ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2009


staatsgalerie

გამარჯობა ბიძია პიკასო!მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ახლოდან მენახე,
დღეს გნახე, სულ რაღაც ოცდაორი წლის შემდეგ, რაც ამ სამყაროს მტვერი ჩავყლაპე.
უბრალო დღეა დღეს, უჩვეულოდ თბილი და ქარიანი ამ მხარითვის...
არც კი ვიცოდი ისე შემოვიარე ამ დიდი სახლში, სადაც ბევრი სურათები კიდია,
და სადაც ხალხი პირდაღებული დადის და სავაძლები დგას შესვენებისთვის და
სადაც სულ თბილა
გამარჯობა ბიძია პიკასო! სულ მინდოდა ახლოდან გამეცანი  და დღეს აღმოვაჩინე რომ უკვე მიცნობ,
და დაგიხატივარ კიდეც, დღეს ვნახე ჩემი პორტრეტი,
მაგრამ ის წუთები ნამდვილად არ მახსოვს როცა შენს წინ ვპოზირებდი და ასე დარჩენას მთხოვდი- ნახევრად მკაცრი ტონით.
დღეს ვნახე სურათი ქალის რომელიც საოცრად მგავს მე, ხვეული თმებით და სქელი მკლავებით.
მოხრილი მხრებით
მკერდი რომ დაფაროს...
მეც ასე ვიხრებოდი ზუსტად იმ ასაკში, რომლესაც გარდატეხას ეძახიან ,რადგან საოცარი სისწრაფით მეზრედებოდა მკერდი და მრცხვენოდა, რადგან ყველა ზედ მიყურებდა ...
ეხლაც ისეთი სქელი თოითები მაქვს მაშინ რომ დახატე და თმაც ისე ხვეული და უკან გადაყრილი ...
მაგრამ მხრებს აღარ ვხრი და სახის ნაკვთებიც დამეხვეწა,
და ერთ პოზაშიც დიდხანს ვერ ვზივარ ,თუმცა სახის გამომეტყველება
და მწუხარებაც იგივე შემომრჩა თვალებში
რადგან ,ბიძია პიკასო ძნელია გეომეტრიულად დაჩეხილი ნაწილებისგან ისეთი სამყაროს
აწყობა, რომელსაც ამ ადამიანებს მარტივად აჩვენებ და აცხოვრებ...
რადგან ბიძია პიკასო, უმარტივესი ხაზების გავლებით აღარ აპირებენ ესენი ახალი პორტრეტების დახატვას...
და ისევ დადის შენი ქალაქელი ქალი ჭრელი წინდებით და ჩვეულებრივი ბატური გამომეტყველებით ამრავლებს ნაყოფებს,
და მერე ამ ყველაფრის ახსნა რთულდება...
გამარჯობა ბიძია პიკასო!
მე დღეს კიდევ ერთხელ შეგხვდი შენ და
გამახსენდა როგორ ვპოზირებდი და როგორ მთხოვდი გახდას ,მაგრამ მე მხრებში ვიხრებოდი
როგორც იმ ასაკში, რასაც გარდატეხას ეძახიან...
რადგან, მაშინაც ვფიქრობდი გაშიშვლება დღისით უზრდელობაა,
ასე დაადგინეს წერტილებმა ...
და თუ მათ დიაგნოზში ოდნავ მაინც ეჭვს შეიტან  ან საპირისპიროს გააკეთებ,
წერტილები შეერთდებიან და  მერე ხაზებს გადაგისმევენ ...
და მე დღეს უკვე ვპოზირებდი  ჩემს წინ და
ვფიქრობდი რა უფრო უკეთესი იყო, სურათში დარჩენა თუ გამოსვლა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები