ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელ გრინი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2009


აქ შენ ხარ... აქ მე...

ავიღე სოციალური ბარათი,
ავედი #25 ყვითელ ავტობუსში...
ჩაფიქრებული ჩამოვჯექი,
გზა იყო დასაძლევი
თუმცა,ეს არასდროს მაშფოთებდა...
გაუფიქრებლად ვითვლიდი წამებს,
ვიყურებოდი უაზროდ,
ხალხი თითქოს არც გავდა ერთმანეთს...
გვიან,თუმცა მაინც
ორ სავარძელზე ამოტვიფრული
ბუნდოვანი ფრაზები:
"აქ მე ვარ... აქ შენ"
წაკითხვის თანავე მშობლიური ვიგრძენი,
უცხოდ გასაგები ფრაზები,
ჩემთვის გაგონილი იყო...
ვიგრძენი,რომ არ უნდა გამეგრძელებინა,
გზა გოლგოთისაკენ...
მტანჯავდა თუმცა სასიამოვნოდ
მე ჩამოვედი...
დღეს ეს სიტყვები ჭეშმაროტი იყო
გავიფიქრე მე,
თუმცა უცნაურად ვდგამდი ნაბიჯებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს