 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 31 მაისი, 2009 |
სენაკში დაღუპულ მეგობარს - რეზერვისტ ოთარ კიკალეიშვილს და ორი ათას რვა წლის აგვისტოს ბრძლოლაში დაღუპულ ყველა ვაჟკაცს
ქალაქი იყო მთლად ცარიელი, მაგრამ უკაცურ ქუჩაში მაინც გამოჩნდა ერთი სულდგმულთაგანი, ადამიანს ჰგავს, მაგრამ ვინ იცის, იქნებ, მარტოდენ მოჩვენებაა.
შანდორ პეტეფი
ცარიელი სივრცე... სივრცეში ყუთი. ყუთი ცარიელი... მხოლოდ ერთი შესასვლელი.
ვინ ვის ეჩეხება. ვინ სად იდებს საწუთროს. ვის სად აქვს საწუთრო? წუთი ქრება -სიცარიელე ჩნდება. დარჩა მარტო ქალაქში. დარჩა კიდევ სხვა, ქალაქში მარტო.
გამოჩნდა ადამიანი. მარტო ადამიანი. მარტო ცხოველი.
- რა ვქნა ახლა მე? კორპუსში მარტო არ გინდა გაძლება? ღმერთმანი გაცივდა ქალაქი რაა... ეს რა უბედურება გვჭირს? ახლა ომის დრო იყო? ვნახო ერთი იქნებ მეზობელ კურპუსში ვინმე ვიპოვო. ეს ქუჩაც რა ახალ მოხვეტილს ჰგავს? შიშის დედა ვატირე მე! ნეტავ ჩემი ბიჭი სად არის ახლა ან რატომ არ მირეკავს? საწყალი დედამისი გიჟს ჰგავს ალბათ. მას მაინც დავურეკო, ვკითხო როგორ არიან... - ფიქრებში გართულს, ფეხები მეზობელი კორპუსისკენ ეზიდებოდა. - ალო... ალოოო... არაფერი ისმის!!! - კავშირი ჭირდა იმ დღეებში. თუმცა ერთი ოპერატორის ზარები ტარიფის გარეშე მუშაობდა. - დასწყევლოს ღმერთმა ამათი ოპერატორობა! განათებულ სიცარიელეში ვარ. რათ მინდა შუქი თუ საკუთარ ოჯახს ვერ ვუკავშირდები?! კორპუსებსა და სახლებს ხაკისფერი გადაჰკროდათ. სახურავები ჩაზნექილიყვნენ უსუსურობისაგან. ყველამ მიატოვა. თითო-ოროლა ადამიანი ტკეპნიდა მათ სადარბაზოებსა და შემოღობილ ეზოებს. - ალო... ალო... როგორ ხარ ქეთევან? - კარგად ვართ, კარგად! შენ როგორ ხარ? - აბა, როგორ უნდა ვიყო თქვენს გარეშე? არც ვინმე დარჩა სამეზობლოში, რომ დაველაპარაკო და გული გადავაყოლო. - ბავშვს, ხომ არ დაუკავშირდი? - ვერ დავუკავშირდი. ის ხომ იბრძვის ადამიანო. აბა სცალია ყურმილი აიღოს? აქეთ დარეკავს. - გურამ მეშინია ძალიან! - არ შეგეშინდეს ძვირფასო. ჩვენები როგორ არიან გურიაში? - კარგად არიან. აქ სიმშვიდეა გურამ. მთელი ქალაქი აქ არის. უცნობების სახლშიც კი იდებენ ბინას. საოცრად მიგვიღეს ყველანი. - მართალი ხარ! ფრთხილად იყავით მანდ. არაფერს შეუშინდეთ. - აქ არაფერი მოხდება გურამ. - კარგი ქეთევან. ხვალ დაგირეკავ. ბავშვმა თუ დაგირეკა შემატყობინე. მეც შეგატყობინებ. - აუცილებლად.
მოჩვენება დაძრწის ქალაქში. შიში... რკინის მოძრავი მასა უამრავი. გუგუნებს ქალაქი სიცარიელეში.
* * *
ფიქრებში გართულს, ფეხები მეზობელი კორპუსისკენ ეზიდებოდა. ნაბიჯი ნელი, სიყვარულის თანმხლებით ეკვროდა მშობლიური ქალაქის მიწას. მოსიარულეს მეზობელ კორპუსამდე გზად სულიერი შემოხვდა. შორიდან ვერ იცნო. - გურამ, აქ ხარ? - მოესმა შორი მანძილიდან. - რომელი ხარ მანდ? - მე ვარ ბიჭო, ამირანი. - შე ოხერო შენა! აიწყვიტე? ჯაჭვები სად წაიღე? - დავტოვე, გურამ. - აბა, დატოვება იქნებოდა?! შეგირცხვა ცხვირი. ჯაჭვის პერანგს მაინც შევიკერავდით. ხმამაღალ ძახილში ერთმანეთს მიუახლოვდნენ. - ხუმრობის ხასიათზე ისევ ხარ არა? - აბა რა დაგვრჩენია ქართველებს? სიმღერა და ხუმრობა. - გახარებული იყო გურამი. - შენს კორპუსში არის ვინმე? - არავინაა. შენთან? - ჩვენ სამნი ვართ: მე, ტარიელი და ავთანდილი. - პატრიოტები. - ეგრე ფიქრობ გურამ? - რატომაც არა?! - ისინი ბინების დასაცავად დარჩნენ. რა იცი რა ხდება? - მტერმა რომ მიუკაკუნოს? - მტერი არ მოგიკაკუნებს ძამია. წიხლით შემოგინგრევს კარებს. - თუნდაც ეგ?! რას იზამს მაშინ? - რა უნდა მოიმოქმედონ? დანებდებიან. ეს რა გვჭირს გურამ? - არც არაფერი... მორჩება ეს ფარსი მალე. - რატომ ფიქრობ ეგრე? ისინი ხომ ჩვენი მტრები არიან?! - ჩემი შვილი იბრძვის სხვისი ქონების დასაცავად და ამიტომაც ვფიქრობ ასე ჩემო ამირან. - შეიძლება?! იქნებ ეგრეც არის. ჩემიც იბრძვის. - შენი ვაჟკაციც გაიწვიეს? - კი. რეზერვისტი იყო. - გასაგებია. - გაიგე, თურმე იარაღები ვაზნების გარეშე დაურიგებიათ. - კი, როგორ არა, მაგრამ ასე თქვეს: - ერთმანეთი, რომ არ ამოხოცონ იმიტომ მოვიქეცითო ასე. - კი, მაგრამ რა ასწავლეს რეზერვისტებს? - არც არაფერი. იქიდან ყველა კმაყოფილი და ჩასუქებულები ჩამოდიოდნენ. - მართალი ხარ! - წამოდი, ტარიელი და ავთანდილი ვნახოთ. - წავიდეთ!
* * * ცარიელი თვალები. გული ამოშანთული. სული დაღლილი... სანთელი ეკლესიაში მანათობელი!
ორი ათას რვა წელი. რვა რიცხვი. მცხუნვარე მზე. ქალაქი სავსე. სავსე, მაგრამ დაჩაგრული და მშიერი. მომუშავენი ლუკმა პურისთვის. ქალაქი ვალებში ჩაძირული, კრედიტებგადასახდელი. ბანკები სიცოცხლით სავსე. კრედიტ-ოფიცრები კი თვალგაფართოებულნი უცქერენ ე.წ. კლიენტებს.
სავსეა ქალაქი - ყოფითზე ფიქრით. ცარიელია ქალაქი - სულიერებაზე ფიქრით. ბედნიერია სექტანტები: - ჩვენ არაფერი გვემუქრებაო. - გაიძახიან. მოჩვენება და მრწამსი კვეთაში...
- დაგვბომბეს! ქეთევან ადექი! - მიმართა იქვე ტელევიზორთან მთვლემარე მეუღლეს. - რა თქვი? - ვერაფერი გაიგე? - ჩამეძინა გურამ. რა მოხდა? - წამოდექი ადამიანო და გავიდეთ გარეთ. - თუ დაგვბომბეს, გარეთ რა გვინდა ადამიანო? - როგორ თუ რა გვინდა? იქნებ სახლს დაეცეს ადამიანო. მოკიდე შვილებს ხელი და გარეთ სასწრაფოდ! - ხმაში სიმკაცრე დაეტყო გურამს. - ახლავე! - შეხედე ქეთევან ყველა გარეთ არის გამოსული. - ისვრიან, ისვრიან... დაიმალეთ ხალხნო! თვითმფრინავი მოფრინავს. გურამმა ზემოთ აიხედა. თვითმფრინავი შენიშნა, რომელიც არც ისე მაღლა მიფრინავდა. - ქეთევან შემოდი სადარბაზოში. სროლა ატყდება. დროზე სადარბაზოში-მეთქი! -შეშინებული ქეთევანი დამორჩილდა მეუღლეს. - ღმერთო, შენ გვიშველე! მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... - ხმამაღლა ლოცულობდა გურამის კარის მეზობელი ქალბატონი. - ნუ გეშინია მარიამ, ყველაფერი კარგად იქნება. - მინდა დაგიჯერო კარგო, მაგრამ ამ მთავრობის ხელში, როგორ ვართ საერთოდ?! - ეხლა წუწუნის დრო არ არის ადამიანო, დაშოშმინდი! შენს პატარებს მიხედე. შეშინებულები არიან ვერ ატყობ? - დედა შემოგევლოთ თქვენ! ნუ გეშინიათ ჩემო ანგელოზებო, ყველაფერი კარგად იქნება. - მეუღლე სად არის მარიამ? - სამსახურში. ვაი მე... ბომბი სად დაარტყეს ხომ არ იცი გურამ? - არ ვიცი. - ღმერთო შენ მიშველე! ოღონდ იქ არა, ოღონდ იქ არა... - ცრემლები გადმოსცვივდა აგვისტოს გამთბარ ლოყებზე. - გოგიტა, შვილო სად ხარ? - აქ ვარ, მამა. - არსად წახვიდე, ახლოს იყავი ჩემთან. შენი ძმა სად არის? - დედასთან. - დედაშენი ახლა აქ არ იყო? სად წავიდა? - ნაზის გოგო შეიქნა ცუდად. ნერვებმა აიტანა. გიორგიც გაჰყვა. - წამოდი ვნახოთ. დაწყნარდა მგონი ყველაფერი. - წავიდეთ. - შენ არ წამოხვალ მარიამ? - მეც წამოვალ, აბა რა გამაჩერებს სადარბაზოში მარტო? - იქნებ ხვალ გაიყვანო ბავშვები სამშვიდობოს? მე წაგიყვანთ მანქანით. ჩემებსაც გავიყვან. - მამა, ნეტა ოთო სად არის ახლა? - შენი ძმა ნაწილშია, გოგიტა. იქ არაფერი ხდება. სიმშვიდეა, მაგრამ უკვე მეშინია თვითმფრინავის ნახვის შემდეგ. საით წავიდა ნეტავი? მე არ წამოვალ შვილო. დედას უთხარი სახლში ავიდა-თქო. ტელევიზორში ინფორმაციას მოვისმენ. - კარგი, მამა. - არ უთხრა ბიჭო რისთვის ავედი. უთხარი: ქურთუკს მოიცვამს და ჩამოვა-თქო. - კარგი, მამა.
ღამე... თბილი აგვისტო გაცხელდა და წაეკიდა. მღვდლები ეკლესიებში სალოცავად წავიდნენ ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის. მრევლი კი არსად ჩანს. ვითომ სახლებში ლოცულობენ? - არა. ყველა გარეთ გამოსულიყო. ფიქრები თვითგადარჩენაზე გადაერთოთ.
- მამა, რა თქვეს? - შვილო, მე ეკლესიაში მივდივარ. ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში. სანთელი იწვის მხოლოდ ორი: მღვდლისა და გურამის.
(გაგრძელება, მხოლოდ სრული ვერსიით)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. "ჭოროხში" წავიკითხე ეს ნაწერი თუ არ ვცდები და მას შემდეგ დავიწყე თქვენი კითხვა, პირველი ნაწარმოები იყო ეს ... ვერაფერს ვამბობ ... უბრალოდ მიხარია თქვენი აზროვნება ... მიხარია ისიც რომ ამ გვერდზე ნაწარმოებები დაბრუნდა ... გილოცვათ გიორგობას, მრავალს დაესწარით და გილოცავთ თითოული ნაწერის წარმატებას!
ჩემი მაქსიმუმი +2 "ჭოროხში" წავიკითხე ეს ნაწერი თუ არ ვცდები და მას შემდეგ დავიწყე თქვენი კითხვა, პირველი ნაწარმოები იყო ეს ... ვერაფერს ვამბობ ... უბრალოდ მიხარია თქვენი აზროვნება ... მიხარია ისიც რომ ამ გვერდზე ნაწარმოებები დაბრუნდა ... გილოცვათ გიორგობას, მრავალს დაესწარით და გილოცავთ თითოული ნაწერის წარმატებას!
ჩემი მაქსიმუმი +2
21. (გაგრძელება, მხოლოდ სრული ვერსიით)
...ჰოო და, მაშინ ვილაპარაკოთ ძმაო სერიოზულად, მოსულა? :) თუ მანამდე სულმა არ წამძლია ისევ... :) (გაგრძელება, მხოლოდ სრული ვერსიით)
...ჰოო და, მაშინ ვილაპარაკოთ ძმაო სერიოზულად, მოსულა? :) თუ მანამდე სულმა არ წამძლია ისევ... :)
20. ოოოოოოოოო შენ მართლა მაგარი ხარ გიგო სერიოზულად!!! ყოცაღ კი არა და ძალიან მაგარია!!! დავეთანხმები დიდი სიხარულითა და სიყვარულით 17 კომენტარს. ოოოოოოოოო შენ მართლა მაგარი ხარ გიგო სერიოზულად!!! ყოცაღ კი არა და ძალიან მაგარია!!! დავეთანხმები დიდი სიხარულითა და სიყვარულით 17 კომენტარს.
19. რა მაგარია..... მერე?..... ძალიან საინტერესო და დინამიურია.....:) :) ;) მოკითხვა, ბატონო გიორგი....;) რა მაგარია..... მერე?..... ძალიან საინტერესო და დინამიურია.....:) :) ;) მოკითხვა, ბატონო გიორგი....;)
18. გიგო,ჯიგარი ხაარ!!! აი, ის რთული ემოცია მოიტანე ახლა,იმ დღეების და დავსევდიანდი,ძმაა. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ბიჭების სულები იმ ქვეყნად... გიგო,ჯიგარი ხაარ!!! აი, ის რთული ემოცია მოიტანე ახლა,იმ დღეების და დავსევდიანდი,ძმაა. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ბიჭების სულები იმ ქვეყნად...
17. მაგრად წერ! კაი კაცი ხარ გიგო მაგრად წერ! კაი კაცი ხარ გიგო
16. +2 გიგო ;;) +2 გიგო ;;)
15. საინტერესო როგორც ყოველთვის:) დაღლილი სული მომეწონა:) მრევლის გარეშე ლოცვა... მოგიკითხე მაგარო;) საინტერესო როგორც ყოველთვის:) დაღლილი სული მომეწონა:) მრევლის გარეშე ლოცვა... მოგიკითხე მაგარო;)
14. ცარიელი თვალები. გული ამოშანთული. სული დაღლილი...
ცარიელი თვალები. გული ამოშანთული. სული დაღლილი...
13. კარგი კაცი ხარ შენ, კარგი! მოგიკითხე. :) კარგი კაცი ხარ შენ, კარგი! მოგიკითხე. :)
12. რუსებმა არ გაიხარონ დაღუპული გმირების ცოდვებით......ოხ ამ რუსებისსსსსსსს........... რუსებმა არ გაიხარონ დაღუპული გმირების ცოდვებით......ოხ ამ რუსებისსსსსსსს...........
11. კიდევ ერთხელ გამახსენდა ის საშინელი დღეები... მაინც რა იყო...? მოვარდა შავი ღრუბელი... მერე გაიფანტა, წავიდა... თან წაიყოლა ჩვენი ვაჟკაცების სულები...! კიდევ ერთხელ გამახსენდა ის საშინელი დღეები... მაინც რა იყო...? მოვარდა შავი ღრუბელი... მერე გაიფანტა, წავიდა... თან წაიყოლა ჩვენი ვაჟკაცების სულები...!
10. კარგი ხარ! 5 კარგი ხარ! 5
9. ღრმა და ტკივილიანია გიგოშა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კარგი მწერალი ხარ.......პირადში მოგწერ რას ნიშნავს ჩემთვის ეს.....10 ღრმა და ტკივილიანია გიგოშა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ კარგი მწერალი ხარ.......პირადში მოგწერ რას ნიშნავს ჩემთვის ეს.....10
8. ამ მცირე მონაკვეთმაც კი გამახსენა ყველაფერი...
დასაწყისი მომეწონა :)
ხოდა ველოდები გაგრძელებას :) ამ მცირე მონაკვეთმაც კი გამახსენა ყველაფერი...
დასაწყისი მომეწონა :)
ხოდა ველოდები გაგრძელებას :)
7. მოგიკითხე მეგობარო, როგორც ყოველთვის შენს ნაწერებში, დიდი სითბოა!!! :) მოგიკითხე მეგობარო, როგორც ყოველთვის შენს ნაწერებში, დიდი სითბოა!!! :)
6. ძალიან კარგი იყო,კარგად წერთ:)საშინელი დღეები იყო:( ძალიან კარგი იყო,კარგად წერთ:)საშინელი დღეები იყო:(
5. საუცხოოა თხრობაც და სტილიც 555 საუცხოოა თხრობაც და სტილიც 555
4. დიახ! ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვა. დიახ! ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვა.
3. ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის. მრევლი კი არსად ჩანს. ვითომ სახლებში ლოცულობენ? - არა. ყველა გარეთ გამოსულიყო. ფიქრები თვითგადარჩენაზე გადაერთოთ.
ეკლესიაში რადგან მრევლი აღარაა, ამაში ალბათ ფიზიკური გადარჩენა იგულისხმება? სწორად გავიგე?
არ ვიცი, რატომ ,მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ნაწყვეტ ნაწყვეტ მონაყოლს ვკითხულობ... არა და ასე არაა...კიდევ წავიკითხავ :) ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის. მრევლი კი არსად ჩანს. ვითომ სახლებში ლოცულობენ? - არა. ყველა გარეთ გამოსულიყო. ფიქრები თვითგადარჩენაზე გადაერთოთ.
ეკლესიაში რადგან მრევლი აღარაა, ამაში ალბათ ფიზიკური გადარჩენა იგულისხმება? სწორად გავიგე?
არ ვიცი, რატომ ,მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ნაწყვეტ ნაწყვეტ მონაყოლს ვკითხულობ... არა და ასე არაა...კიდევ წავიკითხავ :)
2. რა ვქნა? შენი წერის სტილი მომწონს და შესწორების შეტანაც არ მსუურს :) ;) :-* რა ვქნა? შენი წერის სტილი მომწონს და შესწორების შეტანაც არ მსუურს :) ;) :-*
1. როგორც წინა მოხრობისას, გაგრძელებას სრული ვერსიით შემოგთავაზებთ. საანონსო ვარიანტი წაიშლება. გთხოვთ იყოთ ობიექტურები, რათა თქვენი რჩევები გავითვალისწინო წერის პროცესში. უღრმესი მადლობა წინასწარ ყველას!!! როგორც წინა მოხრობისას, გაგრძელებას სრული ვერსიით შემოგთავაზებთ. საანონსო ვარიანტი წაიშლება. გთხოვთ იყოთ ობიექტურები, რათა თქვენი რჩევები გავითვალისწინო წერის პროცესში. უღრმესი მადლობა წინასწარ ყველას!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|