 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 1 ივლისი, 2009 |
სახე პირველი
დღეს მთვარე, როგორც გულმხურვალე მლოცველი ერთი, ობოლი?..... თუ პირზე ღრუბელაფარებული, ჩრდილნახულ ცაზე, ვარსკვლავ- მორთული მოსასხამით, მარტოდ შთენილი, არ მიყოფდა არც ცას, არც მიწას... და ეს მთა წმინდაც, პოეტების მუზა-ნაცადი, შუბლდაღარული, სულ ღიმილად რატომ გაბრწყინდა?!.... რა მოიხილა, რა ეზმანა?.... ისევ წარსული?.... თუ მომავლის სურათს იწვდენდა, თავად მარად მიუღწეველი.....
სახე მეორე
დღეს მთვარე.... როგორ... ისევ მთვარე?... შემეშვი რა.... აღარ მოგწყინდა?!... და მერე მთვარეს... ცალი მხარე ჩამოვათალე.... რადგანაც მთლიანს სულ მზე კოცნიდა.... დავიღალე.... ძველიც...ახალიც.... გაიტანეთ ეს ბადრი მთვარე! გა-ი-ტა- ნეთ!.... უმთვარო ღამე... ნაქები მთა და ცა მღელვარე..... აღარ ვხატე... მუზაც შევშალე... მთვარეს ვაფარე მუზარადი, ცა საბნად ვშალე... წავიფარე.... სიზმარ-დაბმული ძილი მოვიდა....
სახე მესამე
გამებუტა ნათალი მთვარე... მაცალე!... მალე დაინანებ.... და როცა შემკრთალს ალიონზე გამომეღვიძა, აღარც მთვარე...და არც მთა წმინდა... არც ძველი მუზა, მოცახცახე.... მხოლოდ წმინდა ბელეტრისტიკა: ქურაზე ყავით.... მაკიაჟით... კიბის ჩქარი საფეხურებით... და გადარბენით...მზე-ნახები, მასაც დრო მიაქვს...
დღეს მთვარე.... ნეტა, რა მოგივიდა... ვერა ხედავ?!... სამსახურში დავაგვიანე..... 1 ივლისი 2009 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მაგდალინელი ყველაზე მაგარია და სუპერია, მაგრამ ესეც კარგია. რა კარგია, რომ ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთი გვიყვარს არა? ხალხნო, მიყვარხართ... მაგდალინელი ყველაზე მაგარია და სუპერია, მაგრამ ესეც კარგია. რა კარგია, რომ ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთი გვიყვარს არა? ხალხნო, მიყვარხართ...
24. ''...გინახავთ სული ჯერეთ უკმანკო მხურვალე ლოცვით მიქანცებული? მას ჰგავდა მთვარე ნაზად მოარე დისკო გადახრით შუქმიბინდული''
და მერე მთვარეს... ცალი მხარე ჩამოვათალე.... რადგანაც მთლიანს სულ მზე კოცნიდა.... დავიღალე.... ძველიც...ახალიც.... გაიტანეთ ეს ბადრი მთვარე! გა-ი-ტა- ნეთ!....
აუ მესამე საერთოდ გიჟია. მე ძალიან მომეწონა. დია.
``...გინახავთ სული ჯერეთ უკმანკო მხურვალე ლოცვით მიქანცებული? მას ჰგავდა მთვარე ნაზად მოარე დისკო გადახრით შუქმიბინდული``
და მერე მთვარეს... ცალი მხარე ჩამოვათალე.... რადგანაც მთლიანს სულ მზე კოცნიდა.... დავიღალე.... ძველიც...ახალიც.... გაიტანეთ ეს ბადრი მთვარე! გა-ი-ტა- ნეთ!....
აუ მესამე საერთოდ გიჟია. მე ძალიან მომეწონა. დია.
22. სატუთი და ნაზი სტრიქონები ავტორივით! გაიხარე, მათე-ბიჭო! მომეწონა! სატუთი და ნაზი სტრიქონები ავტორივით! გაიხარე, მათე-ბიჭო! მომეწონა!
21. :-* მოგიკითხე მაიკო :-* კარგია ძალიან, სამწუხაროდ ეხლა წავიკითხე პირველად. :) :-* მოგიკითხე მაიკო :-* კარგია ძალიან, სამწუხაროდ ეხლა წავიკითხე პირველად. :)
20. ვაი სიხარულო...თბილო...კარგოოოო555555ხალასო ვაი სიხარულო...თბილო...კარგოოოო555555ხალასო
18. არაჩვეულებრივი ხარ!!! ყოჩაღ შენაა!!! გაიხარეეე მეგობარო!!! კარგი ჩემგან!!! არაჩვეულებრივი ხარ!!! ყოჩაღ შენაა!!! გაიხარეეე მეგობარო!!! კარგი ჩემგან!!!
17. დღეს მთვარე.... როგორ... ისევ მთვარე?... შემეშვი რა.... აღარ მოგწყინდა?!... და მერე მთვარეს... ცალი მხარე ჩამოვათალე.... რადგანაც მთლიანს სულ მზე კოცნიდა....
ლამაზია შენი მთვარე, მათე-ბიჭო! 5 დღეს მთვარე.... როგორ... ისევ მთვარე?... შემეშვი რა.... აღარ მოგწყინდა?!... და მერე მთვარეს... ცალი მხარე ჩამოვათალე.... რადგანაც მთლიანს სულ მზე კოცნიდა....
ლამაზია შენი მთვარე, მათე-ბიჭო! 5
16. სამივე ძალიან მაგრამ მეორე კიდევ უფრო :) სამივე ძალიან მაგრამ მეორე კიდევ უფრო :)
15. დავიღალე.... ძველიც...ახალიც.... გაიტანეთ ეს ბადრი მთვარე! გა-ი-ტა- ნეთ!....
მომეწონა ძალიან განწყობა მაიკო... დავიღალე.... ძველიც...ახალიც.... გაიტანეთ ეს ბადრი მთვარე! გა-ი-ტა- ნეთ!....
მომეწონა ძალიან განწყობა მაიკო...
14. მოკითხვა ქალბატონ მათეს :):)
მომეწონა მეც :) მოკითხვა ქალბატონ მათეს :):)
მომეწონა მეც :)
13. მომეწონა ! ძალიან ! მომეწონა ! ძალიან !
12. ვიღაცა მწერდა კომენტარებში: მთვარეზე იმდენი დაწერილა,თავი დაანებო ამ თემას ჯობიაო... მე კი გეტყვით,როგორ უნდა გადაუსვა ხაზი ასეთ ლექსს იმის გამო ,რომ ის მთვარეს მიუძღვნეს...
მე ძალიან მომეწონა! ვიღაცა მწერდა კომენტარებში: მთვარეზე იმდენი დაწერილა,თავი დაანებო ამ თემას ჯობიაო... მე კი გეტყვით,როგორ უნდა გადაუსვა ხაზი ასეთ ლექსს იმის გამო ,რომ ის მთვარეს მიუძღვნეს...
მე ძალიან მომეწონა!
10. შენთან არასოდეს მიჭირს კითხვა,რაცარუნდა დიდი მოცულობის იყოს ნაწარმოები.. კარგი ხარ მაიკო,მიხარია, რომ გაგიცანი :-* შენთან არასოდეს მიჭირს კითხვა,რაცარუნდა დიდი მოცულობის იყოს ნაწარმოები.. კარგი ხარ მაიკო,მიხარია, რომ გაგიცანი :-*
9. უსაყვარლესი ხარ! შენც და შენი ლამაზი ლექსებიც! მიყვარხარ! :) უსაყვარლესი ხარ! შენც და შენი ლამაზი ლექსებიც! მიყვარხარ! :)
8. კარგი იყო :) 5 კარგი იყო :) 5
7. +2 ;;) კარგია მაი ;;) +2 ;;) კარგია მაი ;;)
6. შენმა მთვარეულმა ლექსებმა, მაიაკოვსკის ტაეპი გამახსენა, თარგმნა ოთარ ჭილაძემ
"შეხედე ცაზე მთვარე ისე ქალწულია, რომ სახიფათოა სასეირნოდ სადმე გაუშვა" მხოლოდ საქართველოში დაბადებულ პოეტს შეეძლო ამისი თქმა, ანუ მთვარის ქალწულთან შედარება! 555 შენც და მაიაკოვსკისაც... შენმა მთვარეულმა ლექსებმა, მაიაკოვსკის ტაეპი გამახსენა, თარგმნა ოთარ ჭილაძემ
"შეხედე ცაზე მთვარე ისე ქალწულია, რომ სახიფათოა სასეირნოდ სადმე გაუშვა" მხოლოდ საქართველოში დაბადებულ პოეტს შეეძლო ამისი თქმა, ანუ მთვარის ქალწულთან შედარება! 555 შენც და მაიაკოვსკისაც...
5. 5! :))))))))))))))))))))) 5! :)))))))))))))))))))))
4. დღეს მთვარე.... ნეტა, რა მოგივიდა... ვერა ხედავ?!... სამსახურში დავაგვიანე.....
...ასეა... პოეტურ განწყობას, მოულოდნელად დაატყდება თავზე პრაგმატული და ბოლოს რეალური ხომ საერთოდ ... მაგრამ ამის გამო მთვარე ღვთით მონიშნულ გზას ვერ შეცვლის და ვერც ჩვენ მოვიშლით... იცით თქვენ რასაც :) დღეს მთვარე.... ნეტა, რა მოგივიდა... ვერა ხედავ?!... სამსახურში დავაგვიანე.....
...ასეა... პოეტურ განწყობას, მოულოდნელად დაატყდება თავზე პრაგმატული და ბოლოს რეალური ხომ საერთოდ ... მაგრამ ამის გამო მთვარე ღვთით მონიშნულ გზას ვერ შეცვლის და ვერც ჩვენ მოვიშლით... იცით თქვენ რასაც :)
3. უცქირე ამ ცას და უმღერე ვარსკვლავთა ცვენას, ვიდრე ეს ღამეც მიიქცევა სასოთა ჩენად... - სვი მთვარიანში, პირმთვარეო, რადგან ეს მთვარე ამოვა ხვალაც, მაგრამ აღარ ვიქნებით ჩვენა!..
(ომარ ხაიამი)
რატომღაც ეს ლამაზი რობაი გამახსენდა და შენდა ფეშქაშად იყოს, მათე-ბიჭო! უცქირე ამ ცას და უმღერე ვარსკვლავთა ცვენას, ვიდრე ეს ღამეც მიიქცევა სასოთა ჩენად... - სვი მთვარიანში, პირმთვარეო, რადგან ეს მთვარე ამოვა ხვალაც, მაგრამ აღარ ვიქნებით ჩვენა!..
(ომარ ხაიამი)
რატომღაც ეს ლამაზი რობაი გამახსენდა და შენდა ფეშქაშად იყოს, მათე-ბიჭო!
2. დღეს მთვარე ლეღვის ტოტიდან თვალს აპარებდა დიდი, მთვარისხელა ინტერესით და გულმოდგინედ ყურს უგდებდა ჩვენს ჭორაობას...(მართლა მათე... მეგობართან ვიყავი სოფელში და ასე გვისმენდა...)
მიყვარს შენები ძალიან...ნაზები და სათუთები...555555555 დღეს მთვარე ლეღვის ტოტიდან თვალს აპარებდა დიდი, მთვარისხელა ინტერესით და გულმოდგინედ ყურს უგდებდა ჩვენს ჭორაობას...(მართლა მათე... მეგობართან ვიყავი სოფელში და ასე გვისმენდა...)
მიყვარს შენები ძალიან...ნაზები და სათუთები...555555555
1. :) მთვარე მიყვარს მე ... 555 :) მთვარე მიყვარს მე ... 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|