ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოლტერგეისტი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2008


შესანდობარი ბებიას

.....ანთილ სანთელივით, ხელში ჩამადენი,
ლოცვით მიგაბარე მიწას, ხორცით მშივანს,
ყელზე ჩამომაწყდი,მძივად გამებენი,
და ახლაც შენს ნაწილს მიწაში სძინავს.
ჩემი პაწაწუნა ხელისგულით,
მიწას გულისტოლა ნაჭერი მოვპარე,
და ჩემი უკვდავი მოგონების ნიშნად,
ცრემლით დანამული გულზე მოგაპარე.
აწი ვეღარ ვნახავ სრულად გარიჟრაჟებს,
თვალში მეც მომაკლდა ლამაზი ვარსკვლავი,
მთხოვდი ნუ მიტირებ ცოტას დავიძინებ,
(მე კი დაგიჯერე პატარა ვიყავი.)
ეზოს ბილიკებზე შენს კვალს ვეღარ მოვსდევ,
ამას ვერ გპარიობ მტირალს გამეპარე,
მუდამ მამშვიდებდი გულზე ამიკრავდი,
შენ კი დამივიწყე მიწას მიებარე.
მენატრები ტკივილამდე,
                          თვალებ ჩამქრალს გეტირები,
მენატრები სირცხვილამდე
                                      უშენობას ვეზიდები.
გეტირები ყვირილამდე
                                      ცრემლებს, ცრემლით ვეპარები,
მემტკივნები ბოლო დღემდე,
                              სანამ მიწას მივბარდები
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები