ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2009


ისტორიაა ქანდაკება კაცობრიობის

ისტორია. უზარმაზარი ქანდაკება კაცობრიობის. ძვირფასი ქვებით (სახელებით) მოოჭვილი და საშინელ ცეცხლით (ომის კვერთხით) ჩამოხვეწილი. ისტორია. კაცობრიობის უმწარესი გამოცდილება. მისი წარსული და მომავალიც. პიროვნებები ქმნიანო მას - იტყვის მავანი და სულ ერთხელაც არ დაფიქრდება, რომ ამ სიტყვებზე ზეცა ფითრდება: ისტორიაა ყველა ფიქრი, ყველა ოცნება, ყველა საქმე და ყველა მიზანი და ამიტომაც ყველა ხიზანი ამ ცოდვილი დედამიწისა ისტორიის შემოქმედია. ვინ მოქმედია, ვინ უმოქმედო, მნიშვნელობა არა აქვს ამას.... ზოგჯერ ხომ თავად უმოქმედობაც მოქმედებაა დამანგრეველი, ბოროტი ფიქრი, აზრი, ოცნებაც დიდი მნგრეველი თვისებებით ხასიათდება... თუმც ისტორიის ქანდაკება არ ზიანდება. აჰა, ომებიც, სისხლის ზღვები უსახელო ჯასრისკაცების, ისინიც ხომ ისტორიის მქმნელნი არიან ისევე, როგორც გნებავთ თავად ნაპოლეონი. ვიტყვი უბრალოდ: არ ყოფილიყო რომ ლაშქარი ნაპოლეონის, ვინ იქნებოდა ნაპოლეონი? მაღალ ზეცისთვის ყველა ერთია. მაღლა ღმერთია, რომელიც როლებს ანაწილებს რეჟისორივით. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ გმირია და ვინ კი სტატისტი (რეჟისორისთვის). მთავარი სხვაა. მთავარია ჩანაფიქრის განსხეულება და ისტორიაც ისევ ჩვენგან თუ სხეულდება: ისტორიაა ყველა ჩვენგანი, ისტორიაა არა მარტო მეისტორიის ბრძენი თვლებით, არამედ მაღლაც, სადაც ვალები სათითაოდ მოგვეკითხება. ისტორია. უზარმაზარი ქანდაკება კაცობრიობის.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები