ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
18 ივნისი, 2009


ზღაპარი პრინცესას რომ ეძღვნება, დევებზე და ჯადოქრებზე და ეგეთ ვიღაც-რაღაცეებზე(გაგრძელება)

                                                    მესამე სერია
    აქა  ამბავი,  ჯადოქრისკენ მიმავალ გოთუკას თავს გადახდენილი ხიფათების  შესახებ.
                    ამბავი დათვთან და მერე მოლაპარაკე თევზთან შეხვედრისა.

  ჯერ იყო და ბილიკ-ბილიკ მიმავალი ერთ უღრან ტყესთან  დათვის ბელებს გადააწყდა, მორზე ჩამომჯდრები ზლუქუნით-ზლუქუნით, ცრემლებს თათებით იწმენდნენ  და  "დედა , დედას "-გაიძახოდნენ. 
-რა იყო, თქვე  ბურთო ბელებო,(უყვრდა გოთუკას პატარები) რა ტირილის საღამო მოგიწყვიათო .-გოთუკამ.
გახარებულები წამოხტნენ ბელები ;
-კეთილო ადამიანო, დედაჩვენს ტორი, ხის გადანაჭერში მოყვა , უკვე მესამე დღეა ეგრეა და უშველე, გაანთავისუფლე , არადა მოგვიკვდება დედა და აღარავინ იქნება ჩვენი პატრონიო.
-ამ ხნის განმავლობაში , რამეს თუ აჭმევდით დედათქვენსო-იკითხა გოთუკამ.
-აბა ჩვენ პატარები ვართ , რა უნდა გვეჭმია? ცოტაოდენ კენკრას ვუკრეფავდით და იმას ვაჭმევდითო, მაგრამ ჩვენი დედა ღონიერია და მაინც მხნედ არის , რასაც ეტყვი გასანთავისუფლებლად ყყელაფერს გააკეთებსო.
-ჰოო, მშიერიც ყოფილა -- თქვა  გოთუკამ და ჩაფიქრდა.  ბევრი ფიქრის შემდეგ პასუხი გასცა,  ეგეთი ზრდილსათნო კაცისგან გასაკვირი.
-თქვენა მე , შტერი ხომ არ გგონივართ, გავანთავისუფლო იმოტოლა დათვი, თან სამი დღის ნაშიმშილარი? განთავისუფლდება და ისევ მე შემჭამს, ვიცი მე ეგ ამბავი. ამიტომაც წავედი ეხლა  აქედან, ემანდ არ დაიხსნას თავი თვითონ , თან ჯანზეც კარგად  ყოფილა  და პირი ჩემით არ ჩაიტკბარუნოს , თანაც მე მგონი ,არც თქვენ იქნებით მაინცდამაინც უარზეო.
-არაო , იუარეს ბელებმა  , ჯერ სარძევე კბილებიც კი  არ მოგვიცვლია , რას ბრძანებთ კეთილო კაცო  და ისეთი ტირილი მორთეს,  ყინულის გული გქონოდა, იმასაც  გაალხობდა, არ  იყო გოთუკა  ავი და ბოროტი,  ვერ გაუძლო  ბელების ტირილს, მაშინო მე რასაც გეტყვით, ზუსტად  ეგრე გააკეთეთ და ერთად გავანთავისუფლოდ დედათქვენიო, 
-კარგითო -გახარებულმა ბელებმა , (სხვათაშორის  დათვობისა და ასაკის მიუხედავად საკმაოდ ზრდილები იყვნენ ბელები.)
-აბა , წამიძეხით  დედათქვენთან.  მივიდნენ იმ ხესთან სადაც უბედურება შემთხვეული  დედა  ტკივილისაგან  ტორის მოჭმას ცდილობდა...  დათვი  დახვდა იმხელა , კინაღამ გადაიფიქრა გოთუკამ  კეთილი საქმის ჩადენა. დათვი კიდევ  სიმწრისაგან  ისე ღმუოდა ,  100 საჟენში ცხოველის ჭაჭანება  გამქრალიყო.
-დაწყნარდი დათვო , თორემ წავედი ეხლა აქედანო,- უთხრა გოთუკამ
მოიკვნიტა დრუნჩი დათვმა და გაჩერდა ,  "აბა ერთი შენ იყო ჩემ დღეში და მერე ვნახავდი , გაჩუმება როგორ უნდაო " ეს კი გაიფიქრა , თუმცა თქმით აღარაფერი უთქვამს.
გოთუკამ კიდევ , იმ გადანაჭერში  კარგა მსხვილი პალო ჩაარჭო , მერე ზემოდან , მაგიდის თავივით რაღაც გამოჩორკნა და ის დაადგა,  აი,  იმხელა სამი ბელი, რომ  კარგა დაეტეოდა  და ბელებს  მორთან  მდგარ ხეზე აძვრომა  უბრძანა.
-ეხლა თქვენ მაგ ხეზე აძვრებით, მე კიდე ცოტა მოშორებით გავალ, რომ მანძილი გამოვთვალო როდის უნდა გადმოხტეთო,  ათამდე ,რომ დავითვლი ყველანი ერთად გადმოხტით, ოღონდ იცოდეთ ამ დაფაზე სამივე ერთად უნდა დახტეთ, თორემ არაფერი გამოვა და ეგრე დაგრჩებათ დედათქვენიო. დაიწყეს ბელებმა აძრომა. გოთუკა კი სწრაფი ნაბიჯით ბილიკისკენ გზას გაუყვა , თან ითვლის, კარგა  გვარიანად ოღონდ ხმის მიწვდენაზე,რომ დაშორდა იმ ადგილს ,  ათიო დაიძახა, ცოტახანი ყური მიუგდო და გახარებული ბელების ჭყლოპინი რომ გაიგო , აბა კარგად იყავითო გასძახა და მოცოცხა  იქიდან,თან  გულში ანდაზას იძახდა; "ფრთხილი კაცი, დათვს არ შეეჭმევინებაო."
-მერე იყო და მაგრად მოშიებული, მდინარის ნაპირს რომ მიუყვებოდა , წყლიდან ამოვარდნილი ქარიყლაპია თუ რაღაც ეგეთი (ჩემი არ იყოს და თევზის სახეობებში,  მაინცდამაინ  ვერც გოთუკა ერკვეოდა) თევზი შეეხვეწა;
- თუ ძმა ხარ , წყალში ჩამაგდე და რა სურვილსაც გინდა აგისრულებო. გაუხარდა გოთუკას , რა სურვილიც ექნებოდა ჩვენც ხომ ვიცით და ;
-გაკოჭილი  და ტომარაში  ჩასმული ჯადოქრის იქ გაჩენა    მოთხოვა.  თევზმა კიდევ;
-- ა-პა-პა მაგას ვერ ვიზამო .- მაშინ თუ მაგარი ხარ, ჩახვანჩალდი უკან  მდინარეშიო.
-ეგ რომ შემეძლოს შენ ხომ არ შეგეხვეწებოდი- უთხრა ქარიყლაპიამ,
-აბა, ეგაც თუ არ შეგიძლია , მე რაღას მასულელებ და სურვილების ასრულებას მპირდები, შე მართლა თევზო და ჩერჩეტოო. ეგ  უთხრა და  კოცონი დაანთო. ტოტისგან შამფური  გამოთალა, ის ქარიყლაპია ზედ ააგო და ნაღვერდალზე  შეწვა . მერე ისე გულიანად შეექცა , ისე უქნევდა ყბებს, ის ჩვენი ჯადოქარი, სარკეში მზირალი , ნერწყვმა კინაღამ დაახრჩო, და იმანაც სასწრაფოდ სხვა არხზე გადართო. ის ღამე კარგად გამოიძინა გოთუკამ და მეორე დრეს გამთენიას დაადგა გზას.
                                        აქ ამბავი დევთან შეხვედრისა
მიდის გოთუკა მიყვება ღიღინით მდინარეს და თან ფონს ეძებს მდინარეზე გადასასვლელს, ფონი კიდე არა ჩანს , მდინარე კიდე სულგრუხუნ გრუხუნითა და ლოდების ბზრიალ ტრიალიტ მოარღვევს იქაურობას, იმლოდებს კენწებივით ათამაშებს , მდინარეში შესვლა კი არა , უბრალოდ ფეხის შეყოფა არ მოგინდება. აი , მანდ კი წაუხდა გუნება გოთუკას, არც ფონი სჩანს და ხიდზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აუყვება აღმა , ჩამოუყვება უკან. დადის  ბოსელ დაკარგულ მოზვერივით და არის თავის მზის , მეფე მამის,  გვარის ხსნებაში, მაგრამ მაგით რომ საქმეს ვერ უშველიდა მიხვდა და გორაკზე აძვრა ,ზემოდან გადმოვიხედავ იქნებ რამე ჭკვიანური მომივიდეს თავშიო. გაიხედა იმ თავის დურბინდიდან, იქნებ სადმე, რამე მოსავლელი მაინც იყოსო, შენც არ მომიკვდე. რა მოსავლები, რის მოსავლები, სამაგიეროდ გორაკის ძირში, მეორე მხარეს ერთავიანი , ორ რქიანი  დევი დაინახა,
თანაც ახლომომტანმა ახლოს კი არადა, ცხვირწინ მოუტანა დევი და კინაღამ ის დათუთქული გული, სიშისაგან იქვე გაუსკდა. სასწრაფოდ მოიშორა დურბინდი. დევი კიდევ, წამოგორებულა მდელოზე ,კოცონი უნთია, ალი ცასა  სწვდება, იმ კოცონზე ცხრა ხარსა სწვავს , ცხრას , უკვე შემწვარს გეახლებათ, თანაც თითო ხარს,  თითო ქვევრ ღვინოს აყოლებს. უყურებს გოთუკა და შეშინებულს სული კბილით უჭირავს.აქეთ ეს გადარეული  მდინარე, იქითაც მუცელგასახეთქი დევი. დევი კიდევა ნება-ნება შეექცევა საჭმელ-სასმელს,როგორც იქნა  ხარ-ღვინოსაც მოუღო ბოლო და სიმღერის ხასიათზე დამდგარმა დაიქუხ-დაიგრუხუნა. სიმღერასაც მორჩა როგორც იქნა და კოხტად წამოკოტრიალდა მდელოზე. თავქვე დიდი ლოდი ამოიდო და ხვრინვა დაიწყო, მთებმა ბორძიკი დაიწყო.  აი ეგ ძილი დევისა კი, ძლიერ გაუხარდა გოთუკას,გახარებულზე აზრი მოუვიდა  ცხრა ევრიკა , მეათეს ითხოვდა, დაუყვა დაღმა დევისკენ და  დასაფსებ თვალებზე დურბინდი დაამაგრა. ეხლა არ მითხრათ იმ დევს იმოტოლა თავი ქონდა , თვალებიც შორი-შორ და საცრებივით ექნებოდა და იმ დურბინდს როგორ მიამაგრებდაო, როგორ და ძალიანაც კარგად, დურბინდი ხომ ჯადოსნური იყო და თვითონვე იცოდა რამხელა უნდა გამხდარიყო, რომ ყველას მორგებოდა. ჰოდა მიამაგრა და დაუწყო ლოდინი დევის გაღვიძებას. ის კიდევ ეგეთს არაფერს არ აპირებს. ძინავს მშვიდათ, აგრძელებს ხვრინვას, ხანდახან ენას გააწლაკუნებს და ეტყობა სიზმარში მორიგ ხარსაც მიირთმევს.. უყურა, უყურა და იმის გაღვიძებას საშველი რომ არ დაადგაადგა,  ყურებში ცხელ-ცხელი, კარგად გაღვივებული მუგუზალი ჩააყარა. ო.ჰო.ჰო ის წამოხტა , ყურებში ხელი იტყაპუნა, იმან იღმუვა, დათვის ღმუილი , კატის კრუტუნსა ჰგავდა, მერე ის რქიანი ერთი თავი მდინარეში ჰკრა დასაამებლად და კარგახანს აღარ ამოჰქონდა.
- ამოყო და ნეტამც არ ამოეყო. წინ გოთუკა უდგას... მთები მუხლებამდე წვდება , მხარზე კომბალი აქვს გადებული , ბოლოსკენ თვალს ვერ გაუწვდენ. შეშინდა დევი, მა რა იქნებოდა?გოთუკამ, ვითომაც არაფერი და;
"სანამ აი, ამ კომბლით ზურგი არ აგიჭრელე კისერზე შემისვი და მდინარეზე გადამიყვანე ,
ფეხის დასველება არ მინდაო. დევუკამ (აბა , რა იქნებოდა შეშინებული სწორედაც რომ დევუკა გახდა)კომბალს შეხედა ,ავად რომ გაედო ცის ტოლა მხრებზე გოთუკას და რაღას იზამდა , მიუშვირა კისერი და ისიც შეახტა. მიბლატუნობს დაღონებულ Dევუკა მდინარეში, თანაც უკვირს, ამოდონა კაცი , ეგეთი მჩატე რად არიო, შეკითხვისა კიდევ ეშინია, მაგრამ იძალა ცნობისწადილმა და ხმის კანკალით შეეკითხა;
--აააამხელა ხარ, ეემოდონა ბუმბერაზი, შენთან შედარებიტ მატლივითა ვარ და ეგეთი მჩატე რადა ხარო?
-რადა ვარ და შენნაირი ბრიყვები შემთვევით რომ არ გავჭყლიტო, ცაში უხილავი თოკებით მიჭერენო.-
-მიდი რა, სულ ცოტა ააშვებინე, რა იქნება
.მანდ კი ინატრა გოთუკამ სადგისი, მაგრამ სადა ჰქონდა ?რაღას იზამდა რაც არი არიო და კბილებით ჩააფრინდა იმის გაბანჯგვლულ და დაუბან კისერს, კბილები კი საღი ჰქონდა, ქვებს დაამტვრევდა ისეთი და ერთი შეშინებული დევუკა რაღა მოსატანი იყო ,. მორთო იმ საცოდავმა ღრიალი;
- გეყოფა შე სულძაღლო, მომწყდა კისერი რიღათი გათრიო მერეო, დაები ისევ, თორემ ჩავვარდი წყალში და დავიხრჩე თავიო. ეგ არ აწყობდა გოთუკას და საწრაფოდ შეწყვიტა დევის დაშინება და დაკბენა , გადავიდნენ იქითა ნაპირზე, გოთუკას ისე  გაუტკბა დევის კისერზე ჯდომა . იფიქრა კიდევ რამდენი მდინარე და მთა შემხვდება , ეგეთ სულელშეშინებულს  კიდევ სადღა ვიპოვნი. ჰოდა წაუტყაპუნა თავში იმ თავის კომბალით და;
- შენ როგორი მარდი და მმკვირცხლი ყოფილხარ, აბა, ბებერი ჯადოქრისკენ გაქუსლეო.
-იქ რომ მიგიყვანო, თავს დამანებებ და არაფერ ცუდს აღარ შემამთხვევო?- შეეკითხა დევი,
-თავს დაგანებებ, მარა ჯანდაბად მინდიხარ, მიდი , მიდი გაქუსლე.
ოღონდ ეს მოვიშორო თავიდან და ქვესკნელში გადავიკარგებიო გაიფიქრა შტერსაცოდავმა და ფიქრზე უსწრაფესად გაქუსლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები