 | ავტორი: მარგო ჟანრი: პოეზია 15 მაისი, 2008 |
ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს საკუთარი თავის, მერე რა,რომ უაზროდ ვფლანგავ მთელს ჩემს ცხოვრებას- და ვერაფერი გამოვტაცე დროს - მარტოდმარტო,მხოლოდ თავისთვის რომ დადის.
ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს სიცოცხლის, სხვისი სისხლის სუნი რომ ასდის და მე არ მომიპოვებია- უბრალოდ, გავითვალეთ და მე მერგო... ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს საკუთარი თავის, მერე რა, რომ უაზროდ ვფლანგავ ფულს, ჩემი ოფლის ნაკვალევზე შემთხვევით გადმოვარდნილს სქელი, ამრეზილი ჯიბიდან.
ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს, რომ ვცხოვრობ ჭაობში, მერე რა, რომ ამ ჭაობის არცერთი გომბეშო არ გადაიქცევა ჯადოსნურ პრინცად, რამდენი კოცნაც არ უნდა ვუძღვნა.
ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს საკუთარი თავის, მერე რა, რომ ჩემი ცხოვრება უწყვეტი დრამაა, ჩემი ნაჭუჭი კი- ჩემი სულის ნავსაყუდელი - უსასრულო ლაბირინთი, სხვისი თვალებით დაორთქლილი.... არ მინდა გამიყვანო აქედან... ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს საკუთარი თავის, როცა ჩემს ნაჭუჭს ხმამაღალი სიცილით ვავსებ და შენ კი მახშობ შენი დახეთქილი ნერვებიდან გადმოსული სისხლით .
ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს საკუთარი თავის და სურნელოვანი წყალი ვაპკურო ჩემს ოცნებებს, რომ შენ მოგიძღვნა. ვერასოდეს მაიძულებ ვერ შევამჩნიო, როგორ მეხები მკერდზე ვითომ შემთხვევით, როდესაც არჩევ ნიღაბს ჩემი გაშიშვლებული სულისთვის. შენ ვერასოდეს მაიძულებ მრცხვენოდეს საკუთარი თავის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დიდი მადლობა, მიყვარხართ ყველა, გკოცნით! სამწუხაროდ, კომპიუტერთან ჩემი ჯდომა არ შეიძლება. მაგრამ მალე იმედია საბოლოოდ შემოგიერთდებით. :) დიდი მადლობა, მიყვარხართ ყველა, გკოცნით! სამწუხაროდ, კომპიუტერთან ჩემი ჯდომა არ შეიძლება. მაგრამ მალე იმედია საბოლოოდ შემოგიერთდებით. :)
12. ძალიან საინტერესო "რამე-რუმეებს" ამბობს ეს ავტორი,მომწონს ძალიან საინტერესო "რამე-რუმეებს" ამბობს ეს ავტორი,მომწონს
11. ეს ლექსი იდო ლიტჯეზე, მაშინაც ძალიან მომეწონა.5 ეს ლექსი იდო ლიტჯეზე, მაშინაც ძალიან მომეწონა.5
10. ძალიან პირდაპირი და თამამი ლექსია, 5 ძალიან პირდაპირი და თამამი ლექსია, 5
9. ძალიან პირდაპირი და თამამი ლექსია, 5 ძალიან პირდაპირი და თამამი ლექსია, 5
8. მაგარი ხარ მარგოოო! მაკოცნინე რა ქალბატონო მარგარიტაა!:-* მაგარი ხარ მარგოოო! მაკოცნინე რა ქალბატონო მარგარიტაა!:-*
7. ჩემი საყვარელი ლექსი! რა ვქნა, იყავი მარგო! მაინც ძალიან მიყვარხარ! 5 ჩემი საყვარელი ლექსი! რა ვქნა, იყავი მარგო! მაინც ძალიან მიყვარხარ! 5
6. ნიკი იყო სხვა, ავტორი იგივეა :) ჩვენც მოგვენატრე დაკარგულო :) ლექსი - კარგი! ნიკი იყო სხვა, ავტორი იგივეა :) ჩვენც მოგვენატრე დაკარგულო :) ლექსი - კარგი!
4. ეს ლექსი იდო ლიტ.გე-ზე. ნიკი იყო სხვა:) ლექსების მიმართ- მათემატიკური მეხსიერება მაქვს:) აი, ანგარიშის რა მოგახსენოთ:) ლექსი კარგია. ეს ლექსი იდო ლიტ.გე-ზე. ნიკი იყო სხვა:) ლექსების მიმართ- მათემატიკური მეხსიერება მაქვს:) აი, ანგარიშის რა მოგახსენოთ:) ლექსი კარგია.
3. მეც მახსოვს საიდან და... :-? მეც მახსოვს საიდან და... :-?
2. ეს ლექსი საიდან მახსოვს? :) ეს ლექსი საიდან მახსოვს? :)
1. ყველას მოგესალმებით, მენატრებით!!!! ყველას მოგესალმებით, მენატრებით!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|