ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2010


მარიამ მაგდალინელს

ვიხსენებ იმ დღეს, როცა შეხვდი, დაო, მაცხოვარს, იგრძენ წყალობა, მყის წარსული, ვნებიანი შენი წარსული ცრემლმა  დათოვა, ჯერარგანცდილი სიმსუბუქე, ჰაეროვნება მისმა სახებამ სულში დატოვა. ადვილია ხომ სათქმელად უმეცართათვის: ღმერთის წყალობა? ამის უკან, კი, დაო, რაც ზის, რა ტანჯვები და საცოდაობა.... ყველა ივიწყებს შენს ნაწამებ ახალგაზრდობას. იძერწებოდა ეს წყალობა არადა მაშინ. შენი თვალები, თვალები მრეში,  გარბოდნენ ტყეში, იძირებოდნენ და დნებოდნენ კაცების ხმებში, შენი თვალები, დაო, მარიამ, თვალები მრეში... შენ მორალისტებს არად თვლიდი, არც მათ მორალურ სენტეციებს არ იღებდი არასდროს ყურად, არც ღვთისმოსავი არ ყოფილხარ შენ არასოდეს, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი: მათ სახეების დანახვაზე გეცინებოდა, კარგად უწყოდი,  მთელი მათი პატიოსნება შედეგი იყო სისხლის სიმშრალის. შენ არასოდეს არა გწამდა მკვდარ თოჯინების წესიერების, დაწესებული ზომიერების, ფარისეველი ღვთისმოსავების ცრუ ჩოქვების და გონიერების. შენ არასოდეს გამოგიხატავს სინანული, დაო, სიტყვებით, არც სახელი დაგირქმევია შენი ტანჯვისთვის, შენ არ გიყვარდა სენტიმენტები. ცხოვრობდი ისე, როგორც გესმოდა, სული ბოროტი როცა გესხმოდა, შენ მიჰყვებოდი. ასეთი იყო შენი გოლგოთა. ბრმად მიჰყვებოდი გულის ძახილს, სისხლი რომ რბოდა, იმ ჯოჯოხეთურ გზებით ვიდოდი და არ იცოდი, სხვა გზაც რომ იყო, მაგრამ სიწმინდე, შენთვის უცხო თითქოს სიწმინდე, შენსკენ მორბოდა. უთქმელი სცენა შენი თვითგვემის ზეცასაც მისწვდა და გადარჩენა შენი ისურვა, ადამის მოდგმა ვინც სისხლით იხსნა, ვინც ჯვარზე აცვეს, ვინც ძეა ღვთისა. შენ შეგიყვარა უფალმა, რადგან იყავ მართალი: შენ - მარიამ მაგდალინელი - ახლა სხვა ქალი.....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები