ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყირამალა
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2009


უბრალოდ დასიცხული წერილი

  -მოდი მე და შენ ვილაპარაკოთ რა, რა ხანია არ გვილაპარაკია, არც ყირამალაზე დამდგარხარ და საერთოდ მგონი გამოგალენჩა ამ გამოცდებმა... ან ზედმეტად პოეტური გახდი ამ ბოლო დროს...

* * *
  მიუხედავად მშვენიერი ამინდებისა, ჩემს ოთახს მუდამ “ჟალუზებით” ვაღამებ, დღისით. ღამით ისედაც სიბნელეა, ჩემი საყვარელი ფერი-შავი (ამ ბოლოდროს)... ხო ღამღამობით იშვიათად ვხსნი ფანჯრებს, უფრო სწორად ასე დილის 5-6 საათზე. წესით ამ დროს ნორმალურ ადამიანებს სძინავთ, მაგრამ მე ხომ არანორმალური ვარ?... “არანორმალური”... ვიმეორებ ხმამაღლა და არც ვიცი რატომ მეღიმება... მერე კარგა ხანს ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენ, ეს მანამ სანამ მანქანების ხმა გადაფარავდეს დილის სიმფონიას და ვიძინებ... ჰო... ვიძინებ... ალბათ... ყოველშემთხვევაში დედა ასე ფიქრობს, მე კი დილით აბაზანიდანვე თვალებს შავ სათვალეში ვმალავ და მივდივარ...

* * *
-ბარნ, რაღაცა გული მიჩუყდება, რომ ვამთავრებთ სტუდენტობას
-შენ მგონი სიცხე გაქვს, ისე ხო თავს იკლავდი რა- დამცინის მეგობარი- შამილის ვეტყვი გასკდება სიცილით ხვალ...
-ვაჰ, მიჩუყდება და...
-შენ არ ამბობდი, ნეტა დამამთავრებინა, ატანა აღარ მაქვსო?
-ვამბობდი...
  არადა რა იცის რომ ზუსტად ეგ მომენატრება, როცა თავს არ ვიკლავდი, როცა გამუდმებით ვბუზღუნებდი ლომიძის მომაბეზრებელ საუბარზე, ვკაიფობდი ტოგოს გაოცებულ სახეზე, რაიმე გიჟური მოსაზრების დაბრეხვების მერე და ირაკლას ტოპალა თავზე...
  მგონი ბარნო მართალია, აშკარად სიცხე მაქვს... და ნიჩოს თუ დავუჯერებ, სულ სიცხიანი დავდივარ ამ დედამიწაზე...

* * *
  ბანკეტის ფოტოებს ვათვალიერებდი და... როგორ მეტკინა... “ეგოისტი ხარო”... არადა მთელი ბავშვობა თვითონ იყო ეგოისტი, თუმცა არასდროს მითქვამს. მერე რა რომ მეტკინა? მაინც გადამივლის, მერე მონატრებულზე ძალიან, ძალიან ჩავეხუტები და... უბრალოდ ვეტყვი რომ მიყვარს...
-ზოგჯერ საჭიროა დაკარგო მეგობარი რომ მისი ფასი გაიგო
-მე დავკარგე?
-ან იმან
-მოვა
-ან მიხვალ
-. . .რა მნიშვნელობა აქვს...

* * *
-გვირილები
-მომიტანე?
-თვითონ წაგიყვან გვირილებში, შენც ხომ გვირილა ხარ...
მეღიმება. . .
  ჩემში გვირილები ჩამოხმნენ... ფერი დაკარგეს და დიდი ხანია აღარ ვაგროვებ... მეგვირილე-მე გარდაიცვალა... და მაინც...
-შორია იქამდე?
-არც ისე...
-წამოვალ...

სიყვარული? – გვირილა

* * *
  ამოჩემებული ლაზური მუსიკის ფონზე ვწერ აბსურდულ ფრაზებს და ჩემი ლაზი ახლა ჩემგან ძალიან შორსაა... ხვალ ლექსით დავანგრევ ჩვენს შორის ბზარებს და... ვიღაცა გაიგებს, ვიღაცა ვერა...

ჩემი მეგზური ღამე ზურგს უკან წამომეპარა... ცოტაც და გავხსნი დარაბებს...

დე. . .

და მორიგ აბსურდულ პროზამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები