 | ავტორი: იმედი ჯახუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 ივნისი, 2009 |
ძმაო და თანამებრძოლო!
შეუძლებელია, დიდი სიხარული და სიამაყე არ მეგრძნო, როცა დაუვიწყარი და ბობოქარი 26 მაისის ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერგამოსულმა, 27-ში ჩვენს ლიტ.საიტზე ასეთი განცხადება წავიკითხე:
ვულოცავთ!!!
ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანსა და „რუსთაველის სახლის” დირექტორს - დავით ტაკიძეს, ლიტერატურული ფსევდონიმით, დავით შემოქმედელს, რომელსაც 2006 წელს გამოცემული ლექსების, მოთხრობებისა და წერილების ერთტომეულისათვის - „სიტყვებს მიღმა” და მთელი შემოქმედების გათვალისწინებით - მიენიჭა ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული ლიტერატურული ჯილდო - გალაკტიონ ტაბიძის პრემია. ჩვენი საიტის ერთგულ წევრს, ბატონ დავითს ვულოცავთ ამ აღიარებას და ვუსურვებთ ახალ-ახალ შემოქმედებით წარმატებებს. ციცინო მით უფრო, რომ ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა და უღალატო თანამებრძოლმა ეს ღირსეული ჯილდო ეროვნული მწერლობისა და ეროვნული საქმისთვის მუხლჩაუხრელი მუშაკობით ასევე ღირსეულად დაიმსახურა და მადლობა ღმერთს, რომ ამის დამნახავნი და დამფასებელნი ჯერაც არ დალეულან! მხურვალედ გილოცავ, ძმაო დავით ყველა პოეტისთვის საოცნებო ამ ალალად მოპოვებულ ჯილდოს და ჩემს სიხარულს ვუერთებ შენი მრავალრიცხოვანი მეგობრისა და შენი შემოქმედების დამფასებელთა გულწრფელ სიხარულსა და აღტაცებას!
ჩემო დავით!
ამას წინათ ამ საიტზე შენი ერთი სულისშეძვრამდე ალალი და ემოციური ლექსი წავიკითხე, დისადმი მიძღვნილი, რომელსაც იქვე მყისიერად ასეთი კომენტარი დავურთე:
,, ვბერდები ალბათ - გული ჩვილდება!.. - ხსოვნის ხეც სევდამ მომიფანტელა... რაშიღა ვპოვო, ძმაო სიმშვიდე - ლექსს ვერ ვკითხულობ უჟრუანტელოდ...
- ასე მომდის ასეთ ლექსებზე და რა ვქნა!..’’
ახლა კი აწ უკვე დიდი გალაკტიონის პრემიის ლაურეატ ძმას ისევ დიდი გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსით მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დიდი ჯილდო და აღიარება ეროვნული მწერლობის დაუღალავი სამსახურისათვის!
რ ო გ ო რ ც მ ა რ ტ ი . . . ************************************************* ,,ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...’’
/გალაკტიონი, ,, შერიგება’’/
მარად საფერებელი და სულ ბავშვივით სადევარი, აქ - მიწაზე დადიოდა ღმერთი - ღამენათევარი!..
დადიოდა ნამთვრალევი ზღვა ფიქრი და ზღვა ოცნება... და გაფრინდა მერე ისე - ვინ მოასწრო გაოცება!..
ვინ მოასწრო მოფერება, ან ვი შეძლო შეჩერება!.. ხომ მოასწრეს გამწარება!.. ხომ მოასწრეს შეჩვენება!..
ხომ გულქვაა დრო - მის გულშიც მწამს, რომ ცრემლი აგორდება, ვიდრე მისი მარადისი ,, შერიგება ’’ აგონდება!..
გზა პოეტის და მოწამის ერთნაირად ბოლოვდება: - ვერ შეერთვის ვერანაირ სიბილწეს და ბოროტებას!..
ცად სიმწვანე ვიდრე დაფნის მიაქვთ ჰანგთა მსუბუქ ზვირთებს და ვიდრემდის უგულობის სუსხი სულსაც გააფითრებს -
რომც მისდევდეს გზას ვარდისფერს და ლაჟვარდთა ატალღებას, ბოლოს მაინც - როგორც მარტი - ქარის ტოტებს გადაჰყვება!!!
*********************************************************************************************************************
გილოცავთ ნინოობას!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ბატონი დავითი ჭეშმარიტი მამულიშვილია! კარგი პოეტია დავით შემოქმედელი! ბატონი დავითი ჭეშმარიტი მამულიშვილია! კარგი პოეტია დავით შემოქმედელი!
10. ვუერთდები ნილოცვას 555 ვუერთდები ნილოცვას 555
8. გიერთდებით.... გიერთდებით....
6. მეც ვულოცავ ბატონ დავითს, საუკეთესო სურვილებით...
ნინოობის მადლი გფარავდეთ ყველას! მეც ვულოცავ ბატონ დავითს, საუკეთესო სურვილებით...
ნინოობის მადლი გფარავდეთ ყველას!
5. კეთილი სურვილებით.... კეთილი სურვილებით....
4. ნინოობას გილოცავთ,მადლი არ მოგკლებოდეთ.!!! ორ მშვენიერ ანგელოზთან ერთად, რომელნიც მხრებს გიმშვენებთ.....ვუერთდები თქვენს მილოცვას!!! ნინოობას გილოცავთ,მადლი არ მოგკლებოდეთ.!!! ორ მშვენიერ ანგელოზთან ერთად, რომელნიც მხრებს გიმშვენებთ.....ვუერთდები თქვენს მილოცვას!!!
3. კიდევ ერთხელ ვულოცავ :) კიდევ ერთხელ ვულოცავ :)
2. გზა პოეტის და მოწამის ერთნაირად ბოლოვდება: - ვერ შეერთვის ვერანაირ სიბილწეს და ბოროტებას!..
გაიხარეთ!!!!!!!!!!! :) გზა პოეტის და მოწამის ერთნაირად ბოლოვდება: - ვერ შეერთვის ვერანაირ სიბილწეს და ბოროტებას!..
გაიხარეთ!!!!!!!!!!! :)
1. გამარჯობა :)
ვუერთდები მილოცვას, მრავალი წარმატება :)
დილა მშვიდობისა :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
გამარჯობა :)
ვუერთდები მილოცვას, მრავალი წარმატება :)
დილა მშვიდობისა :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|