| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2009 |
ხანდახან ვხედავ, როგორ იღვიძებს ჩემში სალოსი. იმ დიდ სინათლეს რიბირაბოსი სიგიჟის ენით თუ გამოხატავ. მერე კი, როცა სურათს დახატავ, მაინც იტყვიან: „რასაც ეს ხატავს, არც სიგიჟეა და არც სიბრძნე....” თითქოსდა იგრძნეს სულ სხვა ხმაური არაქაური... შენ კი თავს თუ მოიკატუნებ, ეტყვი კაცუნებს: „მე ცოტას ვურევ, ცოტას არ ვურევ...”. ამ სოფელს ასე თუ გააცურებ. მერე ჩაიცვამ მაწანწალას დაგლეჯილ სამოსს, აქეთ ნაპირზე დარჩენილთ ეტყვი: „გაამოთ, ღმერთმა შეგარგოთ თქვენ ეს სოფელი....” ხოლო ყოველი, ვინც შენ მოგისმენს, იქით ნაპირას გაინაპირებს... ო, იმ ნაპირებს ვით შეველიო, მითხარით ძმებო, მე დანაპირებს.... ზეციურ ქალაქს... არასდროს არას მოვერიდები. მომენატრა ძველი ხიბლები, სხვა სურათებით ვერ ვიხიბლები.. ხიბლი ხომ მაინც ხიბლია და ლანდ-ფანტაზია, იგი კიდევ სულ სხვა რამეა: სითბო, სინათლე. და სიყვარული. მოკლედ, სიცოცხლე და სიხარული ამ სიცოცხლით ნასაზრდოები... ახლა ხომ მიხვდით, საიდან მოდის ის საზრდოები, ჟამიდან ჟამზე რომ მაცოცხლებს ნაპირზე ობლად ამოგდებული უსუსური ლიფსიტასავით... ახლა ხომ მიხვდით... ხანდახან ვხედავ, როგორ იღვიძებს ჩემში სალოსი. იმ დიდ სინათლეს რიბირაბოსი სინათლის ენით თუ გამოხატავ. განცდილ სურათებს როდესაც ვხატავ, მე მეჩვენება თითქოს ვტყუივარ, როს მიბრუნდება ძველი ჩვენება, მე მხოლოდ მაშინ, მაშინღა ვგრძნობ, ახლა ვბზუივარ სულ სხვა ენაზე... იმ დიდ გზნებაზე მხოლოდ გიჟები თუ იმღერებენ, გზაარეული სიყვარულის ტრუბადურები. და მეც გიჟი ვარ, უფრო სწორად სულ არ ვარ გიჟი, რადგანაც ვიცი, სადაც ვარ და საით მივდივარ. რა მომელის? იმ დღეს მოველი, როცა იტყვის ყველა, ყოველი: „არა, სიგიჟე სულ არ ყოფილა ცრემლით სოველი გიჟის თვალები....” და ნაწვალები, ნაწამები ეს ჩემი მზერა წინასწარ ტკბება იმ დიდ წამებით... ხანდახან ვხედავ, როგორ იღვიძებს ჩემში სალოსი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არ დაუჯერო არგონავტს მშვენიერი ფორმა აქვს :) არ დაუჯერო არგონავტს მშვენიერი ფორმა აქვს :)
9. ჰოო მე მომეწონა... ყოჩაღღღ... ჰოო მე მომეწონა... ყოჩაღღღ...
8. აშკარად პოეზიაა, მაგრამ გადმოცემის ფორმაა იმდენად ცუდი (ავტორის აზრით ალბათ ორიგინალური), რომ ვერც კი ჩავიკითხე ბოლომდე ... 5 ქულა, რაც წავიკითხე იმას! :))) იმედია არ მიწყენს ლაზი :) პატივისცემით, მეგრელი :D აშკარად პოეზიაა, მაგრამ გადმოცემის ფორმაა იმდენად ცუდი (ავტორის აზრით ალბათ ორიგინალური), რომ ვერც კი ჩავიკითხე ბოლომდე ... 5 ქულა, რაც წავიკითხე იმას! :))) იმედია არ მიწყენს ლაზი :) პატივისცემით, მეგრელი :D
6. Top-notch, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
Top-notch, :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
5. „მე ცოტას ვურევ, ცოტას არ ვურევ...”. ამ სოფელს ასე თუ გააცურებ
იმ ნაპირებს ვით შეველიო, მითხარით ძმებო, მე დანაპირებს.... ზეციურ ქალაქს... არასდროს არას მოვერიდები. მომენატრა ძველი ხიბლები, სხვა სურათებით ვერ ვიხიბლები..
მშურს... იქით ნაპირებს თუ ეზიარეთ...55555555555555555555555 „მე ცოტას ვურევ, ცოტას არ ვურევ...”. ამ სოფელს ასე თუ გააცურებ
იმ ნაპირებს ვით შეველიო, მითხარით ძმებო, მე დანაპირებს.... ზეციურ ქალაქს... არასდროს არას მოვერიდები. მომენატრა ძველი ხიბლები, სხვა სურათებით ვერ ვიხიბლები..
მშურს... იქით ნაპირებს თუ ეზიარეთ...55555555555555555555555
4. აქ პოეზიაა...და უმშვენიერესი....და ეს ფორმაც რაღაც მართლა სხვაგვარად გაიძლებს ისუნთქო.......:) აქ პოეზიაა...და უმშვენიერესი....და ეს ფორმაც რაღაც მართლა სხვაგვარად გაიძლებს ისუნთქო.......:)
3. და მეც გიჟი ვარ, უფრო სწორად სულ არ ვარ გიჟი, რადგანაც ვიცი, სადაც ვარ და საით მივდივარ. რა მომელის? იმ დღეს მოველი, როცა იტყვის ყველა, ყოველი: „არა, სიგიჟე სულ არ ყოფილა ცრემლით სოველი გიჟის თვალები....” და ნაწვალები, ნაწამები ეს ჩემი მზერა წინასწარ ტკბება იმ დიდ წამებით... ხანდახან ვხედავ, როგორ იღვიძებს ჩემში სალოსი....
მე ასე ჩაწერილს მივეჩვიე... ასე უკეთესად აღვიქვამ... სუნთქვას მიყვება ასე ბოლომდე....
და მეც გიჟი ვარ, უფრო სწორად სულ არ ვარ გიჟი, რადგანაც ვიცი, სადაც ვარ და საით მივდივარ. რა მომელის? იმ დღეს მოველი, როცა იტყვის ყველა, ყოველი: „არა, სიგიჟე სულ არ ყოფილა ცრემლით სოველი გიჟის თვალები....” და ნაწვალები, ნაწამები ეს ჩემი მზერა წინასწარ ტკბება იმ დიდ წამებით... ხანდახან ვხედავ, როგორ იღვიძებს ჩემში სალოსი....
მე ასე ჩაწერილს მივეჩვიე... ასე უკეთესად აღვიქვამ... სუნთქვას მიყვება ასე ბოლომდე....
2. არა, ია-ია, ეს პოეზიაა, ორონდ პროზაული სახით ჩაუწერია ავტორს! არა, ია-ია, ეს პოეზიაა, ორონდ პროზაული სახით ჩაუწერია ავტორს!
1. „არა, სიგიჟე სულ არ ყოფილა ცრემლით სოველი გიჟის თვალები....” და ნაწვალები, ნაწამები ეს ჩემი მზერა წინასწარ ტკბება იმ დიდ წამებით... ხანდახან ვხედავ, როგორ იღვიძებს ჩემში სალოსი.... როგორი მელოდიური პროზა გააქვს :) „არა, სიგიჟე სულ არ ყოფილა ცრემლით სოველი გიჟის თვალები....” და ნაწვალები, ნაწამები ეს ჩემი მზერა წინასწარ ტკბება იმ დიდ წამებით... ხანდახან ვხედავ, როგორ იღვიძებს ჩემში სალოსი.... როგორი მელოდიური პროზა გააქვს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|