ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე_თამუნა
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2009


მე_თამუნა მე ყოველთვის არ ვარ თამუნა, ხანდახან საკუთარი თავიდანაც გავრბივარ.... შტრიხები... ხაზები.. ფერები ავტოპორტრეტისათვის კიდეებგარღვეულ ჩარჩოში...

 

    ეს ეძღვნება ყველას, ვინც ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში იყო, ვინც აქ  თავის თავს იპოვის      და მათ, ვინც თავისი არსებობით დამეხმარა, დამეწერა... სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი ამის დადებას, მაგრამ ახლა კითხულობთ, იმიტომ რომ სწორედ მათ ეძღვნებათ, ადამიანებს_ მარგალიტებს ჩემს ცხოვრებაში....


          თამუნამ იცის, რომ არ არსებობს იდეალურიქალი და კაცი, მაგრამ სჯერა, რომ არსებობს მათი სულების იდეალური ერთობა,  რომელსაც კაცობრიობამ დაარქვა სიყვარული.
  სულის თავისუფლება სიყვარულია
            სულის თავისუფლება სიყვარულია
                            სულის თავისუფლება სიყვარულია
  სული სულია, ის რმერთმ აჩადო ყოველ აადმიანში და იმისთვის, რომ ადამნიანი თავისუფალი იყოს, სულს სიყვარულის უნარი მიანიჭა. ეს ის სიყვარულია, მორჩილებაშიც რომ უდიდეს თავისუფლებას მოგარგუნებს, რაც ძირითადად ქალების ხვედრია. ეს ღვთიური სიყვარულია, რომელიც იშვითია, უსათუტესია და ამავე დროს უმტკიცესია თავის არსებობაში. რთულია ამის ახსნა, უნდა განიცადო, რომ მიხვდე დ აირწმუნაო...
 
  თამუნაცხოვრობს ქალაქში, მოდიდო ქალაქში თბილისში...
 
  მოხუცს გული წყდება, რომ ჩვენი ავტობუსი რუსთაველზე არ მიდის.  შემეცოდა. წყლიანი თვალები აქვს და ძალიან კეთილი. ჩემს ქალაქში საპროტესტო აქციებია. ჩვენი ავტობუსის წინ ხალხი მიდის, ამიტომ ავტობუსი ნელა მოძრაობს. მგზავრები წუხს. მ ეკი ფანჯარასთან ვზივარ და ფეხით მოსიარულე პროტესტანტებს ვხედავ. არანაირი ემოცია, უფრო სწორად _ განულებული. საყვირით იძახიან " მივცეთ საპროტესტო სიგნალები, მივცეთ საპროტესტო სიგნალები!"ჩვენი მძღოლი საპროტესტო ცხრასართულიან გინებას უგზავნის. გაჩერებაზე შეღონებული ხალხი ელოდება ავტობუსს. როგორც იქნა ფილარმონიასთან უხვევს და უკვე სწრაფად მივდივართ. მალე სახლამდც მივაღწევ...
                                                                                                  25. 05
დღეს უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი, ვიგრძენი, როგორ მომენატრა ჩაის ყვავილის სურნელი. ის სუფთა, ტყიური  სუნი.
  ვაკვირდები, ხშირად ვიქმნი სიტუაციას, რომ მაგვიანდება. ანუ, ადრე თუ ვარ გასასვლელი, ოდნავ გვიან ან ზუსტად დროზე გავდივარ, მერე დავდივარ ძალიან სწრაფად, წამდაუხარჯავად ვანაწილებ დროს და მაინც ზუსტად, დროულად მივდივარ მისასვლელეთან. მეტროში შევდივარ, ბავშვები მომვარდნენ _ ბარსელონა თუ მანჩესტერი? _ბარსელონა, ვამბობ მე და რაღაცა მაგონდება. უფრო სწორად, რომ მომაგონდა, ი9მიტომ ვთქვი. თან მეღიმება... საათს ვუყურებ, ვატყობ ვაგვიანებ, მაგრამ იმედს ბოლო წუთამდე არ ვკარგავ. გვირაბიდან  გავედიტ, ერთი სადგურიც და, მივალ. გააჩნია, როგორ ივლის "მარშუტკა" რომელსაც დიდუბეში უნდა დავხვდე და საბუთები უნდა მომცეს, რომელიც აუცილებლად ერთ მნიშვნელოვან ადგილზე უნდა მივიტანო. საათს ვუყურებ, გვიანია, ძალიან მეშინია, ალბათ ისევ ვაგზალზე მომიწევს ასვლა. ჯერ ვნახოთ, მაინც. როგორც იქნა გადასასვლელს მივაღწიე, წითელი ანთია ფეხით მოსიარულეებისათვის. ერთი, ორი, სამი ვითვლი რატომღაც მერომელიღAცე ინსტიქტის მიხედვით და გაფაციცებით ვუყურებ მომავალ ტრანსპორტს. მწვანე აინთო, გადავედი. ზუსტად იმ მანქანას გადავურბინე, რომელსაც ველოდი. მოვასწარი. საბუთებს ართმევ, გაღიმებულ მადლობას ვეუბნები და ტაქსიში ვჯდები.. უუუუფ, ხო მეკუთნის დასვენება.... სახლში მივდივარ. და ალკბათ, ფეხბურთის ფანებმა იცით, რომ  იმ დღეს ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
                                                                                                        27.05
 
  თამუნა გოგოა ერთი, რომელსაც უყვარს სიტბო და წვიმა, მზე, გაზაფხული და, მერამდენედ შეიძლება ამის გამეორება _ იასამანი...
თამუნა მოწყენილია, თამუნა მხიარულია, თამუნა მზეა და ცოტა ღრუბელიც...  ჩვეული ამინდი გაზაფხულის მიწურულს...
  თამუნა ქალია, და ცოტა სევდიანი, დარდიანი, გულუბრყვილო. თამუნა საქმიანიცაა, ბევრს კითხულობს (თვალებიც მაგიტომ ტკივა), სწავლობს და მუსაობს.
რატომ საუბრობო მესამე პირში?
გულახდილობის ფორმაა ასეთიო. არის პასუხი ედა უხდება ასე
თამუნა მორცხვია, და თუ ოდესმე ვინმეს სიყვარულში გამოუტყდა, ეტყვის ასე _ თამუნას უყვარხარ....
 

ისევ ავტობუსში, ისევ სახლისკენ. ამჯერად ცსაჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვედი, ალექსანდროვის ბაღით სანაპიროზე ჩავედი და ავტობუსში ავედი. თვალები მტკივა. დღეს კვირაა, მაგრამ ამინც ვერ ვისვენებ. ახლა სახლამდე უნდა ჩავკეტო ტვინის ათვისებითი ფუნქცია და ცოტა დავისვენო.
  არ მახსოვს გვერდით როდის მომიჯდა, უბრალოდ მიკვირს, იმიტომ რომ უამრავი თავისუფალი ადგილია ავტობუსში. დაჟინებით მაკვირდება გვერდიდან, მაგრამ მე, ასე ვთქვათ
ფეხებზე ვიკიდებ და ფანჯარაში ვიხედები. ბარათაშვილის ხიდზე გადავდივართ. უნებურად მის სამგზავრო ბილეთს ვუყურებ, ჩვენს შორის ათ თეთრიანი განსხვავებაა, მისი _ სოციალური, ჩემი _ სტუდენტური. ვხვდები, რომ რაღაც სნობისტური იღვიძებს, მაგრამ უფლებას არ ვაძლევ თვალებს დაათვალიეროს, ამიტომ ისევ ფანჯარაში ვიხედები.
  ბავშვი რუსულად ლაპარაკობს... ამას ეცინება. მე რუსული არ ვიცი (ან თავს ვაჩვენებ ასე), ამიტომ რეაქცია არ მაქვს. მერე ამ ბავშვმა რაღაც ქართულად თქვა. ეს ეკითხება, ქართული იციო? კი და რუსულიც და მეტი არაო. ვააო, უკვირს ამას. მე მობილური მიჭირავს ხელში და მესიჯს ვწერ. ეს ღიზიანდება. თითონაც იღებს თავის ვარდისფერ ( აბა როგორ არ გამეცინოს) მოტოროლა L6-სს და სავარაუდოდ სადღაც რეკავს. ოღონდა რაღაც ძალიან დიდიხანს აქვს ყურთან, მეეჭვება მართლა რეკავდეს. დაბნეულობა, თუ რაღAც ამგვარი მის საქციელში. რომც ამეკიდოს, ზუსტად ვიცი, ბოლომდე ვერ წამომყვება, ძალიან შორს მივდივარ და ნები8სყოფა არ ეყოფა.
იმ ბავშვს ეკითხება შეყვარებულზე და რათქმა უნდა, იცინის, ოღონდ იმ ბავშვის დედასთAნ ერთად. თან არიგებს, მოუფრთხილდი იმ გოგოსო. ჩემს გულს ვერ მოიგებს ნამდვილად, ზედმეტად მეფამილარულება ეგ სიტყვები.
  ის ბავშვი ამას ეჭორავება, რომ გაიზრდება მფრინავი უნდა გამოვიდეს, ამასეაც ეგ უნდოდა თურმე პატარაობისას. რატომ უ7ნდა ყველა ბავშვს ფრენა? კითხულობს და ვხვდებაი, ეს კითხვა ნაწილობრივ ჩემთვისაცაა. უემოციდო ვიხედები ფანჯარაში. თუმცა მეცინება გულში, ამგრამ ახლა ხმა რომ ამოვირო, დავიღუპები. მერე ერთ პატარა ოჯახს დავემსგავსებით და... რაც მთავარია თითონ ერთობა, და მგონი, სულაც გადავავიწყდი.
  რა გქვიაო, ეკითხება. ე-დუ-არ-დი. _ დამარცვლით და მტკიცედ პასუხობს ბავშვი. _დედამ ეს სახელი ამოირჩია და დამარქვაო. თან ისეთი თავდაჯერებულია, ეტყობა, იცის მისი დიდი სეხნიის ამბავი. ვაჰ, ლონდონიც ცოდნია, იქ უნდა გაფრენა.
  ჩემს გაჩერებამდე ერთით ადრე ჩავიდა ის ბავშვი ად მისი მშობლები. ქვემოდან ხელს უქნეცდა ამას და პირდებოდა, ისევ შევხვდებიტო.
  _კარგია ბავშვია, ღმერთმა გაზარდოს, რა ცოცხალია. _ ამბობს მოხუცი ჩვენს წინა სკამიდან.
  _მაგარი. ფანტასტიური ბავშვია. ეგეთი აზროვნება 26 წლის ბიწებს არა აქვთ. ხო ასეა? ხო არა აქვთ? _ მეკითხება მე და ლამის ნიკაპზე წამავლოს ხელი და თავისკენ მიმახედოს. აღიზიანებს ჩემი გულგრილობა.
  _გამატარეთ. არ ვიცნობ 26 წლის ბიწებს.
  _ კაი ოცისას ხო იცნობ?
  _გამატარეთ.
  _კარგი, ოღონდ შენ არ იჩხუბო. _ღმერთო, რა სიბრძნედ იღვრება...
  _არა ვარ მოჩხუბარი მე._ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მოხუცის მერიდება. _ შემეშვი ერთი, მინდა ვტქვა, მაგრამ ჩემს ინ კარი იღება და აღარაა საჭირო, ჩავდივარ. ქუჩას გადავჭრი და სახლში ვარ. მაღაზიაში უნდა გავიარო, ხაჭოს ვყიდულობ, მარწყვით.
                                                                                                            31.05
  თან\მუნა რთულია და უჩნდება კითხვები კითხვა-ძახილის ნიშნით?!
  მას უნდა რომ ყოველ წუთს, ყოველთვის ეჭვშეუტანლად ახსოვდეს, რომ მასზე ფიქრობ, რომ... რომ გიყვარს. ამაში თუ დარწმუნებული არ არის, უთხარი, როგორღა გადადგას თუნდაც ერთი ნაბიჯი, როგორ შეძლოს მოზრაობა, არად გაჩერება სიკვდილის ტოლფასია. როგორ?! უთხარი.
  თამუნა წერსმანამ, სანამ შეუყვარდები, თორემ როცა ერთმანეთი გეყვარებათ, მერე ვეღარ გაანძრევს ხელს და ერთ სიტყვასაც ვეღარ დაწერს. მერე მხოლოდ იტყვის _ თამუნას უყვარხარ! სიყვარულს სხვა სიტყვები არ სჭირდება, სიყვარული თითონაა ერთადერთი სიტყვა, რომელიც თავის თავში გულისხმობს ყველაფრეს, შენც და თამუნასაც.
  თამუან წერს, თამუნა ფიქრობს, თამუნა არის... ესეც ხომ \მისი სიხარულია. არსებობის სიხარული.
  ასე მგონია, ამ ეპოქის და სივრცის გარეთ ვცხოვრობ, როცა სამყარო სიყვარულს ზეიმობს, მე მარტო ვარ და ვფიქრობ,რომ ადამიანებს გული ვატკინე, უნებურად, თუმცა_ მაინც. რადგან ამქვეყნად აბსოლიტურად შეცნობადი აარფერია, ამდენად ადამიანებს ყველაფერზე სხვადასხვა წარმოდგენა წარმოდგენა აქვს, რამეთუ სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა თვალებიდან უყურებენ.მითხარით, ამ ქაოსში როგორღა ვიპოო საკუთარი თავი, და როგორღა გიპოვო შენ. ასე მგონია, მხოლოდ ჩვენ ორნი, ე და შენ დავრჩით ამ სამყაროში, ჯერ რომ ერთმანეთი არ გვიპოვია. გაზაფხულია, მაგრამ მე არ ვყვავი.
  გული ძგერს! გული გული ძგერს! მესმის ავტორის წაკითხული, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში მოვისმინე და ვგრძნობამას, ჩვენ, ყველა მივილტვით აღმოვაჩინოთ რაღაც ახალი სასწაული და ვიხაროთ საკუთარი აღმოჩენიი სასწაულით. ამ იმედით და ამ სასწაულისმიზიდულო9ბის ძალით გავეთავხედე სიტ ყვას და ქაღალდს და ძალა დიდია, რომ ალბათ კიდევ და კიდევ გავეთავხედები.

  არ მინდა სიტყვებს ფერები შევუხამო, ამლე გახუნდება. გრძნობებს ხომ _ ასერტოდ. ვეძებ სახელს, რომ დავარქვა ტკივილს და თუ შევძლებ და ვიპოვი, იქნებ ადვილად მოვერიო. იცი ყოველთვის არ  შეგიძლია თვალი გაახილო და შეხედო ცხოვრებას. მაგრამ მასში ბევრი რამე ხდება ჩემზე და შენზე ბრწყინვალე და განსხვავებული და საინტერესო. ბევრი რამ სხივია მასში ლამაზი და მე ბედნიერი თუ ვერ ვიქნები, ეს შემაძლებინებს, ვიცოცხლო. მანამ ემოციას გამოვხატავ თვცოცხლობთ და სანამ გვჯერა სიყვარულის, მანამ ვხედავთ მას , თუნდაც ჩვენ არ ვიყოთ შეყვარებულები.
  მინდა ამდენი კითხვიტ და წერიტ, ამდენი ღამისთევით თვალებში შემოჩენილი დაღლა სევდად ვაქციო და უძილობას ვუწოდო ფიქრი, ან ოცნება. არადა, ახლა უშენობამ, რასც ნამდვილად ვარქმევ მარტოობას, ითოვა ჩემში და ადმაბერა, დამაჭაღარავა ტკივილის ატანამ, ტკივილის თეთმა უემოციო ფერმა...

უბრალოდ, როცა ვინმე შემ,იყვარდება, ვიცი, ისე ძალიან მეყვარება, რომ მხოლოდ მას ვთხოვ მიმაცილოს სიკვდილამდე წუწუნით ასე _ "შენ არაერთხელ მიგიცილებივარ სახლამდე, რა მოხდეება ახლაც რომ გამაცილო?!" ქალს, გარდაცვალებისა, აუცილებლად უნდა ედგეს გვერდიტ მამაკაცი, რომ მისი გულის ფეთქვა და მისი თვალეფი უკანასკნელი იყოს, რასაც იგრძნობს და დაინახავს. სიკვდილიც ისეთივე ერთიანობაა, როგორც ცხოვრება სიყვარულიტ, და რა ბედნიერება იქნება სიყვარულით სიკვდილი...
                                                                                            1.06
  ისევ, უნივერსიტეტიდან სახლისკენ. "ვაკის პარკთან" მუსიკოსსების შადრევანში ნცისარტყელა ჩანს, ისეთი ლამაზია საცქერლად ვჩერდები. ბანკის თანამშრომლები გაკვირვებულებიმიცქერენ. მიწისქვეშაში ჩავდივარ და მეორე მხარეს გაჩერებაზე ამოვყვინთავ. ხელში "ცხელი შოკოლადის" 46-ე თებერვლკის თვის ნომერი მიჭირავს. გარეკანზე ამჟამინდელი პრეზიდენტის ფოტოა საკმაოდ ინტელექტუალურ გარემოში. ჟურნალის ლიტერატურულ ჩანართში ბორხესის სტატიაა ედგარ ალან პოს შემოქმედების შესახებ.
  ერთი ქართველი პოეტისგან რამდენიმე დღის წინ მოვისმინე , რომ პო მისი მეფეა.
  სტატია საინტერესოა. ჩემი ავტობუსის ლოდინში კითხვას ვიწყებ. ავტობუსი არ ჩანს. ახლა ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს სანობელე ლექციას ვკითხულობ. სტატია ქვია "პარადოქსების ტყეში"ერთი სვეტი წავიკითხე და ავტობუსიც მოვიდა, ინსტიქტურად საათს ვუყურებ და ვაფიქსირებ, რომ 15 წუთია ველოდები. ( ჩემგან ერთგული შეყვარებული გამოვა::)  ). ჰო, მოკლედ  ვჯდები და განვაგრძობ კითხვას. ერთი პასაჟი რამდენჯერმე წავიკითხე: "როგორ შეიძლება ერთი მხრივ ისე მოიქცე, თითქოს ლიტერატურაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოში არაფერი იყოს, მეორე მხრივ კი  მხოლოდ იმ ხალხს ხედავდე, შიმშილს რომ ებრძვის ად ყველაზე ღირებულ რამედ თვის ბოლოს აღებულ ჯამაგირს თვლის? აქ მწერალი ახალ პარადოქსს ეჯახება: იმ დროს როცა მათთვის სურდა ეწერა, ვისაც შიმშილით კუჭი უხმება, აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ისინი თუ ამჩნევენ მის არსებობას, ვინც კარგად დანაყრებულია." სტიგ დაგერმანი. დანარჩენი_ სტატიაში ლაპარაკია ავტორის ცხოვრების ბიოგრაფიულ მომენტებზე. მართლა საინტერესო სტატიაა, ამ ხმაურიანი გარემოდან ნობელის პრემიით დაჯილდოებისა ცერემონიალზე გადამისროლა ბრეტანში. ვულოცავ ავტორს.
  ვფიქრობ, ხელოვან ადამიანებს, ცხოვრებაც კი განსაკუთრებული აქვთ.

  ვფიქრობ, რომ ქაღალდი და საწერი საშუალება კაცობრიობის უდიდესი გამოგონებაა. მე სუფთა ქაღალდი საშუალებას მაძლევს "გადავძვრე" სხვა სამყაროში და თავი გავარიდო ამ ფურცლის სიტეთრით ხაზგასმულ უფერულ მოწყენილობას. და ბედნიერი ვარ, როცა ვპოულობ წიგნებს, რომლის ფურცელბიც ასეთ სარკმელებსს მიჭრიან ამ სამყაროში. ალბათ მიტომ გამოიგონეს თავის დროზე წერა....  მე კი ყოველთვის ქაღალდზე ვიწყებ წერას.

მე კიდევ ვფიქრობ, რომ ამ 21-ე საუკუნემ ბევრი, ბევრი რამ მოუტანა ადამიანებს პროგრესისი სახით, მაგრამ დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი _ ინტიმი ადამიანების ურთიერთობაში. დღეს მეტი ნაცნობი შეიძლება ვირტუალურ სივრცეში გყავდეს, ვიდრე პირადად იცნობდე მათ. მ ეკი მაწუხებს თვალები, რომელშიც მინდა ჩავხედო სხვებსაც და მათ ვერ ვპოულობ.
 
  ხომ მომ,ყვებით? ისევ ავტობუსში ვარ. ჟურნალის 54-55 გვერდზე ერთი ფოტოა დაბეჭდილი. ფოტო _ წეროვანის ლტოლვილთა სახლებით. ვგრძნობ გული მეკუმშება. ფოტოზე წითელსახურავიანი თეთრი კოტეჯები მოსჩანს სანახევროდამდნარი ჭუჭყიანი თოვლით დასერი მთების ფონზე. უბრალოდ საშინელებაა, სკებივით ჩAლაგებული, წითელსახურავიანი უსახლკარობის დასტური.
  _ეს რა არის?_მეკითხები ჩემს გვერდით მჯდომი ქალი.
  _ომის შედეგი. ომი.
  და მაგონდება, რომ ომმა ჩაიარა. მაგონდება ბაბუა, რომელიც საავადმყოფოში გვეწვა, მაგონდება ჩემი ძმა, რომელიც 8 აგვისტოს ჩამოვიდა სვანეთიდან. მაგონდება ჩემი ძმის ძმაკაცი, რომელიც მასთან ერთად იყო სვანეთში და მამა გარდაეცვალა მაშინ "ც ჰეპატიტით", მაგონდება ჩემი სდაქალი და მისი შეყვერებული, რომელიც ომში იყო და არავინ იცოდა ცოცხალი თუ მკვდარი, რომლის დანაყოფშიც კიდევ ერთი ნაცნობი მყავდა და კიდევ ერთი სხვაც...მაგონდება შვიდი ღამე, რომელიც ლოცვაშოი გავაატრე და მაგონდება 18 აგვისტოს საშინელება. შავები მაცვია და ძალიან მცხელა. ოღონდ ახლა, მაშინ ამას ვერც კი ვგრძნობდი. თითქმის მოვედი. ერთი გაჩერებაც და სახლში ვარ.

  დღეს ერთი "ურაკელი" გავიცანი, ძალიან კარგი დადმაინია, ოღონდ სხვა განზომილებაშია _
პლანეტა მერკურიდან მწერს. შუტკჯააო ეს.
  ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძალაინ ჭკვიანია და ძალაინ ენატრება საქართველო. არცც სახელი ვიცი მისი, არც ასაკი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ვიფიქრო მასზე. მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ისე ამიღწერა და ისე დამიხატა, ლაის პირდაპირ აეროპორტში გავვარდი:)) ძალაინ საინტერესო ადამიანი ჩანს გავაგრძელებ ალბათ მასთან ურიერთობას. ერთ საკითხზე საუბრისას აღმოვაჩინე რომ ორივეს ძAლიან გვიყვარს საჯარო ბიბლიოთეკა. გამიხარდა:) ყველაფერი კარგი მას:) მიჭირსო აქ, შემეცოდა ძალიან, მაგრამ ხომ არ ვეტყოდი. :(
  ვფიქრობ, ცხოვრება ხანდახან მეტად დუნედ მიედინება იმის გასრკვევად, რომ მივხვდე რას ნიშნავს წინააღმდეგოაბა. ხანდახან კი მეტად სწრაფია და სულის მოთქმის ასშუალებასაც არ გიტოვებს წინააღმდეგობებს შორის.
  ჰო, მართლა, ამ დილით რადიოში მოვუსმინე, რომ ვინმე ჯონ კალიფორნიამ დაწერა ახალი ც" თამააში ჭვავის ყანაში", სადაც კოლფილდი უკვე სამოცს გადაცილებული ბებერია და მოხუცთა თავშესაფრიდან გარბის. წიგნი არ წამიკითხავს და არც ის ვიცი როდის წავიკითხავ, მაგრამ ვფიქრობ, სისულელეა. ჰოლდენ კოლფილდისნაირი ხალხი არ ბერდება, უბრალოდ ვერ ასწრებს ამას.
  მდგომარეობა, სახელად მდუმარება, მალე დადგება. ფანჯარაში ღამე იწყებს გადმოღვრას.
  "დღე კარგი იყო, დაე დარამდეს."
  მე კი საქმეები მაქვს....
                                                                                                    3.06

 
    თამუნა ქალია და არასოდეს ავიწყდება ეს, უფრო სწორად არასდროს ივიწყებს, ძAლიან რომ არ დაემსგავსოს საპირისპირო სქესს უხეშობაში. თამუნა არასდროს შემოგთავაზებს რამეს, არასდროს, რადგან ევას მაცდურობ არა დასწამო, ეს ისედაც არის მასში, უბრალოდ შენს მოდგმა სჩვევია ასე. შენ მაცდურს მარქმევ არსებას, რომელიც ხშირად საკუთარ თავს განდობს და სიცოცხლეს გწირავს.
 
  საერთოდ, იმედგაცრუების ძალაინ მეშინია, ამიტომ შენთან დაკავშირებით არანაირი იმედი არ მაქვს. და საერთოდ, მეცოდება ყველა ადმიანი, ვისაც ადამიანის იმედი აქვს და არ ღმერთის.

  ისევ უნივერსიტეტიდან გამოვედი. ამჯერად "მარშუტკაში" ვჯდები და სახლისკენ, ისევ. აგრილდა დ აგაწვიმებას აპირებს. ქუჩას გავყურებ და მაგონდება, რომ ძალიან მომწონს სველი ასფალტის ფერი და მინდა ამფერის მანქანა მყავდეს. მეღიმება.. წვეთები უკვე ირიბად ასკდება ფანჯრებს....
  უკეთესის იმედი მქონდა, არად ა17კაციან მარშუტკაში 30 კაცი ამოეჭედა.ერთი მგზავრი მიუთითებს მძღოლს, რომ ეს ავტობუსი არაა და თავისი ფორმა უნდა ქონდეს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დარჩება უმუშევარი და მერე იხვდება ამას. მძღოლი ამბობს, რომ ამის გარდა კიდევ ორი მნქანა ყავს და თითონ რაფერი გაუჭირდება, ჩვენ რა გვეშველება მერე, რით ვივლით.. ნერვებს მიშლის ამ კაცის თავდაჯერებულობა და თავხუდური ტონი. არც მე ვაპირებ "მერე" და სულ ამ "მარშუტკით" სიარულს.
  წვიმა მალე შეწყდა. ცოტა ადრე ჩამოვედი, ფეხიტ მი9ნდა გავლა. მიყვარს ეს მიწის სუნი, წვიმით ნაბანი ჰაერის ოხშივარი. მაგრამ ისევ მეცემა წვეთებიც და მზეც აბნათებს თAნ. ორი სასწაული და საკმარისი მიზეზი  და საფუძველი ღიმილისთვის... თბი8ლა სულში.
 
  ოთხი დაიწყო, ღამის. ერთ ისტორიულ რომანს ვკითხულობდი, ვამთავრებ კითხვას თითქმის. 1825 წლის რუსეთი რევოლუციაზეა. ბოლო ნაწილმ ძალიან დამაინტერესა, დღეს 150 გვერდამდე წავიკითხე და აჰა, დვამთავრე კიდეც. გაზქურაზე ერთი ცაიდანი ადუღებული წყალი მიდგას და შიგადაშიგ ყავას  ჩაის ვუნაცვლებ. რამდენჯერმე შევათბე ოღონდ...
  გული მწყდება, რომ დროს ვერ ვპოულობ გავისეირნო, საყვარელი ადგილბი მოვინახულო, ჩავიდე ანჩისხატში, ეზოში ვაშლის ხის ქვეშ, უზარმაზარი ხის მორის მაგიდასთან დავჯდე და თუნდაც ნახევარი საათი ვიყო ასე. მაგრამ, მოვრჩები ამ კურსის გამოცდებს და რამდენიმე დღე მოვინახულებ ნაცნობ ქუჩებს და ბაღებს. ხანდახან მიკვირს,  ჩვენ, ადამიანები როგორ ვიბრძვით ხოლმე ბედნიერებისთვის, რადა, რა პატარა რამეს შეუძლია მოგვანიჭოსა ბედნიერება და სიხარული:)

  დღეს მას, ჩემს მერკურელ მეგობარს ლოცვა გავუგზავნე ინტერნეტით, სამშობლოს მონატრებისას სათქმელი და ცოტა ვნერვიულობ, არ ვიცი, როგორ გამიგებს და როგორ მიიღებს, არ ვიცი არის თუ არა მართლმადიდებელი. არადა, რომ მითხრა მიჭირსო შორსო, გული მეტკინა...

  ოთხის ნახევარია, ხუთი ივნისის დილის, ჯერ გაუთენებლის. როცა ამას წაიკითხავთ, ალბათ დეტალებში ვერ გაიხსენებთ ამ ჩემთვის ყავის არომატიან ღამეს, მაგრამ ახლ აწვრილად წვიმს. გამჭვირვალე ბადედ ეხვევა  მომშვიდებულ ქალაქს წვიმა _ რომელსაც ქართულ ენაში "აქვს სახელი ცხრა".  დასაძინებად მივდივარ...
                                                                                                5.06

  მხოლოდ მაშინ ვფხიზლდები საბოლოოდ, ოცა ყვავილების და თაფლის შეზავებულ სუნს ვგრძნობ. დღეს სულთმოფენობაა და გადათაიგულებულია ტაძარი. ულამაზესია...
 
  ნამდვილი ქალის ცხოვრებასი ყოველთვის არის ადამიანი, ვინც მზრუნველობის ობიექტად იქცევა ხოლმე. დროდადრო გამოჩნდება მათ შორის ისეთებიც, ვინც ამა სიმსახურებს. ქალის ყურადღება, გულისხმიერება, თანაგრძნობა და ზრუნვა ის უნაზესი ძაფებია, რომელსაც მხოლოდ ღირსეულები აფსებენ. ამით ხდება ქალი უნაზესი მეგობარი, რომელსაც სულის სიმებსაც ადვილად ანდობ. ნაზი და მიუწვდომელი ქალი ძალიან გავს ღვინის და შეიძლება, ვისკის არომატს.
  ჩემი მერკურელი ხომ გახსოვთ? მართლმადიდებელი ყოფილა. როგორ, როგორ გამიხარდა. მიხარია, მიხარია.. საერთოდ ყველაფეი მხარია... გავგიჟდი... :))
 
  უკვე რამდენი სააღმოა წვიმს. ღრუბლებით უცებ აიმღვრევა ცა, გადაქუფრდება, გადანათდება ერტი ბოლოდან მეორესკენ და უცებ დაუშვებს ნუშისხელა წვეთებს. ახლაც უცაბედად გაწვიმდა, აივანზე ვიდექი და წამებში დავემსგავსე ბეღურას, ქარმა შემომიარა და თმები ამიბურდა. უკანიდან გადმომაყარა შუბლზე, ზუსტად ისე, როგორც ქარში ჩიტებს. გამახსენდა, დაბადებისდღეზე დაქალმა ჩიტების ფორმის საყურე მაჩექა _გგავსო. ლამის მართლა გადავფრინდე. წვიმამ ახიკა ქუჩიდან ხალხი, პარკშიც აღარავინ ჩანს,  და მაინც სად გაქრნენ ასე...

  მე მგონი, მამაკაცი ქალისთვის ქოლგა უნდა იყოს, რომელსავ შეეფარება ქალი. და კიდევ ბევრი რამეც...

  დღეს სულთმოფენობაა, სულიწმინდის მადლIტთ და ქრისტესმიერი დაუსაზღვრავი, დაუტევნელი სიყვარულით ეკლესიის დარსების დღე.. ნურასოდეს დაგვეკარგოს სულიწმინდის მადლი. გისურვებთ და ვუსურვებ მესაც.
                                                                                                            7.06
 
    ოდესმე,  ჩემი სხივი, ისე, როგორც მზისა, აიუცილებლად მოაღწევს შენამდე, რომ გაგინათოს, რომ გაგათბოს და მიხვდები, როგორი სიყვარული იცის სულიერმა_ წოდებით ქალი.
 
  ქალები თავგანწირვას დებენ სიყვარულში, მამაკაცები კი თავდადება სავლენენ. მუდამ, ყოველი დაშრება მტკივნეული იყო ქალისთვის, რემეთუ იგი ყოველთვის საკუთარი თავით იიხდიდა ურთიერთობისას.

  ჩემს ცხოვრებაში თენდება დილა, როცა განწყობა ძალიან მიგავს გაზაფხულს. მაშინ ვიქცევი სურვილებად _ ვიმღერო, მოვიხეტიალო დედამიწის ულამაზესი ადგილები, დავხატო ყვლაზე თბილი ფერებით პეიზაჟები და პორტრეტები, დავწრეო ყველაზე გიჟური სიყვარულის შესახებ და ასეთი დილით უბრალოდ ღრმად ვეფლობი ბალიშში, ვხუჭავ თვალებს და ვიკრებ ყველა ჰანგს, მერე გაფიქრებაც საკმარისია ასამღერებლად. ასე ვმოგზაურობ ყველა ქალაქში სადც შეიძლება შენ წაგაწყდე, რომლის შესახებაც ოდესმე მსმენია, ვიღებ პალიტრას, ფუნჯს და თეთრ ტილოზე ვალაგებ ფერებს... და ვთბები...

  გუშინ მზე რომ ჩავიდა, ღრუბლები წითლად დაეკიდნენ ცას და მე ისინი შენთვის მოვკრიფე კოწახურებად.. ხომ გიყვარს? ოდნავი სიმლაშე და ნაადრევიი გრძნობების სიფრთხილის არომატი...
  წუხელ შენზე ვფიქრობდი და ჩემი ფიქრები, სურვილებით და კოცნით გახშირებული შენსკენ გამვუშვი. არ მოსულა? ალბათ, მთვარეს გამოედო ყუნწით და ვერ მოაღწია...
  სამყაროს დილა, რომელიც ჩემი ოთახის ფანჯარამ მოსჭრა ცასა და დედამიწაზე, ოდნავ ღრუბლიანია და ბობოქარი, ხმაურიანი და საქმიანი. ადგომის დროა _ დილა მშვიდობისა!
  ერთი ფინჯანი ყავა, პირველი მოქმედება ლოცვის შემდეგ და მზადება სახლიდან გასავლელად.

  აჰ, ასეთ დილას თუ ვწერ? კი, როგორ არა, მართალია დიდებულს _ არაფერს, მაგრამ ეს ძალაა, რადგან ასე ვგრძნობ უფალს ჩემში; რადგან ასე უფრო ახლოს ვარ შენთან...

 

    მე დავბრუნდი.....:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები