| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 9 იანვარი, 2010 |
დავყურებ ძარღვებს, შევყურებ სარკეს და არ ვუჯერებ თვალებს, ჩემს სარკმლებს, ნუთუ მე დღემდე ვერ მივაგენ სასწაულს ამდენს საკუთარ თავში, სასწაულთ სახლში ნუთუ მე დღემდე ვერ მივაგენ იდუმალ ფანჯრებს. უფაქიზესი კლავიშები აჟღერდა სულში, ვიღაცის ხელი ჩუმად ანთებს სიმშვიდის სანთლებს, და მეც შინისკენ მივიჩქარი, მეც მიხარია, ამ ბედნიერ დღეს ველოდი რამდენს. დღეს ჩემს ტაძარში სისუფთავე ისევ გამეფდა, მისი კედლები უსპეტაკეს ფერად გათეთრდა, ო, მის წიღში ყველაფერი ისე გაერთდა, რომ მე ვიგრძენი სიახლოვე თვით მაღალ ღმერთთან, იმ ყოვლისმხედთან, ვინ დააწესა სიმრავლე ფერთა. მე საიდუმლოს ჩემი ტაძრის ავხადე ფარდა და ვერ ვიპოვე ვერაფერი მე იქა, გარდა სიყვარულისა.... ახლა ვიცანი ის მიზანი ბოროტ გულისა, სურვილთა ბადით სიანკარეს კაცის სულისა ასე რომ ბღალავს, მის სიდიადეს ასე რომ ფარავს, და სიკვდილისკენ ჩუმად რომ კვალავს... მაინც ვერ მალავს მხსნელ გზას ტაძრისკენ... სიყვარულისა. ახლა ხომ ვხედავ, ჩემი სახე შექმნილია თუ ვის ხატისად, ახლა ჩემს სხეულს შევადარებ კედლებს ტაძრისა, ახლა მე ხმები არ მაწუხებს ქუჩა-ბაზრისა, ახლა კი ძმებო, ცხოვრებაზე სულ სხვა აზრის ვარ, არ მეშინია ახლა, ხალხნო, აღარც ავდრისა, ახლა მე ვგალობ საგალობელს ჩემი ტაძრისა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ნუ ვერ მიხვხდი ეს რა არის.. პროზა თუა რითმა რატომ აქვს, და ლექსი თუა ასეთი რითმა რატომ აქვს.. :( ძარღვებს, სარკეს, თვალებს, სარკმლებს, ამდენს.. გეკადრებათ??? წაკითხვის სურვილი გამიქრო პირველივე ორმა ხაზმა... ქართულ ესტრადაზე გვხვდება ხოლმე ასეთი რითმები და ძველ ოღონდ უნიჭო პოეტებთან.. :დ ფორმაც არ მომეწონა და და აზრიც შესაბვამისად, როცა წერ უნდა წერო და როცა გალობ უნდა იგალობო, ერთად არ გამოვა.. და ეს ბოლოც, ტაძრისა და ავდრისა საშინელება იყო.. იმედია მომდევნო ნაწერი უკეთესი იქნება... :) პატივისცემით თქვენი სარიანი მკითხველი.. :დ ნუ ვერ მიხვხდი ეს რა არის.. პროზა თუა რითმა რატომ აქვს, და ლექსი თუა ასეთი რითმა რატომ აქვს.. :( ძარღვებს, სარკეს, თვალებს, სარკმლებს, ამდენს.. გეკადრებათ??? წაკითხვის სურვილი გამიქრო პირველივე ორმა ხაზმა... ქართულ ესტრადაზე გვხვდება ხოლმე ასეთი რითმები და ძველ ოღონდ უნიჭო პოეტებთან.. :დ ფორმაც არ მომეწონა და და აზრიც შესაბვამისად, როცა წერ უნდა წერო და როცა გალობ უნდა იგალობო, ერთად არ გამოვა.. და ეს ბოლოც, ტაძრისა და ავდრისა საშინელება იყო.. იმედია მომდევნო ნაწერი უკეთესი იქნება... :) პატივისცემით თქვენი სარიანი მკითხველი.. :დ
10. ახლა მე ვგალობ საგალობელს ჩემი ტაძრისა... :) ჩვენი დიანა დაბრუნებულაოო :-* მრავალ შობა ახალ წეელს!!! :) ახლა მე ვგალობ საგალობელს ჩემი ტაძრისა... :) ჩვენი დიანა დაბრუნებულაოო :-* მრავალ შობა ახალ წეელს!!! :)
8. დიდი მადლობა ყველას და თითოეულს, მოგესალმებით კაი ორი თვის მერე. :) გილოცავთ შობა-ახალ წელს... აქედან გადაკარგულს ბოლოს ლაზის ტექსტებმა ''მითხრეს'' - მოგვენტრა ურაკიო! რაა, როგორ იქცევიო და ა.შ. და მეც იძულებული ვარ გავაგრძელო. ბოდიშს ვუხდი იმათ, ვინც არ იცნობს ამ ავტორს_ფაქტიურად მათ შეკითხვებზე ჩემს ძველ კომენტებში ყველაფერი ნათქვამია... ახლა, იმას რა აანაზღაურებს, რაც კარგი გამომრჩა ამ ორ თვეში, ვეცდები ნელ-ნელა გავეცნო. არადა, მაშინაც ჭარბი დოზა მივიღე და მგონი ნაწილობრივ იმიტომაც გავიქეცი.. აბა ჰე და აბა ჰო! როგორც იტყვის ჩემი ერთი შორეული მეგობარი.. პატივისცემით დიანა :) დიდი მადლობა ყველას და თითოეულს, მოგესალმებით კაი ორი თვის მერე. :) გილოცავთ შობა-ახალ წელს... აქედან გადაკარგულს ბოლოს ლაზის ტექსტებმა ``მითხრეს`` - მოგვენტრა ურაკიო! რაა, როგორ იქცევიო და ა.შ. და მეც იძულებული ვარ გავაგრძელო. ბოდიშს ვუხდი იმათ, ვინც არ იცნობს ამ ავტორს_ფაქტიურად მათ შეკითხვებზე ჩემს ძველ კომენტებში ყველაფერი ნათქვამია... ახლა, იმას რა აანაზღაურებს, რაც კარგი გამომრჩა ამ ორ თვეში, ვეცდები ნელ-ნელა გავეცნო. არადა, მაშინაც ჭარბი დოზა მივიღე და მგონი ნაწილობრივ იმიტომაც გავიქეცი.. აბა ჰე და აბა ჰო! როგორც იტყვის ჩემი ერთი შორეული მეგობარი.. პატივისცემით დიანა :)
7. უი მართლა... მიეცი ლექსის ფორმა, მშვენიერი რამ დაგიწერია. უი მართლა... მიეცი ლექსის ფორმა, მშვენიერი რამ დაგიწერია.
5. :) დიდი ხანია არ წამიკითხავს თქვენი ლექსები.... ძალიან მომეწონა როგორც ყოველთვის ;) ილტოსპირელს ვერ დავეთანხმები, ეს რომ პოეზიის ფორმით იყოს, ძალიან გრძელი გამოვიდოდა და შეიძლება არ წაეკითხათ :) :) დიდი ხანია არ წამიკითხავს თქვენი ლექსები.... ძალიან მომეწონა როგორც ყოველთვის ;) ილტოსპირელს ვერ დავეთანხმები, ეს რომ პოეზიის ფორმით იყოს, ძალიან გრძელი გამოვიდოდა და შეიძლება არ წაეკითხათ :)
4. ახლა ხომ ვხედავ, ჩემი სახე შექმნილია თუ ვის ხატისად, ახლა ჩემს სხეულს შევადარებ კედლებს ტაძრისა, ახლა მე ხმები არ მაწუხებს ქუჩა-ბაზრისა, ახლა კი ძმებო, ცხოვრებაზე სულ სხვა აზრის ვარ, არ მეშინია ახლა, ხალხნო, აღარც ავდრისა, ახლა მე ვგალობ საგალობელს ჩემი ტაძრისა...
წინა კომენტარს გავიმეორებდი...ლექსად იკითხება, თან არც ისე ურიგოდ ახლა ხომ ვხედავ, ჩემი სახე შექმნილია თუ ვის ხატისად, ახლა ჩემს სხეულს შევადარებ კედლებს ტაძრისა, ახლა მე ხმები არ მაწუხებს ქუჩა-ბაზრისა, ახლა კი ძმებო, ცხოვრებაზე სულ სხვა აზრის ვარ, არ მეშინია ახლა, ხალხნო, აღარც ავდრისა, ახლა მე ვგალობ საგალობელს ჩემი ტაძრისა...
წინა კომენტარს გავიმეორებდი...ლექსად იკითხება, თან არც ისე ურიგოდ
3. მოეწონა, თუმცა, მგონი, ამას ლექსის ფორმა უფრო მოუხდებოდა - ეს ხომ პოეზიაა! 5 მოეწონა, თუმცა, მგონი, ამას ლექსის ფორმა უფრო მოუხდებოდა - ეს ხომ პოეზიაა! 5
2. იდეა მგონი კარგი უნდა იყოს მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით დავამატებ, რომ ასეთი ფორმის და მოცულობით დიდი ტექსტის გამო ამებნა გზა, ცოტა :) იდეა მგონი კარგი უნდა იყოს მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით დავამატებ, რომ ასეთი ფორმის და მოცულობით დიდი ტექსტის გამო ამებნა გზა, ცოტა :)
1. დღეს ჩემს ტაძარში სისუფთავე ისევ გამეფდა, მისი კედლები უსპეტაკეს ფერად გათეთრდა, ო, მის წიღში ყველაფერი ისე გაერთდა, რომ მე ვიგრძენი სიახლოვე თვით მაღალ ღმერთთან, იმ ყოვლისმხედთან, ვინ დააწესა სიმრავლე ფერთა. მე საიდუმლოს ჩემი ტაძრის ავხადე ფარდა და ვერ ვიპოვე ვერაფერი მე იქა, გარდა სიყვარულისა....
სად ხარ შენ ლაზო დაკარგული?... ყველაფერს ერთად გილოცავ!!!! და მომენატრა შენი სუფთა ნაწერები..... დღეს ჩემს ტაძარში სისუფთავე ისევ გამეფდა, მისი კედლები უსპეტაკეს ფერად გათეთრდა, ო, მის წიღში ყველაფერი ისე გაერთდა, რომ მე ვიგრძენი სიახლოვე თვით მაღალ ღმერთთან, იმ ყოვლისმხედთან, ვინ დააწესა სიმრავლე ფერთა. მე საიდუმლოს ჩემი ტაძრის ავხადე ფარდა და ვერ ვიპოვე ვერაფერი მე იქა, გარდა სიყვარულისა....
სად ხარ შენ ლაზო დაკარგული?... ყველაფერს ერთად გილოცავ!!!! და მომენატრა შენი სუფთა ნაწერები.....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|