in Harlem

http://www.youtube.com/watch?v=gTElXhxA4Wg



ერთ რამეზე გამეცინა,,  18 მაისს, კარგად მახსოვს, საღამო ხანი იყო, თაიმს სქვერიდან მოვდივარ და მედისნ სქვე გარდენს გამოვცდი და ამოვუხვიე ბროდვეისკენ სადაც ჩემი სასტუმრო იყო და ერთ-ერთი ამერიკელი მეკითხება რომ გზა მივასწავლო გარკვეული მიმართულებით :) ნუ, მე ვუთხარი თუ საით უნდა წასულიყო და თან მეღიმებოდა, რომელი ნიუ იორკელი მე ვიყავი და რომელი “კარინოი” მოსახლედ ჩამთვალა რომ გზის შესახებ მეკითხებოდა? საერთოდ, ნიუ იორკი მიაქვთ ფრანგ, ესპანელ და იტალიელ ტურისტებს. გერმანელები ნაკლებად მხვდებოდნენ. ეს სამი ევროპურლი ქვეყანა აშკარად აქტიურობს ნიუ იორკის დაპყრობაზე. და რაღა თქმა უნდა ჩინელები და კორეელები:) ყველგან არიან ჩინელები, აბსოლიტურად ყველგან. 

19 მაისს, იაჰუ მესენჯერში მქონდა საინტერესო და ბევრისმთქმელი საუბარი ერთ ადამიანთან,,,

ნიუ იორკ, ნიუ იორკ,

http://www.youtube.com/watch?v=KLeC9RvrKrU

ეს ამერიკაა, ნიუ იორკ სითი,,

--\\

20 მაისი, 2009

მოვდივარ ნიუ იორკიდან თბილისისკენ. ტაქსმა დიდი ხანი მოანდომა მანჰეტენიდან გასვლას, არა იმიტომ, რომ მიტინგები იყო ქუჩებში, ანდა საკნები გამოეტანა ხალხს მეხუთე ავენიუზე, არამედ რაღაც საზეიმო ღონისძიებები იყო ზოგ მიდამოებში და გზა გადაკეტილი იყო, ასევე მანქანების სიმრავლის გამო ნელი სვლით მივდიოდით აეროპორტის ტრასისკენ. ჯეი ეF ქეი, (JFK) ჯონ ფიცჯერალდ კენედის აეროპორტი, ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მთელს მსოფლიოში. იგი შედგება 8 ცალკე მდგარი ტერმინალისგან. თითოეული ტერმინალი შეიცავს მრავალ გეითს, (ანუ, გასასვლელი) სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის. მოკლედ, მე ჩამოვედი თურქეთის ავიახაზების № 1 ტერმინალში. მაშინათვე გავიარე რეგისტრაცია, პასპორტ კონტროლი და ავედი თურქეთის ავიახაზების მოსაცდელ დარბაზში. ვსვავ რემი მარტინის, კომპიუტერში ველაპარაკები ჩემს ერთ-ერთ უცხოეთში მყოფ მეგობარს და თან საათს ვუყურებ და დროს ვაკონტროლებ, არ უნდა დამაგვიანდეს რესიზე.

საკმაოდ დაცხა, გადავწყვიტე სახეზე ცივი წყლის შესხურებით გავგრილებულიყავი. შევედი პირსაბან ოთახში. იყო რამოდენიმე პირსაბანი, საკმაოდ პატარა ოთახი, ისეთი პატარა რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, კარები რომ გაგეღო ფართოდ, ნიჟარის წინ მდგომ ადამიანს შეიძლება შეხებოდა. სწორედაც, ჩემი იქ ყოფნისას, უცებ კარები იღება და რომ მე მხედავს შემოსული პიროვნება, ეგონა კარები ვერ დაიმორჩილა და ინსტინქტურად იძახის ინგლისურად 
-ohhh, excuse me, მომიბოდიშა. 
-that’s all right,-  მივუგე მე. (ნუ ღელავ თქო).
კარგად რომ დავაკვირდი მას, უცებ ვიცანი ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი ახალგაზრდა  და პოპულარული ლიდერი. ნიუ იორკიდან მოდიოდა საქართველოში. ეს უკვე შემდეგ აღმოვაჩინე, როცა მას რამოდენიმე რიგით წინ მოუწია დაჯდომა ჩემივე თვითმფრინავში. არავითარი საუბარი მე არ გამიმართავს მასთან. არ არის მიზანშეწონილი პოლიტიკურ პირებთან მოგზაურობისას საუბრის გამართვა. მით უმეტეს მაშინ, როცა მას არ იცნობ.

10 საათიანმა ფრენამ ნიუ იორკი -  სტამბოლი , მთელი არაქათი გამომაცალა. როგორც იქნა ჩამოვდგი ფეხი თვითმფრინავიდან და სანამ სტამბულის მოსაცდელ დარბაზში გადავინაცვლებდი, შეგვავსებინეს სპეციალური კითხვარი, ცნობილ გრიპთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, თუ რომელ ქვეყნიდან მოვდიოდი და როგორ ვგრძნობდი თავს. 

სულ რაღაც 4 საათში თბილისში ვიქნებოდა, მანამდე კი თავს ვიგრილებ თურქეთის ავიახაზების„ CIP მოსაცდელში. აქაც კიდევ ერთ-ერთი ოპოზიციონერი დავლანდე. (არც თუ ისე ტელეეკრანზე აქტიური ოპოზიციონერი მაგრამ საკმაოდ წონიანი (თუ ფულიანი) ფიგურა). ისიც თბილისისკენ მოდიოდა. ეტყობა, უცხოეთში შეხვედრები აქვთ სხვა ქვეყნის მთავრობებთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. თუკი საერთაშორისო საზოგადოება და ბობოლა, უცხოური მთავრობები არ მოისურვებენ ახლა პრეზიდენტს ჩვენს ქვეყანაში, ხალხის სურვილი იგი გადადგეს, დარჩება მხოლოდ სურვილად. მე მესმის მათი ვინც მიტინგებზე ალალი გულით გამოდის და სჯერა რომ პრეზიდენტი მათი იქ, მიტინგებზე ხანგრძლივი დგომით აიძულებენ გადადგეს. თუმცა, საქმე შეიძლება სულ სხვა რამეშიც კი იყოს. თანამედროვე მთავრობების სტრუქტურა არ იქმნება ხალხის მიერ და ვინ იქნება ლიდერი თუ კანდიდატი, ესეც უცხოეთში წყდება. გვინდა თუ არ გვინდა ეს ასეა. ფაქტია, რომ ოპოზიციის მოხშირებული ვოიაჟები საზღვარგარეთ ამას ადასტურებს. არც კი ვიცი ჟღერდება თუ არა ეს მოგზაურობები მასობრივი საშუალებებით. 

მე ერთი რამისკენ ვისწრაფვი, ჩვენი თავი ჩვენ გეკუთვნოდეს და არ წყვეტდეს ჩემი ქვეყნის საქმეებს ოკეანისგადაღმელი, თუნდაც ევროპელი. თანამედროვე პოლიტიკა ბევრ ფარულ “პადნოშკებს” შეიცავს და მე კიდევ არ მინდა ხალხი დარჩე მოტყუებული, ანდა დაიჯეროს ყველაფერი რასაც მას ტელევიზიით ეუბნებიან.


--\\

22 მაისი, 2009 წელი,

დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა. იგი 11 წლის გახდა. ვფიქრობ რა ვუყიდო მას. მერე უცებ გამახსენდა, ბავშვობაში წიგნს რომ მჩუქნიდნენ ხოლმე, უზომოდ მიხაროდა. მეც გადავწყვიტე იგივე საჩუქარი, ანუ წიგნი მეყიდა 11 წლის ძმისშვილისთვის.

არადა მისი დაბადება რა კარგად მახსოვს,,,

21 მაისი, ჩემს რძალს შეტევები შუადღით დაეწყო, მაშინათვე გააქანეს სამშობიაროში, უზნაძის ქუჩაზე. საღამოს 6 საათია, სამსახურიდან მოვდივარ სახლში დაღლილი, მეუბნებიან რაც მოხდა. მე მაშინათვე გავრბივარ კამოზე, სამშობიაროში. ვხვდები ჩემს ძმას. იგი ვერ ისვენებს, წრიალებს. გახდა 8 საათი, გახდა 9 საათი, გახდა 10 საათი. არავითარი ნიუსი,

ამ პერიოდში სამშობიაროში კიდევ 4 გოგო მოიყვანეს. გახდა 11 საათი, გახდა შუაღამის 12 საათი. უკვე 22 მაისია. 4-ვე გოგომ უკვე იმშობიარა. თამუნამ ჯერ არა. ჩამოდის ნიუსი, რომ იგი ცუდათაა და რომ გართულებები დაეწყო. თუმცა ჯერ არ შეუყვანიათ სამშობიარო ბლოკში. გავიდა კიდევ რამოდენიმე საათი, ფიქრები გვკლავს ყველას, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, ვთხოვ ღმერთს ორივე კარგად იყვნენ. ამასობაში გახდა დილის 6 საათი. თეთრად დაგვათენდა ის დღეც. გამოდის ბებია ქალი სამშობიაროდან და პირდაპირ აცხადებს, ან დედა გადარჩება ამ ბავშვიო??!! ძალიან იძაბება სიტუაცია, სასწორზე დევს მათი სიცოცხლე. სიკვდილი ცდილობს ცელი წარმატებულად მოიქნიოს. გარინდებული შევყურებ ჩემს ძმას, იგი მე თვალს ვერ მისწორებს, მან უნდა დაკარგოს ან ერთი, ან მეორე. როგორი არჩევანია??!! ძალიან მძიმე, უმძიმესი.თუმცა მას არავინ არაფერს არ ეკითხება. გადის უმძიმესი წუთები, ცხოვრება შავად მოსჩანს ჰორიზონტზე. თითქოს ხსნა არ არსებობსო, თითქოს იმ მომენტში ყველამ მიგვატოვაო.

12 საათის სამშობიაროს ეზოში ლოდინის შემდეგ, დილის 7:30 წუთზე ბებია ქალი მე-4-ე სართულის ფანჯრიდან გახარებული ღრიალებს: ბიჭია, ბიჭიოო,,,  დედაც კარგად არიოსო,,, რაო??,,, ყურებს ვერ ვუჯერებდით, შეჩერდა წამი, შეიკრა სუნთქვა, დაბნელდა თვალი. გადავეხვიე ჩემს ძმას და მაგრად ჩავიკარი იგი გულში. მაშინ მე პირველად გავსინჯე ცრემლი, რომელიც ძალიან ტკბილად მომეჩვენა, ცრემლი რომელიც უზომო სიხარულად გადაიქცა. უტკბესი მომენტი განვიცადე მაშინ, სიცოცხლემ სძლია სიკვდილს, სიყვარულმა სძლია სიძულვილს. იმ მომენტში, მინდოდა წამზომს მოძრაობა შეეჩერებინა და გაყინულიყო ერთ ნიშნულზე. მაშინ მე ვიგრძენი თავი ბუმბულივით მსუბუქად, მაშინ ვიფიქრე, რომ ჩვენ თურმე მარტოები არ ვყოფილვართ, ღმერთი არასდროს არ სწირავს ადამიანს.



--
მოკლედ, ვაკეში შევედი პარნასის მაღაზიაში და კონსულტანტმა გოგონამ მირჩია შემეძინა მაინ რიდის  “უთავო მხედარი”, რომელიც საინტერსო წასაკითხი უნდა ყოფილიყო ამ ასაკის ბავშვისთვის. ეგრეც მოვიქეცი. თუმცა, ჩემი გულისწყრომა გამოვხატე წიგნის ხარისხის მიმართ. ფარატინა გვერდები, წვრილი ასოები, არამყარი ყდა. რას გავაწყობდი, წავუწერე წერწერა წიგნის პირველ გვერდზე ,

“გილოცავ დაბადების დღეს, წარმატებულ და საინტერესო ცხოვრებას გისურვებ, 2009 წლის 22 მაისი”.


23 მაისი, 2009

დღეს კბილის ექიმთან მივდივარ. ჰოო, მანამდე რედგენის სურათი უნდა გადავიღო კბილზე. მივედი ათის ნახევარზე კლინიკაში. მითხრეს რომ ათზე მოდის ექიმიო. კარგი მეთქი. წავედი მაღაზიაში, მეთქი რედ ბულს მაინც ვიყიდი და დავლევ მეთქი. მივედი რედ ბულის თუნიქის ქილის ფორმის მაცივართან, რომელსაც ზემოდან სპეციალური ასახდელი შუშის თავსახური აქვს და კონსულტანტი გოგონა ქვითრებს ავსებს ზედ რედ ბულის მაცივრის სახურავზე. მე ვცდილობ გავიხუმრო და ვეკითხები, მალე მორჩები შევსებას თქო? კიო, მალეო, -  სერიოზულად მომიგო მან და გააგრძელა წერა  :)  მისმა უტიფრობამ განმაცვიფრა და ცოტა ხმამაღლა ვუთხარი – მე უნდა გელოდო თქო?  უკაცრავად- მომიგო მან და იკადრა თავისი ქაღალდების წამოკრეფა და სხვა ადგილას შევსება. მეც გავხსენი ცივ-ვიცი რედ ბული.

გახდა 10 საათი მივდივარ ექიმთან. რეგისტრატორი ეუბნება ექიმს, ეს ბიჭი შენთან არისო. ხოო, კაიო, ექიმმა გამოსძახა სხვა ოთახიდან , 2 წუთში გამოვალო. გავიდა 5 წუთი. ეს რეგისტრატორი კიდევ ეუბნება ამ ექიმს, გელოდება ბიჭიო. კიოო, მოვდივარო, იქიდან ყვირის ის და მერე თვითონ გამოდის და მეუბნება, მალჩიკ, კოფე ვიპიოუ, ი ჩერეს 3 მინუტ ია ბუდუ სტაბოუ-ო. ისე პირდაპირ იძახდა ამას, ისე ბუნებრივად რომ გამეცინა და ერთი ისღა ვუთხარი “პაჟალუსტა, ია ნე სპიშუ,ვი ტოჟე, ნე სპიშიტე, პრიატნავა აპეტიტა” –თქო (თუ რაღაც ამდაგვარი ვუთხარი) .:) ნუ, როგორც იქნა გამოვიდა ეს ქალი და კი გადამიღო რედგენი მშვენივრად. შემდეგ, მივდივარ ექიმთან, არის 11-ის ნახევარი. ექიმი გაღიმებული მხვდება და მეუბნება, 2 საათი დაკავებული ვარო, პაციენტები მყავსო. კი მაგრამ , ვეუბნები , 3 დღის წინ ხომ ჩავეწერე დღევანდელ დღეს , ხომ შევათანხმეთ ჩვენი შეხვედრა ?? - მე ვეუბნები. უიი,ხოო, - ექიმი იძახის, რამ გამომაშტერა, ეტყობა სკლეროზი დამეწყოო, არ ჩამიწერია მაშინ რვეულში ეს შეხვედრა  და მოდი ზეგ მოდიო :)  ნუ, აქაც გამეცინა,, კაი თქო,, - აბა სხვა რა უნდა მეთქვა??  :)


საღამოს მე და გელა ფიროსმანის გამოფენაზე წავედით, საკმაოდ საინტერესო გამოფენაა. რა თქმა უნდა ბევრი შედევრი არ იმყოფება თბილისში, მაგრამ, რაც არის ხომ არის. ვისაც მირზაანში წასვლა არ უხერხდება გამოფენის დასათვალიერებლად, აგერ თბილისში, ხელოვნების მუზეუმში, პუშკინის სკვერთან არის გახსნილი ეს გამოფენა, ყველას გირჩევთ ეწვიოთ. შესვლის ფასი 3 ლარი. (ამ ფასში შედის აღმოსავლური განყოფილების დათვალიერებაც). ვნახე მებადური წითელი პერანგით (ჩემი საყვარელი ნახატი) ვნახე ჟირაფი, ლომი, და კიდევ სხვა ცნობილი ნახატები,, ძალიან მომეწონა “აღდგომა”,  და “პარაკლისი”. მოკლედ, ფიროსმანი ფიროსმანია, რა უნდა ვთქვა მასზე,, მსოფლიომ აღიარა როგორც ერთ-ერთი თვითმყოფადი მხატვარი, გენიოსი ადამიანი, 


სახლში მოვდიოდი ამ დღეს. გავაჩერე ტაქსი, შევუთანხმდი ფასზე და რომ ჩავჯექი, როგორც ყოველთვის უსაფრთხოების ღვედი გადავიკარი გულზე. ტაქსის მძღლი მიყურებს გამოშტერებული და თან ხმამაღლა იძახის – ‘ ბიჯოო, რამოდენიმე წელია ტაქსის მძღოლი ვარ და არ მახსოვს ვინმეს რომ ეს ქამარი გაეკეთებინოსო, ერთ-ერთი უცხოელის მახსოვს, რომელმაც გაიკეთა ეს ქამარიო და მეორე შენ ხარო ქართველიო’. მეთქი – სიფრთხილეს თავი არ სტკივა თქო და თან ერთად ვიცინოდით. კარგი მიზეზია საცინლად, ხომ?? რამოდენიმე შემთხვევა ვიცი, ქამარი რომ კეთებოდა მგზავრს, არ დაიღუპებოდა. ეს ფაქტია და რატომ არ არის ქალაქში ღვედების გაკეთება სავალდებულე ესეც მიკვირ მე ჩვენი კანონმდებლების.


მომშივდასავით :P ,,
გამარჯობა, როგორ ხარ? - 100 გრამი ჯინი, ბლომად ყინულები, რამოდენიმე ლიმნის ნაჭერი, ტონიკი ცალკე - ასე იწყებოდა ჩემი და მიმტანის ურთიერთობა როცა ვსტუმრობდი კაფესა თუ რესტორანს. შემდეგ იყო ადგილი ფანჯარასთან, ანდაც გარეთ ღია ცის ქვეშ, ხალხის ცქერა, საუბარი, ფიქრი, (ხოო, კსტაწი, მიმტანადაც და ბარმენადაც  მუშაობის გამოცდილება მაქვს, რამოდენიმე წლის წინ ვიყავი მე მომსახურების სფეროს ერთ-ერთი რიგითი მუშაკი.  რთული სამუშაოა, ბევრი რამ ვისწავლე ამ საქმით, ნებისყოფა, ფსიქოლოგია, მომსახურების ხელოვნება, ლამაზად შესრულება შეკვეთის, რა თქმა უნდა ღიმილი  - ეს და არა მარტო ეს  შტრიხები აუცილებელია მიმტანის ჩამოყალიბებისთვის,როგორც პროფესიონალი მუშაკი. მე დღესაც დიდ პატივს ვცემ ამ საქმეში მოღვაწე გოგოებსა და ბიჭებს, საკუთარი ოფლით რომ მოიპოვებენ პურს არსობისას). ჩემი ვიზიტისას, ბოლო საჭმელი რაც დამამახსოვრდა არის M ჯგუფის "პურის სახლში" მირთმეული ფხალის ასორტი და ქამა სოკო ყველით კეცზე შემწვარი. 


--\\

25 მაისი, 2009 წელი.

მქონდა საშუალება შევხვედროდი ერთ საინტერესო და ლამაზ ურაკელს. გლდანში მომიწია ამისთვის გასვლა :D :D მაგრამ, გლდანში გასეირნება რა პრობლემაა ?? არც არაფერი :P 

არადა, სურვილი მქონდა კიდევ რამოდენიმე თანაფორუმელს შევხვედროდი,, ახლა არ გამოვიდა, მომავლისთვის იქნება და მოხერხდეს კიდევაც  აუდენცია,  hope so, :)



რამოდენიმე ხნის წინ ბიძაშვილს შევხვდი, ლიას.
-როგორ ხარ რაშვებიო, დარჩი იქ ,აქ რა გინდაო? 
-მინდა,მინდაა,, ჰმმ,ადვილი სათქმელია დარჩი,, არაა რაა,,


ხოო, ბევრი ადამიანია, ბევრი მიდგომა. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი მეუბნება, შეგეძლო ჩემთვის მანაქანა ჩამოგეყვანაო, იქ იაფია მანქანებიო. მე ვცდილობ ამ კაცს ავუხსნა, რომ ჩემი საქმე სულ სხვა პროფილისაა და არ მაქვს მაგის დრო ვდიო კონტეინერებს და მანქანების არჩევით დაგამოგზავნით დავკავდე და რომ მოძრაობა მიწევს ბევრი,როგორც აზიაში ისე ოკეანისგაღმა და სამსახური სამსახურია. ის ისევ განაგრძობს, რომ ამერიკაში მანქანები იაფია,,


კოდაკის მაღაზიაში ვიყავი, ფილარმონიასთან რომაა. ჩემი ბავშობის სურათები წავიღე ციფრულ ფორმატში გადასაყვანად :) ერთი ლამაზი ქალი შემოვიდა. ოპერატორი მეკითხება - იცი ეს ქალი ვინ არისო? არ მეთქი, ვინო და ლადო ასათიანის შვილიო. მანანა. ვილაპარაკეთ ცოტა, დაახლოებით 20 წუთი. მამაზე უზომოდ შეყვარებული ქალი, უსათნოესი სულის ადამიანი - მანანა ასათიანი. მერე ჩანთა გახსნა და მამის მიერ ერთ-ერთი პიროვნებისთვის ნაჩუქარი ჯიბის ვეფხისტაოსანი გვაჩვენა. მამამ წარწერაც გაუკეთაო თან თვალები უციმციმებდა და უხაროდა. რამოდენიმე წლის წინ, ეს წიგნი მანანას დაუბრუნა იმ პიროვნებამ ვისაც აჩუქა ლადომ.  მანანამ იქვე, ფოტო მაღაზიაში წაიკითხა მამის ლექსი, გულბაათ ჭავჭავაძე. ეს მისი საყვარელი ლექსი ყოფილა თურმე. თბილად გამახსენდება ეს შეხვედრა მე ყოველთვის.

2 ლექსების კრებული მიმაქვს თან, ლადო ასათიანისა და ტაბიძის რჩეული ნაწერები :)


ნუ,მოკლედ, მოვრჩი მე, აღარ დავწერ მე მეტს არაფერს,, ჩემი წასვლის დროა,,


--\\



26 მაისი, 2009 წელი.




დღეს მივდივარ უცხოეთში. ბევრი რამ მოვასწარი ამ 2 კვირაში. უკან ვერ ჩამოვალ მინიმუმ 6 თვე. შეიძლება მეტიც, შეიძლება ცოტა ნაკლებიც. ბევრი რამ მრჩება მე საქართველოში. ერთი რამ მინდა, ძალიან მინდა , დედა კარგად იყოს, და ჩემს აქ არყოფნაში არაფერი გაურთულდეს, მის ბოლო წუთებთან მის გვერდით ვიყო,, ეს მინდა, განა ბევრი რამე მინდა??, , მეტი არაფერი არ მინდა,,


კარგად,,







საუკეთესო სურვილებით,
მაჰათმა განდი.
არწივი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები