| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2009 |
ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. ზოგისათვის ლიტერატურა დიქტატურაა სქელი ტომების, ჭრელი სკოლების, ცხარე ომების, დაჯგუფებებს შორის რომ ხდება. ზოგი ხომ კვდება უცხო გვარის გაგონებაზე, ზოგი კი ხვდება, რომ მავანის მწერლობა სცდება სინამდვილის ყოველგვარ ფარგლებს. ხოლო ნამდვილი შემოქმედი სულ მარტო რჩება. ასე ყოფილა. ასეა. და ასე იქნება. ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. ზოგისთვის იგი ძიებაა თვით შემოქმედის. ზოგისთვის მანჭვა. ზოგისთვის პრანჭვა ცარიელი მძიმე სიტყვებით, ხოლო ზოგისთვის, სულ უბრალოდ თავშესაფარი. მხოლოდ პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი რჩება ჭერის გარეშე, რადგან პოეტი ცხოვრებაში არის საპყარი. ლიტერატურა, საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. ზოგი აზროვნებს მშრალი ცნებებით, კატეგორიებით, ზოგი ინტერესდება ლამაზ გორილებით, ზოგის დაინტერესება (თურმე ესეც ხდება) მხოლოდ ფულშია. ამ დროს კი მხატვარი თავის სულშია, მას არ ენაღვლება სულ, სულ არაფერი, ის აღარც ზევით არის და აღარც ქვევით, ის თავის ნახატშია, არცა სწყურია და ვგონებ არცა შია.. ამიტომ მხატვარს რწმენა ისე, ისე სჭირდება, ვით მეზღვაურს ხელში კომპასი... პოეზია ეს არ არის პირში მომპასი... პოეზია სულ სხვა რამეა: გალაკტიონი როცა წერდა „მე და ღამეს”, იქვე იცოდა: „განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება...” გზაარეული გალაკტიონი, დაკეტილია მისთვის სიონი... სამაგიეროდ დოსტოევსკი გზა არის, არხი, დიდმა მწერალმა იცოდა არც კი, მისი წიგნებით მონასტრებში წავიდოდნენ ახალგაზრდები... ერთიც დიდია და მეორეც, მაგრამ სული, სული ვისია? ხომ ეს არის ჩვენთვის მთავარი, ჩვენთვისაც და ალბათ მათთვისაც... ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. აი, კლოუნებიც, ჭრელაჭრულები, ავანგარდულები, მოდერნულები, ჟონგლიორობენ სიტყვებით და ისე უსტვენენ, რომ მათი შიშით თვით ყვავებიც იმალებიან, ნიჭიერები იმათ შორის იკარგებიან ფერების ზღვაში, ფერთა და ხმათა... მწერალი ამ დროს იტანჯება საშინელ ტანჯვით და იმათ მანჭვის სულ არაფერი გაეგება, სულ არაფერი... ხოლო როდესაც დროთა ფარდები დაუთმობენ სიტყვას მსაჯულთა, როდესაც მზერა ძეთა, ასულთა, სულ სხვანაირად წარიმართება შემოქმედისკენ, ის იქნება უკვე ღმერთისკენ... ანდა პირიქით... ახლა კი, ახლა სცენა ირთვება ჭრელაჭრულებით, ახლა სრულებით სხვას ეკუთვნის ტაში და ბისი.... მწერალმა იცის: ის ახლა უვლის საწერ მაგიდას, სიჩუმეს და გავსებულ ფურცლებს, ის წამებს, წუთებს გადააქცევს მარადისობად... და კიდევ ერთი: მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი კაცზე, ნამდვილ პოეტზე, ნამდვილ მწერალზე - იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. 555555555555555555555555555555555555555555555!!! ძააალიან მომწონს!! 555555555555555555555555555555555555555555555!!! ძააალიან მომწონს!!
14. რადგან პოეტი ცხოვრებაში არის საპყარი
:D
წლის მარგალიტია :D
რადგან პოეტი ცხოვრებაში არის საპყარი
:D
წლის მარგალიტია :D
13. ხოლო ზოგისთვის, სულ უბრალოდ თავშესაფარი.
რა კარგი ხართ ლაზი...
მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... - დაგესესხებით ამ სიტყვებს...... ხოლო ზოგისთვის, სულ უბრალოდ თავშესაფარი.
რა კარგი ხართ ლაზი...
მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... - დაგესესხებით ამ სიტყვებს......
12. უკომენტაროდ..... ჩემი აღფრთოვანება......;) უკომენტაროდ..... ჩემი აღფრთოვანება......;)
11. ვერასოდეს ვერ ვიტყვი კაცზე, ნამდვილ პოეტზე, ნამდვილ მწერალზე - იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... ლიტერატურა.
საინტერესო ადამიანი ხარ :-* ვერასოდეს ვერ ვიტყვი კაცზე, ნამდვილ პოეტზე, ნამდვილ მწერალზე - იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... ლიტერატურა.
საინტერესო ადამიანი ხარ :-*
10. მუდამ საინტერესო რამ მხვდება აქ, სითბოსთან ერთად .... მოგიკითხეთ მუდამ საინტერესო რამ მხვდება აქ, სითბოსთან ერთად .... მოგიკითხეთ
9. მშვენიერია, მომწონს
თავისუფლად შეგეძლოთ ჟანრად პუბლიცისტიკაც მიგეცათ :) ( არ ვხუმრობ )
5 ქულა
მშვენიერია, მომწონს
თავისუფლად შეგეძლოთ ჟანრად პუბლიცისტიკაც მიგეცათ :) ( არ ვხუმრობ )
5 ქულა
8. მწერალზე - იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი..\ დიდებული შეფასებაა...იყო ასეთი კაცი...ო. ჭილაზე...55555555555555555555 მწერალზე - იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი..\ დიდებული შეფასებაა...იყო ასეთი კაცი...ო. ჭილაზე...55555555555555555555
7. პოეზია ეს არ არის პირში მომპასი... და მაინც: ჟანრი -პოეზია?:) პოეზია ეს არ არის პირში მომპასი... და მაინც: ჟანრი -პოეზია?:)
6. თქვენი მუდმივი მკითხველი ვარ! თქვენი მუდმივი მკითხველი ვარ!
5. მაგარია ძაან! მაგარია ძაან!
4. 555555555555555555555555555555555555 555555555555555555555555555555555555
3. ჰო, ლაზო. ეგრე ჯობია. კარგად წერ. მომწონს შენი ნაწერები. გაიხარე. ჰო, ლაზო. ეგრე ჯობია. კარგად წერ. მომწონს შენი ნაწერები. გაიხარე.
2.
ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. ზოგისათვის ლიტერატურა დიქტატურაა სქელი ტომების,ჭრელი სკოლების, ცხარე ომების, დაჯგუფებებს შორის რომ ხდება. ზოგი ხომ კვდება უცხო გვარის გაგონებაზე, ზოგი კი ხვდება, რომ მავანის მწერლობა სცდება სინამდვილის ყოველგვარ ფარგლებს. ხოლო ნამდვილი შემოქმედი სულ მარტო რჩება. ასე ყოფილა. ასეა. და ასე იქნება. ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. ზოგისთვის იგი ძიებაა თვით შემოქმედის. ზოგისთვის მანჭვა. ზოგისთვის პრანჭვა ცარიელი მძიმე სიტყვებით, ხოლო ზოგისთვის, სულ უბრალოდ თავშესაფარი. მხოლოდ პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი რჩება ჭერის გარეშე, რადგან პოეტი ცხოვრებაში არის საპყარი. ლიტერატურა, საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. ზოგი აზროვნებს მშრალი ცნებებით, კატეგორიებით, ზოგი ინტერესდება ლამაზ გორილებით, ზოგის დაინტერესება (თურმე ესეც ხდება) მხოლოდ ფულშია. ამ დროს კი მხატვარი თავის სულშია, მას არ ენაღვლება სულ, სულ არაფერი, ის აღარც ზევით არის და აღარც ქვევით, ის თავის ნახატშია, არცა სწყურია და ვგონებ არცა შია.. ამიტომ მხატვარს რწმენა ისე, ისე სჭირდება, ვით მეზღვაურს ხელში კომპასი... პოეზია ეს არ არის პირში მომპასი... პოეზია სულ სხვა რამეა: გალაკტიონი როცა წერდა „მე და ღამეს”, იქვე იცოდა: „განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება...” გზაარეული გალაკტიონი, დაკეტილია მისთვის სიონი... სამაგიეროდ დოსტოევსკი გზა არის, არხი, დიდმა მწერალმა იცოდა არც კი, მისი წიგნებით მონასტრებში წავიდოდნენ ახალგაზრდები... ერთიც დიდია და მეორეც, მაგრამ სული, სული ვისია? ხომ ეს არის ჩვენთვის მთავარი, ჩვენთვისაც და ალბათ მათთვისაც... ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა. აი, კლოუნებიც, ჭრელაჭრულები, ავანგარდულები, მოდერნულები, ჟონგლიორობენ სიტყვებით და ისე უსტვენენ, რომ მათი შიშით თვით ყვავებიც იმალებიან, ნიჭიერები იმათ შორის იკარგებიან ფერების ზღვაში, ფერთა და ხმათა... მწერალი ამ დროს იტანჯება საშინელ ტანჯვით და იმათ მანჭვის სულ არაფერი გაეგება, სულ არაფერი... ხოლო როდესაც დროთა ფარდები დაუთმობენ სიტყვას მსაჯულთა, როდესაც მზერა ძეთა, ასულთა, სულ სხვანაირად წარიმართება შემოქმედისკენ, ის იქნება უკვე ღმერთისკენ... ანდა პირიქით... ახლა კი, ახლა სცენა ირთვება ჭრელაჭრულებით, ახლა სრულებით სხვას ეკუთვნის ტაში და ბისი.... მწერალმა იცის: ის ახლა უვლის საწერ მაგიდას, სიჩუმეს და გავსებულ ფურცლებს, ის წამებს, წუთებს გადააქცევს მარადისობად... და კიდევ ერთი: მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი კაცზე, ნამდვილ პოეტზე, ნამდვილ მწერალზე - -იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... ლიტერატურა. საოცარია, რამდენნაირ კატეგორიას მოიცავს იგი ადამიანთა...
ასეც შეიძლება. დ. :)

1. "ზოგისთვის პრანჭვა ცარიელი მძიმე სიტყვებით, ხოლო ზოგისთვის, სულ უბრალოდ თავშესაფარი. მხოლოდ პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი რჩება ჭერის გარეშე, რადგან პოეტი ცხოვრებაში არის საპყარი"
"და კიდევ ერთი: მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი კაცზე, ნამდვილ პოეტზე, ნამდვილ მწერალზე - იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... "
მომწონს თქვენი ნაწერები ძალიან...მოგიკითხეთ ლაზო :) "ზოგისთვის პრანჭვა ცარიელი მძიმე სიტყვებით, ხოლო ზოგისთვის, სულ უბრალოდ თავშესაფარი. მხოლოდ პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი რჩება ჭერის გარეშე, რადგან პოეტი ცხოვრებაში არის საპყარი"
"და კიდევ ერთი: მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი კაცზე, ნამდვილ პოეტზე, ნამდვილ მწერალზე - იგი არის ლიტერატორი. მე ვიტყვი ასე: ის არის კაცი, ვინაც იგრძნო სიცოცხლის ფასი.... "
მომწონს თქვენი ნაწერები ძალიან...მოგიკითხეთ ლაზო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|