 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 26 ივნისი, 2009 |
1. 1986 წლის 9 სექტემბრის ლექსი ოცნების სახლზე
ოდესმე თეთრი მექნება სახლი, თეთრ ტერასაზე თეთრი ვარდებით, და როცა ჩემთან სტუმრად მოხვალ, თეთრ ხალიჩაზე გადავირბენ თეთრი ქოშებით, შეგეგებები... გაგიღიმებ თეთრი ღიმილით. თეთრ იასამნებს, შენს მორთმეულს, თეთრ ლარნაკებში ჩავალაგებ... მერე კი დაგსვამ თეთრ სუფრასთან, თეთრ ღვინოს გასმევ, და თეთრ ოცნებებს დავედევნებით. ოდესმე თეთრი მექნება სახლი, მორთული მხოლოდ თეთრი გვირილით, თეთრ იასამნებს ვახარებ ბაღში, ყველას შევხვდები თეთრი ღიმილით.
2. წერილი თეთრი სახლის სტუმარს 23 წლის შემდეგ....
ბეწვის ხიდი გაქვს გასავლელი იმ ოცნების სახლამდე რომ მიხვიდე...ბეწვის ხიდი..... იქ მხოლოდ თეთრი ფერის საოცარი კედლებია, ნაგვირილარ- ნაგვირისტალი, გახსოვს, ეს ლექსი ამ სახლზე ჯერ მაშინ დავწერე, სულ რომ არ გიცნობდი...
ოდესმე თეთრი მექნება სახლი...თეთრ ტერასაზე თეთრი ვარდებითო და ა.შ. და ა. შ.
მერე...მერე ყველაფერი ბნელი ხანის ნისლივით გაიწელა... უჟამობის ჟამში ჩაიძირა... იქ დაკარგული თაობის მიღმა...
სულ სხვისათვის გვამზადებდნენ და ერთ დღესაც სხვა ჟამში გავიღვიძეთ...
იმ ზღაპრის ვაჟივით, უკვდავებას რომ დაეძებდა და... ყველაფერი რომ უკვე დასრულებული დახვდა... უცხოვრებოდ რომ დარჩა... თავისთვის ნაპარი დროც რომ გაჰპარვოდა....და დარჩა ფრინველის სკორეთი სავსე უძირო ორმოს წინ.... ამ ორმოს კი რარიგ გაურბოდა....
დაკარგული თაობის ნატკბობი ხიბლი... გაბრაზების რა დიდი ხარისხი და უფლება გვაქვს, თითქოს..... და რა მცირე დროა დარჩენილი ამ ბრაზების წასალეკად და რაღაცის საქმნელად....
ბეწვის ხიდი?.... გასავლელია თუ ?... არ ვიცი...
იმ საოცარი სახლის ფანჯრიდან გუშინ ჩვენი ვაჟი იღიმებოდა და ხელს მიქნევდა... ანუ ბეწვის ხიდიც გადავიარეთ და იმ სახლშიც ვიცხოვრეთ... და არ ვიცოდით, თუ..... როგორ?.....
ეჰ, რა ვიცი.... მე კი ველი ჩვენი ბათურა-ძაღლი როგორ შეჰყეფს, ბუთქუნა კუდის ქიცინით როგორ შეგეგებება და ალერსით შემოგაცქერდება... მე კი...კვლავ თეთრქოშიანი გადავირბენ თეთრ ხალიჩებს და თეთრი იასამნების თაიგულსა და შენს ღიმილში ჩავიძირები... ჩვენი ბიჭი ჯოხ-ცხენის ჭენებით გარს შემოგვირბენს... კნაჭა გოგო კი ასკინკილით ჩამოათავებს ტერასის კიბეებს...მამიკო და მამიკოო.....
ეს ყველაფერი უკვე გვიცხოვრია...სიზმარივით გადაიფურცლა წლები...
ჩვენი, ახლა უკვე სტუდენტი, ვაჟი რაღაცას გიმტკიცებს გატაცებით და ჩემსავით სულ წერს... და გოგონა კი.... კომპის კლვიშებზე დახტის ტერასის კიბეების ნაცვლად.... და რაღაცას შენსავით ხატავს.... დრო კი... რასაც გაგვიმზადებს იმ საოცნებო სახლის თეთრ ტერასაზე მაინც მოვხვდები, ვიცი... ბეწვის ხიდის გადავლაც რომ დამჭირდეს... და რაც გინდა დაკარგული და გაუსაძლისი მომეჩვენოს ჩვენი ცხოვრება....
ჰო,... ჩვენ სულ სხვასთვის გვამზადებდნენ და სხვა დროში გაგვეღვიძა ... მაგრამ დაკარგული თაობის ხიბლით მაინც არ დავიბანგებით...
თურმე ჩვენი ბეწვის ხიდი უკვე გადავიარეთ უჟამობისას და ..... ოცნების სახლში კი თეთრი გვირილები ახლაც მიღიმიან.... იცი?.... 25 ივნისი 2009 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. rom ar gindodes, tetr saxls mogandomeben, raa :) rogorc yoveltvis..... :)
rom ar gindodes, tetr saxls mogandomeben, raa :) rogorc yoveltvis..... :)
24. ძალიან მომეწონა და გული დამწყდა გვიან რომ აღმოვაჩინე. ცხელ-ცხელს მაინ სულ სხვა მუღამი აქვს. ისე პირველი ნაწილის კითხვისას ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა. ერთ თეთრ ზღვაში არის თეთრი კუნძული, იმ თეთრ კუნძულზე არის თეთრი მთა, იმ თეთრ მთაზე არის თეთრი სასახლე, იმ თეთრ სასახლეში არის თეთრი დარბაზი, თეთრ დარბაზში დგას თეთრი ტახტი, იმ თეთრ ტახზე გადაფარებულია თეთრი ხალიჩა, თეთრ ხალიჩაზე წევს მწვანე ნიანგი და მოთქვამს: მე აქ რა მინდა, ჩემი ბედის დედა ვატირე!.. ძალიან მომეწონა და გული დამწყდა გვიან რომ აღმოვაჩინე. ცხელ-ცხელს მაინ სულ სხვა მუღამი აქვს. ისე პირველი ნაწილის კითხვისას ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა. ერთ თეთრ ზღვაში არის თეთრი კუნძული, იმ თეთრ კუნძულზე არის თეთრი მთა, იმ თეთრ მთაზე არის თეთრი სასახლე, იმ თეთრ სასახლეში არის თეთრი დარბაზი, თეთრ დარბაზში დგას თეთრი ტახტი, იმ თეთრ ტახზე გადაფარებულია თეთრი ხალიჩა, თეთრ ხალიჩაზე წევს მწვანე ნიანგი და მოთქვამს: მე აქ რა მინდა, ჩემი ბედის დედა ვატირე!..
23. ხოო, რატომღაც სულ ასე ხდება ხოლმე, მოვიხედავთ უკან და ვხვდებით თურმე რა ბედნიერები ვიყავით ხოლმე მაშინაც კიი, როდესაც ყველაზე უბედურები გვეგონა ჩვენი თავი... რას ვიზამთ, ეს ამ დამპალი ცხოვრების შემადგენელი, უცვლელი ნაწილია. შეუცნობელ არიან გზანი უფლისანიო ხომ იცით, ხოდა ზუსტად ასე ხდება ყველაფერი, უბრალოდ ადამიანის გონი ვერ იტევს ამდენს და ყველაფერი უკვირს მის უბადრუკ ცნობიერებას... მაააააააშ :P ხოო, რატომღაც სულ ასე ხდება ხოლმე, მოვიხედავთ უკან და ვხვდებით თურმე რა ბედნიერები ვიყავით ხოლმე მაშინაც კიი, როდესაც ყველაზე უბედურები გვეგონა ჩვენი თავი... რას ვიზამთ, ეს ამ დამპალი ცხოვრების შემადგენელი, უცვლელი ნაწილია. შეუცნობელ არიან გზანი უფლისანიო ხომ იცით, ხოდა ზუსტად ასე ხდება ყველაფერი, უბრალოდ ადამიანის გონი ვერ იტევს ამდენს და ყველაფერი უკვირს მის უბადრუკ ცნობიერებას... მაააააააშ :P
22. აი ამ პროზაზე ვამბობდი... :) აი ამ პროზაზე ვამბობდი... :)
21. როგორა ხარ მათე მაია? როგორა ხარ მათე მაია?
20. მომეწონა ! :) მომეწონა ! :)
18. მიხარია რომ ასეთი მეგობარი მყავს :)
მათე, დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მიხარია რომ ასეთი მეგობარი მყავს :)
მათე, დილა მშვიდობისა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
17. მეც მინდა თეთრ ტერასაზე,,,,,მეც55555 მეც მინდა თეთრ ტერასაზე,,,,,მეც55555
16. მაგრად წერ! ძალიან, ძალიან. :) მაგრად წერ! ძალიან, ძალიან. :)
14. საინტერესო.. კარგი..
5 საინტერესო.. კარგი..
5
12. ეჰ, რა ვიცი.... მე კი ველი ჩვენი ბათურა-ძაღლი როგორ შეჰყეფს, ბუთქუნა კუდის ქიცინით როგორ შეგეგებება და ალერსით შემოგაცქერდება... მე კი...კვლავ თეთრქოშიანი გადავირბენ თეთრ ხალიჩებს და თეთრი იასამნების თაიგულსა და შენს ღიმილში ჩავიძირები... ჩვენი ბიჭი ჯოხ-ცხენის ჭენებით გარს შემოგვირბენს... კნაჭა გოგო კი ასკინკილით ჩამოათავებს ტერესის კიბეებს...მამიკო და მამიკოო.....
...სწორედ ასეთი მარგალიტებით იკინძება ყოველი ჩვენგანის ცხოვრების კრიალოსანი... პირადად თქვენსას, მათე-მაიკო კიდევ უამრავი მარგალიტი შეემატება, ეწვიც არ მეპარება ამაში და კიდევ მრავალგზის მოიხიბლებით "იქ, ოცნების სახლში თეთრი გვირილების ყვავილობით..." ეჰ, რა ვიცი.... მე კი ველი ჩვენი ბათურა-ძაღლი როგორ შეჰყეფს, ბუთქუნა კუდის ქიცინით როგორ შეგეგებება და ალერსით შემოგაცქერდება... მე კი...კვლავ თეთრქოშიანი გადავირბენ თეთრ ხალიჩებს და თეთრი იასამნების თაიგულსა და შენს ღიმილში ჩავიძირები... ჩვენი ბიჭი ჯოხ-ცხენის ჭენებით გარს შემოგვირბენს... კნაჭა გოგო კი ასკინკილით ჩამოათავებს ტერესის კიბეებს...მამიკო და მამიკოო.....
...სწორედ ასეთი მარგალიტებით იკინძება ყოველი ჩვენგანის ცხოვრების კრიალოსანი... პირადად თქვენსას, მათე-მაიკო კიდევ უამრავი მარგალიტი შეემატება, ეწვიც არ მეპარება ამაში და კიდევ მრავალგზის მოიხიბლებით "იქ, ოცნების სახლში თეთრი გვირილების ყვავილობით..."
11. არ ვიცი რატომ, მაგრამ თეთრი სიკეთის ფერთან ასოცირდება, ჩემთვის :) 5 არ ვიცი რატომ, მაგრამ თეთრი სიკეთის ფერთან ასოცირდება, ჩემთვის :) 5
10. მოგესალმები, მაიკო! შენ ამ საიტის მართლაც ,,მათე ბიჭი” ხარ!..
მოგესალმები, მაიკო! შენ ამ საიტის მართლაც ,,მათე ბიჭი” ხარ!..
9. ჩემო მათე...5555 (იცი, ჩემს ყველა ძაღლს ბათურა ერქვა...და ბათურასავით კეთილი იყო...) ჩემო მათე...5555 (იცი, ჩემს ყველა ძაღლს ბათურა ერქვა...და ბათურასავით კეთილი იყო...)
8. ეს ყველაფერი უკვე გვიცხოვრია... ეს ყველაფერი უკვე გვიცხოვრია...
7. ბეწვის ხიდიც გადავიარეთ და იმ სახლშიც ვიცხოვრეთ... და არ ვიცოდით, თუ..... როგორ?.....
ბეწვის ხიდიც გადავიარეთ და იმ სახლშიც ვიცხოვრეთ... და არ ვიცოდით, თუ..... როგორ?.....
6. ეჰ, რა ვიცი.... მე კი ველი ჩვენი ბათურა-ძაღლი როგორ შეჰყეფს, ბუთქუნა კუდის ქიცინით როგორ შეგეგებება და ალერსით შემოგაცქერდება... მე კი...კვლავ თეთრქოშიანი გადავირბენ თეთრ ხალიჩებს და თეთრი იასამნების თაიგულსა და შენს ღიმილში ჩავიძირები... ჩვენი ბიჭი ჯოხ-ცხენის ჭენებით გარს შემოგვირბენს...
:):) ეჰ, რა ვიცი.... მე კი ველი ჩვენი ბათურა-ძაღლი როგორ შეჰყეფს, ბუთქუნა კუდის ქიცინით როგორ შეგეგებება და ალერსით შემოგაცქერდება... მე კი...კვლავ თეთრქოშიანი გადავირბენ თეთრ ხალიჩებს და თეთრი იასამნების თაიგულსა და შენს ღიმილში ჩავიძირები... ჩვენი ბიჭი ჯოხ-ცხენის ჭენებით გარს შემოგვირბენს...
:):)
5. მეც მიყვარს თეთრი სახლი , რომელიც მექნება , მეც მიყვარს ძველი დრო , რომელმაც ჩაიარა თუმცა ჩემს დროში არა ... მომეწონა 555555555 მეც მიყვარს თეთრი სახლი , რომელიც მექნება , მეც მიყვარს ძველი დრო , რომელმაც ჩაიარა თუმცა ჩემს დროში არა ... მომეწონა 555555555
4. "ვცხოვრობ ცის იქით თეთრი მაქვს სახლი..." ეს გამახსენდა :) მოგიკითხა ცასიქითელმა "ვცხოვრობ ცის იქით თეთრი მაქვს სახლი..." ეს გამახსენდა :) მოგიკითხა ცასიქითელმა
3. ძალიან, ძალიან კარგია. და საერთოდ მაგარი ხარ. საბავშვო თემაზე შენი გამოხმაურებაც ძალიან მომეწონა, ძალიან დროულია. ძალიან, ძალიან კარგია. და საერთოდ მაგარი ხარ. საბავშვო თემაზე შენი გამოხმაურებაც ძალიან მომეწონა, ძალიან დროულია.
2. ჰო,... ჩვენ სულ სხვასთვის გვამზადებდნენ და სხვა დროში გაგვეღვიძა ... მაგრამ დაკარგული თაობის ხიბლით მაინც არ დავიბანგებით... თურმე ჩვენი ბეწვის ხიდი უკვე გადავიარეთ უჟამობისას და .....
მაგარია, მაიკო! ყოველი სიტყვა - მისრუტავდა თითქოს... 5 ჰო,... ჩვენ სულ სხვასთვის გვამზადებდნენ და სხვა დროში გაგვეღვიძა ... მაგრამ დაკარგული თაობის ხიბლით მაინც არ დავიბანგებით... თურმე ჩვენი ბეწვის ხიდი უკვე გადავიარეთ უჟამობისას და .....
მაგარია, მაიკო! ყოველი სიტყვა - მისრუტავდა თითქოს... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|