| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 10 აგვისტო, 2009 |
დღეს ველური ვარ, დღეს გამოვხატავ ჩემს ცხელ გრძნობებს მხოლოდ ყმუილით, მივუვარდები ძველ მოსისხლეს საშიშ ღმუილით, დღეს მე სიშიშვლე მომენატრა სულის და ხორცის, დღეს ჩემში ნიჭმა გაიღვიძა ნადირის ხოცვის, მთლად პირველყოფილ შიშით სავსე უსიტყვო ლოცვის, დღეს ვარ ტყის კაცი, ჯერ ჭაბუკი, სულაც წლის ოცის. დღეს მე სიყვარულს გამოვხატავ ველურ სინაღდით, მივუვარდები ჩემს მოქიშპეს ირმის სიმარდით, თავს გავუჭეჭყავ ბასრი ქვით და მერე ჩემს გოგოს, ველურს და შიშველს მოვეფერები სულ სხვა სინაზით. როს დავიღლებით კბენა-ღრენით, ბავშვურ სიანცით, მე წავალ ტყეში ნადირის ეშვით, ო, არის ძმებო ამაში ეშხი... ახლა კი წვიმა უკაკუნებს აკვარიუმს, ჩემს კუბო-ბინას, აგერ პირდაპირ სავარძელში შავ პუდელს სძინავს, ეს ტელეფონიც ნერვებს მიშლის, ვახსოვარ ვიღას, ტელევიზორში ვიღაც ტიპი სხვა ტიპებს კილავს. მე ველური ვარ. ჩემში ვიღაც ველურად კივის, ბიჭი გაგიჟდა, დედაჩემი მოთქვამს და ტირის. მოდის ექიმი. ეს ნორმალურთა ძველი ვექილი: „ო, ეს სტრესია....” მე მეცინება და ექიმს ვუხსნი: „არა, ძამიკო, აბედ-კვესია, ჩემს ლამაზ გოგოს ნაჩუქარი ველურთ წესია...” ექიმს გულწრფელად ვეცოდები, ვიკავებ სიცილს, ო, ვერ წაართმევ ამ გენიოსს, რაც იცის, იცის. მე მახსენდება, რომ დღესა ვარ ველური ბიჭი და ვიჭყანები, დედაჩემი სირცხვილით იწვის. ექიმი მიდის, ჩემში ვიღაც ველურად კივის, ბიჭი გაგიჟდა, დედაჩემი მოთქვამს და ტირის....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ესეც კარგია ;;) ესეც კარგია ;;)
13. მადლობა ყველას. მადლობა ყველას.
12. მაგარიაააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ძლიერი ავტორი ხარ და საინტერესო :) არ ვხუმრობ 555555 მაგარიაააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ძლიერი ავტორი ხარ და საინტერესო :) არ ვხუმრობ 555555
11. მომეწონა :) მომეწონა :)
10. მართლა კარგი კათარზისია ლექსად, ნიცშე, რობაქიძე და ეგეთები არის ცოტა მაგრამ მაინც ორიგინალურია......თუმცა ველურს ჩემთან სხვა ახსნა აქვს :)
პ.ს. მარტო დღეს არა უშავს კიდე, მე სულ მასე ვარ :)) მართლა კარგი კათარზისია ლექსად, ნიცშე, რობაქიძე და ეგეთები არის ცოტა მაგრამ მაინც ორიგინალურია......თუმცა ველურს ჩემთან სხვა ახსნა აქვს :)
პ.ს. მარტო დღეს არა უშავს კიდე, მე სულ მასე ვარ :))
8. საოცარი ლექსები... ფორმაც კარგია, შინაარსიც და ავტორიც! გაიხარეთ!!!!!!! საოცარი ლექსები... ფორმაც კარგია, შინაარსიც და ავტორიც! გაიხარეთ!!!!!!!
7. კარგია, ლაზო, კარგი თქო :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
კარგია, ლაზო, კარგი თქო :)
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
6. ლაზო.... ძალიან მაგარი ხარ...ვინც ხარ..... გაველურებული ასე გვხიბლავ და..... დენდი რას იზამ?! :) :) :) ლაზო.... ძალიან მაგარი ხარ...ვინც ხარ..... გაველურებული ასე გვხიბლავ და..... დენდი რას იზამ?! :) :) :)
5. რობაქიძის სუნს ვგრძნობ,მაპატიოს ავტორმა გულახდილობა.თუმც სასიამოვნოთ ამარელვა ამ ლექსმა :) რობაქიძის სუნს ვგრძნობ,მაპატიოს ავტორმა გულახდილობა.თუმც სასიამოვნოთ ამარელვა ამ ლექსმა :)
4. მომწონს ეს გაველურებული ბიჭი...5 მომწონს ეს გაველურებული ბიჭი...5
3. ახლა კი წვიმა უკაკუნებს აკვარიუმს, ჩემს კუბო-ბინას, აგერ პირდაპირ სავარძელში შავ პუდელს სძინავს, ეს ტელეფონიც ნერვებს მიშლის, ვახსოვარ ვიღას, ტელევიზორში ვიღაც ტიპი სხვა ტიპებს კილავს. მე ველური ვარ.
კი...არის ამაში ეშხი... როგორც ყველა თქვენს ნაწერში... უცნაური,ველური ეშხი... ახლა კი წვიმა უკაკუნებს აკვარიუმს, ჩემს კუბო-ბინას, აგერ პირდაპირ სავარძელში შავ პუდელს სძინავს, ეს ტელეფონიც ნერვებს მიშლის, ვახსოვარ ვიღას, ტელევიზორში ვიღაც ტიპი სხვა ტიპებს კილავს. მე ველური ვარ.
კი...არის ამაში ეშხი... როგორც ყველა თქვენს ნაწერში... უცნაური,ველური ეშხი...
2. მომწონს................................ მომწონს................................
1. მომწონს................................ მომწონს................................
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|