 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 1 ივლისი, 2009 |
თავი მეოთხე.
ხანგრძლივი ბრძოლისათვის მზადება.
- გრძნეული ეფროსი ოთახიდან გამოვიდა და დარბაზში ჩავიდა. ყველა მისკენ მიბრუნდა, გრძნეული თითქოს კიდევ უფრო დაბერებული და წელში მოხრილი ჩანდა. - ტარეს, ეზოში გადი. – სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო გრძნეულმა, რომ სასახლეს ღია წაბლისფერებში ჩაცმული მხედარი მიუახლოვდა. - უდონი უნდა იყოს. – წამოიძახა ტარესმა – ნანეას ქმარი, ყოფილი კაცი-უდაბნო. - გრძნეული სად არის? – უდონმა გრძნეულს შეხედა. – ეფროს, თხოვნა მაქვს შენთან, ხალხი მეღუპება ყინვისაგან, ვხედავ აქაც იგივე მდგომარეობაა. - ვიცი რასაც მთხოვ, საქციელს გიწონებ, ტარესიც შენი აზრისაა. ვამეხს დაველოდოთ, კაცი-მთას, გამოგვადგება ბრძოლის დროს. ზევახი მადერი და ტებური კი თავისი ძალითა და მოხერხებით დაგვეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზღვად , მდინარედ და ტბად გადაქცევისას იქვე გაიყინებიან, ვგრძნობ ქალი-ყინვა სადღაც ძალიან ახლოს უნდა იყოს. მალე სასახლესთან ვამეხიც გამოჩნდა. - გრძნეულო. - გამარჯობა ვამეხ, შენი სურვილიც ვიცი, დროს ნუ ვკარგავთ, დავიწყოთ. ტარესის უდონისა და ვამეხის გარდა ყველანი სასახლეში შედით. – ბრძანა ეფროსმა. მეფე აბესალი თავისი ოჯახით სასახლისაკენ გაემართა, ქალები ტიროდნენ. მამაკაცები, დამწუხრებულნი მდუმარედ მიუყვებოდნენ კიბეებს. გარეთ სიჩუმეს დაესადგურებინა, ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა. უცებ ჭექაქუხილივით ხმა გაისმა, რასაც არაადამიანური გმინვა მოჰყვა. სასახლეში მყოფთ სისხლი ეყინებოდათ ძარღვებში ამ ხმის გაგონებაზე. რამოდენიმე წუთში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს არაფერი მომხდარაო. მეფე აბესალმა კარი გააღო და ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა გარეთ. ეფროსთან ერთად ეზოში უზარმაზარი კაცი-ტყე აღმართულიყო. კაცი-უდაბნო არსად ჩანდა. - უდონი და ზევახი სად არიან? – იკითხა აბესალმა. - ისინი ბრძოლის დროს დაგვეხმარებიან. ახლა მთავარია ხალხი გავათბოთ, როგორც კი ხეთა ჯარი გამოჩნდება, ხალხი გამოვიდეს და შეშა მოიმარაგოს, სანამ ისინიც დანარჩენი ხეებივით გაყინულან. ნუ შეგებრალებათ, ვინც აქ მოვა, მოხუცი და თითქმის გამხმარი ხეებია, ახალგაზრდები კი ბრძოლისათვის ემზადებიან. – ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა ტარესი, უფრო სწორედ კაცი-ტყე. – ხეებო, ბუჩქებო, ტოტებო იჩქარეთ.- სად იყო სად არა გამოჩნდა ასობით ხე-ტყე. ხალხი შენობებიდან გამოცვივდა, ზოგი ნაჯახით, ზოგიც ხერხით. ხეებს აპობდნენ და სახლებისაკენ მიარბენინებდნენ. შიგადაშიგ ჩუმი კვნესა ისმოდა, რომელიც ტარესს გულს უკლავდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ხეებმა თვითონ შესთავაზეს ტარესს ხალხის გადარჩენის ეს გზა. მალე ყველა სახლის საკვამური თითქოს გაცოცხლდა და კვამლი სიმღერ-სიმღერით წაღიღინდა ზეცისაკენ. ქამეხის გუნდში არეულობა შეინიშნებოდა. - რა მოხდა, როგორ თბება საქარიის მოსახლეობა? შეშა საიდან აქვთ? – ყვიროდა ქამეხი და გაცხარებული ბოლთას სცემდა. - გრძნეული ეფროსი და ტარესი დაეხმარნენ. სად არის ქალი-ყინვა, სძინავს? არც გაუგია , რომ ყველა სახლში ღუმელი ააგუგუნეს? – ქამეხ, დროა შეტევაზე გადავიდეთ, თორემ ყველა ჩვენი გეგმა ჩაიშლება. აბესალს ისეთი სიძეები ჰყავს, თავს არ დაზოგავენ საქარიის გადასარჩენად. ეგ ბიჭები მე მოვაჯადოვე და ჩემი ჯადო ჩემს წინააღმდეგ შემომიბრუნდა. ქანელი რას ამბობს? - ჩუმად არის, არც საჭმელს ჭამს, არც არავის ელაპარაკება. ერთადერთი რაც პირველად თქვა ეს იყო : “ ვერაფრით დაგეხმარებით, მე მეგობრებს არ ვღალატობო”. ახლა აქ მაინც არის, ელინის შესახებ რომ გაიგოს სულ დავიღუპებით, იმათ მხარეზე გადავა. მე მგონი საერთოდ შეცდომა იყო ქანელის ჩამოყვანა, ყოფილიყო იქ თავის ნათლიებთან. - გრძნეულებს უნდა დაველაპარაკოთ, ეგება მათ დაითანხმონ. - გამორიცხულია, ხომ იცი მათი ამბავი, ეფროსს არ დაუპირისპირდებიან, ეგენი ხომ ძმები არიან, მართალია ურთიერთობა არა აქვთ, მაგრამ მაინც ერთი დედის, უდიდესი ჯადოქრის, ეფმადორას შვილები არიან. - თვითონ ეფმადორა სად არის ახლა? – წაისისინა კაცი-გველმა. - ეფმადორა არავინ იცის სად არის, ხანდახან თვითონ გამოჩნდება ხოლმე, ჯადოქრობას თავი დაანება. - რატომ? ეგეთი ძალის პატრონმა, რატომ? - ერთხელ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და მას შემდეგ სრულიად განმარტოვდა. - რა შეცდომაა ესეთი, ვერ მეტყვი? - დრო რომ მოვა, შენ თვითონ გაიგებ, მაგრამ არა მგონია გესიამოვნოს. კარგი, გვეყოფა საუბარი, ჯარი შევკრიბოთ და შეტევაზე გადავიდეთ. ცოტა ხანში ქამეხის არმია სრულ მზადყოფნაში იყო. ჯარისკაცები ყინულისაგან ჩამოსხმულებს ჰგავდნენ. თითქოს ტანსაცმელიც ყინულისაგან ჰქონდათ დამზადებული. - სხვა გამოსავალი არ არის, ელექსირს დავამზადებ, დროებით მეხსიერება რომ დავაკარგვინოთ ქანელს. ელექსირის მოქმედება რომ გაივლის, არც ემახსოვრება რა ჩაიდინა. – წაისისინა კაცი-გველმა. - ჰო, კარგი, კარგი, ოღონდ იცოდე, ჩემს შვილს არაფერი არ უნდა დაუშავდეს. – უპასუხა ქამეხმა. - მშვიდად იყავი, მშვიდად. – ჩაილაპარაკა კაცი-გველმა და უცნაურად ჩაიღიმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მშვიდად იყავი, მშვიდად. – ჩაილაპარაკა კაცი-გველმა და უცნაურად ჩაიღიმა.
ეს ფრაზა რაღაც საინტერესო ინტრიგას გვპირდება... :) მშვიდად იყავი, მშვიდად. – ჩაილაპარაკა კაცი-გველმა და უცნაურად ჩაიღიმა.
ეს ფრაზა რაღაც საინტერესო ინტრიგას გვპირდება... :)
4. მომეწონა თუმცა ალბათ თავიდან ჯობდა დამეწყო :) მომეწონა თუმცა ალბათ თავიდან ჯობდა დამეწყო :)
3. ნანა, როდის გააგრძელებ? გადასარევი ზღაპარია! 5 ნანა, როდის გააგრძელებ? გადასარევი ზღაპარია! 5
2. საინტერესოა!.... საინტერესოა!....
1. ეს თავი კი წავიკითხე მაგრამ..სხვებიც თუ არ წავიკითხე .... ამჯერად ჩემი მაქსიმუმი და კეთილი სურვილები ნანას :-* ეს თავი კი წავიკითხე მაგრამ..სხვებიც თუ არ წავიკითხე .... ამჯერად ჩემი მაქსიმუმი და კეთილი სურვილები ნანას :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|