ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2009


ჩასაკბეჩი კისერი აქვს დამიჯერეთ :P

ჩასაკბეჩი კისერი აქვს დამიჯერე.
ისე მივეჩვიე მის ზურგით დგომას,რომ მისი კისერი შემიყვარდა და ჩემსკენ როცა ბრუნდება თავს დაბლა ვხრი...
მაღიზიანებს გაწეწილი ქალების ნაირ-ნაირ თავსაფრიანი თავები რომ მეფარებიან მისი კისრის დასანახად...
იცი,უკვე შორიდანაც ვცნობ.ათას თავსა და კისერში შემიძლია გამოვარჩიო მისი...
ამას დღეს მივხვდი...
რომ ვუყურებდი,ვიგრძენი,რომ ძარღვები დამეჭიმა და თავსახვევს ნერვიულად ვაწვალებდი.
მინდოდა მივვარდნოდი და ჩამეკოცნა კისრიანად.არა.კისრიანად კიარა,მხოლოდ კისერი დამეკოცნა...
იმაში, რაც აცვია ხოლმე,სულ მოღეღილი აქვს ყელიც და ჩემი საყვარელი კისერიც...სულ დადის.
შევამჩნიე,რომ სალფეთქს ხმარობს ხშირად.(ჩემსავით)
ერთი ორჯერ თვალი შემასწრო.ისე დავიძაბე,სალფეთქი ჩემდაუნებურად ამოვიღე და უაზროდ დავუწყე ამ საცოდავ ცხვირს წმენდა...
რატომ გამომხედა?!...რა ვიცი აბა...
იქ უამრავი ხალხია და ვისზედაც კი თვალი მიუწვდება ყველას უყურებს...თუ...არა.ვცდები. დავაკვირდი,რომ აქეთ-იქეთ არც ისე ხშირად იყურება...
საქმეშია ხოლმე...
მიდის-მოღეღილი კისერი...
მოდის-უსაყვარლესი მზერა...
დგას-ისევ კისერი...
                                            როგორ მიყვარს...
                                                      როგორ მინდა მივიდე და ჩავკოცნო...
თითქოს ვგრძნობ მის კანს და სულ ცოტა,ნაზ ღინღლებს ჩემს ტუჩებთან,როდესაც ვკოცნი..(წარმოსახვაში).
აი ახლაც დამებერა ძარღვები და გამახსენდა მინიმუმ სამი ქალის ბურძგლებში ძალის-ძალით გაპარული ჩემი მზერის მიერ ვნებით დამწვარი მისი თეთრი კისერი,ხის ჯვრით...როგორ მინდა...
ჩასაკბეჩი კისერი აქვს მეთქი დამიჯერე...




                                                                                                                                                              __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები