ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მორის ჯერალდი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2009


დროის წამზომი

დავიგვიანე, ახლაღა ვხვდები,
და სიყვარულიც სათებს ითვლის,
უკვე გაიყო ცხოვრების გზები,
სულ ვეღარაფერს ვერ შევცვლი თითქმის


ნეტავ მივაგნო მე იმ დიდ საათს,
რომელიც აღწერს ქვეყნად ჟამთასვლას...
ჩავაფრინდები ორივე ხელით
Dდა ხელს შევუშლი ისრის გადასვლას


თუნდაც დამეჭრას ორივ ხელები,
თუნდაც დასველდს ისრები სისხლით,
ბოლო წვეთამდე მაინც ვეცდები,
რამდენსაც შევძლებ თუნდ იმდენი ხნით


უკან გავწიო დროის ისარი,
ორი-სამი წლით გავწიო თუნდაც...
რა იქნება რომ ახდეს სიზმარი
და რომ დაბრუნდეს დრო ისევ უკან!!!.......


გავასწორებდი მე ჩემ შეცდომას,
გავასწორებდი ვიცი ყველაფერს...
ეჰ!.. ოცნებაა და მხოლოდ ბოდვა
ვეღარ ვუშველი უკვე ვერაფერს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს