 | ავტორი: P-Romance ჟანრი: პოეზია 28 ივნისი, 2009 |
- სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო? სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო? დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო, ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო? -თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!... შენც სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო, შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო? შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - მიწას ხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო? - შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო! - ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო? - ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო! - ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო? - საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ეს ლექსი ვიცი ვისიცაა... :) დამავიწყდა... :( ეს ლექსი ვიცი ვისიცაა... :) დამავიწყდა... :(
17. კარგი ლექსია... წარმატებები... კარგი ლექსია... წარმატებები...
16. ჩემი აზრით, მსგავსი რაღაცეები საერთოდ უნდა იკრძალებოდეს საიტზე... ცნობილი ლექსების განხილვისთვის არსებობს ფორუმი! სხვა დროს იქნებ რამე საკუთარი დადო?!...
ჩემი აზრით, მსგავსი რაღაცეები საერთოდ უნდა იკრძალებოდეს საიტზე... ცნობილი ლექსების განხილვისთვის არსებობს ფორუმი! სხვა დროს იქნებ რამე საკუთარი დადო?!...
15. შოთა ნიშნიანიძე. შოთა ნიშნიანიძე.
14. ეს ლექსი მიყვარს მაგრად. ჩემი სკოლის ღონისძიებაზე წაიკითხა ერთმა გოგომ ძალიან კარგად, ხოდა რავიცი ესაა ჩემი პოზიშნი :D
საუბარს რაც შეეხება გითმობთ ასპარეზს :P ეს ლექსი მიყვარს მაგრად. ჩემი სკოლის ღონისძიებაზე წაიკითხა ერთმა გოგომ ძალიან კარგად, ხოდა რავიცი ესაა ჩემი პოზიშნი :D
საუბარს რაც შეეხება გითმობთ ასპარეზს :P
13. ჰეჰ ეს მე როგორ უნდა შევაფასო (თვალიდან გულებს რომ ისვრის ის სმაილი) ჰეჰ ეს მე როგორ უნდა შევაფასო (თვალიდან გულებს რომ ისვრის ის სმაილი)
12. მიყვარს ეს ლექსი :) მიყვარს ეს ლექსი :)
11. იცოდა ამის ავტორმა წერა, რაღა შეფასება უნდა?!. იცოდა ამის ავტორმა წერა, რაღა შეფასება უნდა?!.
10. ლექსი ემოციებით დატვირთულია,მაგრამ თქვენს გვერდზე რატომაა? ლექსი ემოციებით დატვირთულია,მაგრამ თქვენს გვერდზე რატომაა?
9. მახსოვს ბავშვობიდან :) მახსოვს ბავშვობიდან :)
8. ეს სადმე ფორუმში უნდა იყოს ეს სადმე ფორუმში უნდა იყოს
7. მაგარი ლექსია და ამას ჩემი საუბარი რად უნდა? მაგარი ლექსია და ამას ჩემი საუბარი რად უნდა?
6. იცი რა, მოდი, ასეთი ლექსები დადე ჟანრით "სხვა"... შენ უნდა დაგიწერო ქულები, თუ ლექსს? და ეს ლექსი შენთან რა შუაშია? იცი რა, მოდი, ასეთი ლექსები დადე ჟანრით "სხვა"... შენ უნდა დაგიწერო ქულები, თუ ლექსს? და ეს ლექსი შენთან რა შუაშია?
5. ლექსის გარშემო თუ სიზმრების? ლექსიც მაგარია და სიზმრის ახსნა ხომ - ფანტასტიური! :)
ლექსის გარშემო თუ სიზმრების? ლექსიც მაგარია და სიზმრის ახსნა ხომ - ფანტასტიური! :)
4. 5ბექასთან ვარ 5ბექასთან ვარ
3. მაგარია შოთა :) კარგია რომ შენი სახელით არ გამოაქვეყნე :)) მაგარია შოთა :) კარგია რომ შენი სახელით არ გამოაქვეყნე :))
2. კიდევ კკარგი,თორემ ლამის გული გამიჩერდა....
კიდევ კკარგი,თორემ ლამის გული გამიჩერდა....
1. გთხოვთ ვისაუბროთ ამ ლექსის გარშემო და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი :) ( ალბათ ყველამ იცით ავტორი) გთხოვთ ვისაუბროთ ამ ლექსის გარშემო და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი :) ( ალბათ ყველამ იცით ავტორი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|