ინ, ეხლა ისე გაუგებრად მოვიკლავდი თავს როგორებიც თქვენ ხართ.. მინდა სამყაროს ყველა მინის მსხვრევის ფონზე სახეში შემოგაფურთხოთ ჩემი ზიზღი... ყველა ჩემი ოცნების მკვდარი უჯრედი თქვენი სუნთქვის სიღრმეებში ჩავჩრა, რომ ცხოვრების ბოლომდე სიმყრალე ისუნთქოთ, იმდენად ყალბი მინდა ვიყო რომ თქვენმა სიყალბემ ვერ გამიძლოს, და ზუსტად იმ მომენტში მოიკლას თავი როცა ჰაერივით დაგჭირდებათ... მაგრამ თქვენ აღარ გექნებათ ჰაერი და ჩემი მკვდრადშობილი ოცნებების სიმყრალე სასუნთქ გზებს ჩაგიკეტავთ... თქვენც ხო ცხოვრობთ რა.. თვალებზე ზურგები გაქვთ, ხელებზე სიბრალული გიდევთ დაბადებისთანავე გაყინული, გულით ვერაფერს გრძნობთ. კუჭასაც კი მობეზრდა ერთფეროვნება... გახელოვნურებულ გრძნობებს უცვლით ერთამანეთს და ბედნიერების პოულობთ წამებს... სასაცილოა... ისე მარტივად მოვიკლავდი თავს როგორც ჩემი გრძნობებია ამოჩემებებისადმი და ისე თბილად როგორც ჩემი მზერის შეხვედრები მათთან.. უკვე ოთხი ნიშნულია, ფერადოვანი. და ოთხი ზიზღი.. პირველს ვღალატობ მეორესთან, მეორეს პირველთან, მესამეს მეორესთან , მეოთხეს არაფერი რჩება.. მოდი ერთად მოვიკლათ თავი ნუ მეტყვი ბოლო წამს რომ ყველაფრისდა მიუხედავად ისევ გინდა უყურო მოძრაობით დინებებს, როგორ წყვილდებიან წელიწადის დროები, როგორ გააჩენს შენი შვილი მორიგ მასხარას ამ თამაშისთვის... მე შეუკვეთავ სუიციდს ლამაზ თეფშებზე. და მუხლზე ხელსახოცდაფენილი შენს მკლავებს დავიწყობ დანა-ჩანგლად მშვიდად... მშიერ ტკივილებს არაფერს გავუყოფ, და ისინიც შემომიძვრებიან სიცარიელეებში და დაიწყებენ ცახაცახს როგორც შენი თვალები ნარჩენი ჰაერის ღეჭვისას... და მერე მე მშვიდად მოვიკლავ თავს, ისე მშვიდად როგორც სხვები გიცქერენ შენ, და ისე მარტივად როგორც თქვენ უცქერთ ამ ოთხკუთხედის კიდეებშორის სიცარიელეებს... მე კი ვუყურებდი შენს შუაზე გაჭრილ თვალებს, ტუჩებს და ნეკნებს როგორ შევასებდა ნაცრისფერი სუიციდის სიგიჟე.... ჩემი სიკვდილი კი ჭრელი იქნება და ტალღოვანი, თქვენი უბრალოდ ოთხკუთხედი, რომლის პირველი გვერდი , მეორეს- მესამესთან უღალატებს და მეოთხეს არაფერი დარჩება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მომეწონა ! მომეწონა !
11. მე შეუკვეთავ სუიციდს ლამაზ თეფშებზე. და მუხლზე ხელსახოცდაფენილი შენს მკლავებს დავიწყობ დანა-ჩანგლად მშვიდად... მშიერ ტკივილებს არაფერს გავუყოფ, მე შეუკვეთავ სუიციდს ლამაზ თეფშებზე. და მუხლზე ხელსახოცდაფენილი შენს მკლავებს დავიწყობ დანა-ჩანგლად მშვიდად... მშიერ ტკივილებს არაფერს გავუყოფ,
7. ყოველთვისაც მშვენიერია. ;;) გააჩნია როგორ შეხედავ!!! ყოველთვისაც მშვენიერია. ;;) გააჩნია როგორ შეხედავ!!!
5. რა გჭირთ ხალხო? ცხოვრება ხომ მშვენიერია!!!!!!!! :) რა გჭირთ ხალხო? ცხოვრება ხომ მშვენიერია!!!!!!!! :)
4. საინტერესოა... საინტერესოა...
2. იმდენად ყალბი მინდა ვიყო რომ თქვენმა სიყალბემ ვერ გამიძლოს,
აი ეს ძაან :) 5 იმდენად ყალბი მინდა ვიყო რომ თქვენმა სიყალბემ ვერ გამიძლოს,
აი ეს ძაან :) 5
1. საინტერესოა, ახალი სუნთქვა იგრძნობა, წარმატებები :) ოღონდ ეს სუიციდი არა... საინტერესოა, ახალი სუნთქვა იგრძნობა, წარმატებები :) ოღონდ ეს სუიციდი არა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|