ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2009


იყო ტიციანი

იყო ტიციანი. დენდი და პოეტი. იყო მელიტა. გალაკტიონი. შერვაშიძე მისი მერი და იყო მაყაშვილი, ჩოლოყაშვილი. ო, რა ელიტა გააგზავნეს მოუსავლეთში. სტალინიც იყო. ორჯონიკიძეც. იყო ბერიაც. უხსენებლი რომელ  გვარში აღარ ერია. აჰა ტიციანიც პირისპირ  ბერიას: „შენი დედა და შენი მამა....” გველი გველია. „შუაში გახლიჩეთ...” მბრძნებლობს ბერია. იყო ჟორდანია. იყო წერეთელი. ევროპას ელიან. ევროპას სხვა რამ უნდა. ევროპა ჭრელია. ქართული გზები კი გოლგოთის გზებია. იყო სულხან-საბაც... ო, ეს ისტორია ღმერთო, რა ძველია. იყო. ჯიში იყო. რობაქიძე. ამაოდ ელიან ჩემი ჯილაგის გადაჯიშებას. ჯიში ფაქიზია. ჯიში ჯიშია. ცხოვრება ძნელია.  მაგრამ სარეველა ყველაფერს გაახმობს - ჯიში თუ ძველია იტყვის თავისას. მე მივაგენი შენს ძარღვს მელიტა და შევადარე ისინი ერთხელ წყლიდან ნაპირზე ამოცვენილ უსუსურ თევზებს. ფერი ფერს ეძებს, მადლი ღმერთს, რომ ფერი ფერს ეძებს, თუმცა თქვენს ფერებს შეჰპარვიათ ჟანგი და მიწა. იყო ტიციანი. დენდი და პოეტი. იყო მელიტა. გალაკტიონი. შერვაშიძე მისი მერი და იყო მაყაშვილი. ო, რა ელიტა გააგზავნეს მოუსავლეთში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები