ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2009


გერმანელი პროფესორი

გერმანელი პროფესორი ესტუმრა თბილისს, ის წაიკითხავს დღეს ლექციას „ტრამალის მგელზე”. თუმც ჰერმან ჰესე ვერ ჰგუობდა ვერაფრით სალონს, დღეს ლამაზ-სალონს სწორედ ჰესე მოსწყურებია... ვინ ჩაიხედავს ტრამალის მგლის მრუმე თვალებში თუ არა მგელი, ის მარტოსული სულ ძველისძველი, ვინც სიკვდილს ელის, როგორც ქალი ლამაზ საჩუქარს.. მე ვცდილობ ახლა ჩემს თავს ავუხსნა ეს საოცრება. თვით ჰერმან ჰესე, ჩემი ძმა და ჩემი ოცნება ამ ლამაზმანებს ვინ მიუგდო ასე საჯიჯგნად? ან აირეკლავს მგლის თვალები მბრწყინავ ზედაპირს, სად ყველაფერი დახლზეა და სად ენა-პირს ანიჭებენ როლს უპირველესს? მიკვირს ამ ხალხის. ფერები თალხი მათთვის უცხოა. მშვენივრად გრძნობენ თავს ისინი ამ ჭრელ ბაზარში, დღეს კი დარბაზში გაიგონებ ბუზის გაფრენას. ნუთუ ამდენ ხალხს მართლა მოსწყურდა ტრამალის მგლის სევდიანი, მწარე სიმღერა? მოსწყურებია. ო, სწყურებიათ სულის უღრმეს ლაბირინთებში ხელის ფათური. მათში ვხედავდი მე თოჯინებს, თოჯინას ტკივილს, მაგრამ იმ  კივილს, მარტოსულის ყმუილს და ტირილს საუკუნეთა გადასასვლელზე ვერ გაექცა თურმე ვერავინ... ჰო აქა და იქ ისხდნენ ძველი ტრამალის მგლები, უფეროები, გაცრეცილები, ტკივილისაგან დამწვარი ძვლებით... იმათზე სხვა დროს. ახლა კი, ახლა მე გამაოცა ლამაზ-სალონმა, მე დავინახე ამ მოვლილ და ნასათუთევ ტკბილ სახეებში ტრამალის მგლის თოთო ლეკვები... უზარმაზარ საშიშ ორმოსთან... ო, ეს ბრმა ფარაც თურმე რომ ყნოსავს მომავალ სიკვდილს... უცებ ვერკვევი. გერმანელი პროფესორი ჩვენ გვიხსნის ჰესეს და არც კი იცის, ტრამალის მგელზე რამდენი ვიცით საუკუნეთა გადასასვლელის ტანჯულ შვილებმა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს