ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2009


წესები

გვირაბში მივძვრები და მინდა ამოსუნთქვა
და მეზიზღება ყველა მოგონილი თამაში სიცოცხლის შესახებ,
ხვეული შიში ახრჩობს შენს მხრებს
და მეზიზღება ყველა წესი რაც მოიგონეს...
და ამდენს სირბილს,ამდენ დაჭერილ ჩრდილებს
სიტყვებს,უმისამართო სახლებს
გადაადგილების შუალედებს
და აკანკალებულ ხელებს
უნდათ მიყდნობა...
კუნთები არ ეკითხებიან ერთმანეთს კოძრაობის განრიგზე
და უმისამართოდ მიდიან ერთი მისამართისკენ...
სახლი სახელად სინათლე და
სახელად დასვენება,
სახელად შეერთება და
მისამართი- ციფრების გარეშე.
ორი არ ორზე მეტი მსაგვსი სახე და
საჭირო წვნიანივით თბილი ქალი,
გულისჯიბეში ჩაქდებული მოგონილი  წესების უარყოფით....
და მიდიან შეხვედრები დატოვებული მოლოდინებივით
და რიგითობა ერევათ ციფრებს
და მეც ველოდები კითხვებს მარცხნიდან,
და არეული წუთებივით ჩარბიან სახეები მინაზე...
გადავიარეთ....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები