ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათ
ჟანრი: პროზა
6 ივლისი, 2009


..... დავანებოთ ყველამ თავი .....

მხოლოდ ერთხელ ...  თუ ყოველდღე ... კოლოფს გადახსნი და ამოიღებ სიგარეტის ერთ ერთს ,  ცხოვრების შენს დროს !  სასიკვდილოდ გამეტებულს ! ...
რატომ იღვიძებ დილით , რისთვის იკვებები , ფიქრობ სიახლეზე ...
რატომ გიყვარს ან ზრუნავ, თუნდაც უკვე მოღალატე სიყვარულზე?  ცოცხალო ადამიანო ! ? !
იმიტომ რომ კარგი ხდება შენს თავს თუ ცუდი შენ მაინც იკუნტები , ძველებურად მაშინდელივით ემბრიონივით ...
იკუნტები და იშლები ყვავილივით თუ არადა გინდა გაიშალო იმიტომ რომ სიცოცხლე გწადია ... გახარებულმა გინდა იხარო , დადარდებულმა გინდა გაიხარო ...
სევდა მოგეძალა? მერე და ერთი გრამი რომ იყავი და დღეს ამდენს იწონი განა თავი არ გაგეზარდა? მერე იმ თავში ტვინი არა დევს? .... შეარყიე მივიწრებული ეგ ცოდვით სავსე გოგრა .... გულს რა უნდა უყო? გონებით მართე ... ქალი ხარ? ნაზი ... მიმზიდველი ... მომხიბვლელი ... მხოლოდ საქციელით დახვეწილი  მოსწონთ მამაკაცებს , შესაძლოა აღფრთოვანება ვერ დამალონ შენი ვაჟკაცური იერით სიგარეტით ხელში , მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი გართობის ორწუთიანი,სურვილიანი სიტყვებია....
მამაკაცი ხარ? განა ვის სიამოვნებს შენი ახრჩოლებული  სუნიანი საყელოს მიალერსება? ...
რატომ განარიდებთ საკუთარ თავს მფარველ ანგელოზს?
იმას ვამბობდი რომ ასეთი აფეთქებული შენი ორგანიზმი სასიკვდილოდ გემეტება? ჩადე ეგ საშინელი სიკვდილი უკან კოლოფში და მოისროლე რაც შეიძლება შორს ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები