ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათ
ჟანრი: იუმორისტული
3 ივლისი, 2009


ახალგაზრდა ცოლქმარი და მესაზღვრე რძალ დედამთილი !!! (იუმორნარევი პროზა) :)))

ერთ ქარგატეხილ , წვიმა მივიწყებულ და მზეგაკაშკაშებულ დღეს,  სახლიდან რომ გამოვედი...
დაიწყოოოო  , მაგრამ რა დაიწყო ....
დღემდე მაყრის ქოქოლას ქალბატონი ნ. (ეს_ნ_ სახელია და მოდით ნუ მოითხოვთ გავრცობას):)
არა განა მეჩხუბება? პირიქით . თუმცა ასეთი ლოცვა წყევლაზე უარესია ...
ცოტა არეულად კი დავიწყე მაგრამ ასე უფრო ბოლომდე ჩაიკითხავთ :)

წელიწადის ამ გადარეულ დროს , უკვე კარგახნის  მივიწყებული გვაქვს მარტის გიჟიანი ამინდები , სანატრელია იანვრის სუსხიანი ავდარი და სექტემბრიანი დალოცვილი  მელანჟური ...
ცხელა , ცხელა და ვიწვით !
მაგრამ რად გინდა?
დილაა თუ საღამოა ბუტბუტებს და ბუტბუტებს ,ეს რძალ-დედამთილი
თანაც ყოველთვის ჩუმად , სხვამ რომ არ გაიგოს ...
არადა ალბათ , როგორი  ოხვრა და ქოქოლა უყვართ ამ ჩვენს იმერელ ქალბატონებს ...  ოხ ოხ ნენა , ნენა ...
მაგრამ არა !
ახლა ისინი ისრაელში ცხოვრობენ ბატონო ! იმერული სოფლებიდან საკმაოდ მოშორებით , სამ სართულიან სახლში და ჰაიფის მდიდრულ დასახლებად ცნობილ ქუჩაზე ...
ნუ იფიქრებთ ამ ოჯახში მამაკაცები , ქურდები და კრიმინალები იყვნენ , არა! ოფლით და ცხელ ხაზზე სუსტი წელით ნათრევი სამშენებლო ტომრებით აქვთ მოპოვებული ფული  და აჰაა ! დღეს უკვე თბილისელი მდგმურიც კი ჰყავთ შემოსახლებული მინუს პირველ სართულზე ! ამას ყოველთვის სიამაყით ამბობენ სტუმრებთან და ნაცნობებთან  _იცი თბილისელი მდგმური მყავს ცოლთან ერთადო!
ხოდა ეკადრებათ განა ქოქოლა?
მოკლედ...
ეს თბილისელი მდგმური და თავისი მეუღლე (მეუღლე იმერელია და ამიტომ მისი ხსენება ფართო საზოგადოებაში მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ) :) ყოველ გავლა გამოვლაზე , ეზოს  იმ ნაწილში სადაც ლურჯ პლასტმასის სავარძლებში მოკალათებული , ჩაფუშფუშებული იმერელი კიარადა უკვე ისრაელელი ქალბატონები სხედან . უნდათ თუარა ამ საზღვარს თავს ვერ დააღწეწვენ რადგან პირდაპირ შემოსასვლელში აქვთ გაკეთებული ქალბატონებს უხეშად რომ ვთქვათ ბირჟა ! . . . და აქ იწყება ...
როდის მიდიხართ? ვაიმე იმდენი მოვიდა წყლის გადასახადი  ...აგერ მეზობელი ორჯერ მეტად აქირავებს თურმე პირველ სართულს ...  ვაიმე ისეთი ფარდები ვიყიდე ასეთი საერთოდ გინახავთ? კი უნახავთ თანაც ღრმად მიყრუებულ სოფლებში მაგრამ რას ამბობ? უნდა მოეწონოთ და თანაც როგორ? გადაირიონ უნდა სიხარულით !
ეს მაშინ . თუ კარგ ხასიათზეა ქალბატონი ნ. და თუარააა ... მაშინ მხოლოდ ფასებზე და პრობლემებზე აქვს გამახვილებული ყურადღება და სულაც აგარ ახსოვს ფარდები ...
საცოდავი ახალგაზრდა წყვილი!!!
როგორია სახლში მოდიოდე ფულს იხდიდე და კიდევ შესასვლელში ჩამდგარ ორ ჩაფუშფუშებულ მესაზღვრეს გაუმკლავდე? ჩუმჩუმად რომ გაყრიან ქოქოლას ეს იმერულად ...
არ ჯობია ერთი პატარა არა პატარა არა დიდი ყულაბა დაუდგა გასვლა გამოსვლაზე თითო შეკელი ჩაუგდო და ამით ენაზე კბილის დააჭერინო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები