| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 9 სექტემბერი, 2009 |
მძაფრი სურათები. ფერის მაგია. ბავშვი და მის თვალებში არეკლილი მანტია, შავი, უშავესი. ამ სოფლად რაც კია, ჯოჯოხეთს არც კი აქვს. ხმები შორეული. სატანის გრაცია. თვალები. თვალები. ქალი და კაცია. მძაფრი სურათები. ფერის მაგია. ესთეტი ფაქიზი. სიღრმეში ბლანდია. ბავშვის მზერა სუფთა: ნეტავ, რა ლანდია? „მოდი, საყვარელო, მოდი, საყვარელო, მოდი, საყვარელო...” ცეცხლისფრად ანთია. ცხელი ფანტაზია. მწველი ტკივილები. მწველი ტკივილები. ბავშვი ხომ ბავშვია. დასრულდა სიცოცხლე: აქ სულ სხვა ნასკვია. ხვდება და სიცრუე. სიცრუე აცხია. ბავშვი მიიცვალა. მანტია ასხია. ბზარი გაჩნდა უკვე. ბზარი თვალს ატყვია. თვალები. თვალები. თვალები სად ყრია? იქვე სანაგვეში. ის ბავშვი არც კია. დედა. ხორცის დედა. პირველი მაგია" „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, პაწია....” მე და შენ ერთი ვართ. შენ - ჩემში. კაცია. მშობელის მაგია. ცხოვრება მკაცრია. შვილი მშობელია. მშობელი ბავშვია. მაგრამ ვინ გაიგებს? გამგები არც კია. გრძელდება მაგია. ბერგმანი. ესთეტი. გულის და გონების საშინელ სიღრმეში ჩახედვის მდომელი მე ისევ მაოცებს... მაგრამ იმ, იმ ლოცვებს ვინ მისწვდა? რომელი? ლაზარეს მოველი. ინგმარ, მე თავს გიხრი, მე შენ თანაგიგრძნობ, მხატვარის ხვედრი ხომ ხვედრია მოენის. შენ? შენ რას ფიქრობ? შენ რაღას მოელი? ო, მესმის, მე მესმის, შენა ხარ პოეტი. მაგრამ ხომ დროებით? ფერები გაქრება. გაქრება დროები.... ესთეტი დარჩება მეხოტბედ ღორების. შენ ხომ კარგად გესმის, ის ფერი შორეთის უფერო ფერია.... ძმებო, მაპატიეთ ეს მიეთმოეთი.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არაჩვეულებრივია... შემოქმედის განწყობათა მთელი კალეიდოსკოპი.....;) არაჩვეულებრივია... შემოქმედის განწყობათა მთელი კალეიდოსკოპი.....;)
9. დიდი მადლობა ყველას.... დ. დიდი მადლობა ყველას.... დ.
8. ბავშვის მზერა სუფთა: ნეტავ, რა ლანდია? „მოდი, საყვარელო, მოდი, საყვარელო, მოდი, საყვარელო...” ცეცხლისფრად ანთია. ცხელი ფანტაზია. მწველი ტკივილები. მწველი ტკივილები. ბავშვი ხომ ბავშვია. დასრულდა სიცოცხლე: აქ სულ სხვა ნასკვია. ხვდება და სიცრუე. სიცრუე აცხია. ბავშვი მიიცვალა. მანტია ასხია. ბზარი გაჩნდა უკვე. ბზარი თვალს ატყვია. თვალები. თვალები.
გულის და გონების საშინელ სიღრმეში ჩახედვის მდომელი მე ისევ მაოცებს... მაგრამ იმ, იმ ლოცვებს ვინ მისწვდა? რომელი?
შენ ხომ კარგად გესმის, ის ფერი შორეთის უფერო ფერია.... ძმებო, მაპატიეთ ეს მიეთმოეთი.....
მოგიკითხეთ ლაზი... ბავშვის მზერა სუფთა: ნეტავ, რა ლანდია? „მოდი, საყვარელო, მოდი, საყვარელო, მოდი, საყვარელო...” ცეცხლისფრად ანთია. ცხელი ფანტაზია. მწველი ტკივილები. მწველი ტკივილები. ბავშვი ხომ ბავშვია. დასრულდა სიცოცხლე: აქ სულ სხვა ნასკვია. ხვდება და სიცრუე. სიცრუე აცხია. ბავშვი მიიცვალა. მანტია ასხია. ბზარი გაჩნდა უკვე. ბზარი თვალს ატყვია. თვალები. თვალები.
გულის და გონების საშინელ სიღრმეში ჩახედვის მდომელი მე ისევ მაოცებს... მაგრამ იმ, იმ ლოცვებს ვინ მისწვდა? რომელი?
შენ ხომ კარგად გესმის, ის ფერი შორეთის უფერო ფერია.... ძმებო, მაპატიეთ ეს მიეთმოეთი.....
მოგიკითხეთ ლაზი...
5. ვაჰ რაღაცნაირია ჩამითრია ვაჰ რაღაცნაირია ჩამითრია
4. მომეწონა ძალიან და ემილისი არ იყოს მეც უნდა წავიკითხო მეორეჯერ... მოგიკითხეთ ლაზო :) მომეწონა ძალიან და ემილისი არ იყოს მეც უნდა წავიკითხო მეორეჯერ... მოგიკითხეთ ლაზო :)
3. შენ ხომ კარგად გესმის, ის ფერი შორეთის უფერო ფერია.... ძმებო, მაპატიეთ ეს მიეთმოეთი.....
რა თავმდაბლობაა... შენ ხომ კარგად გესმის, ის ფერი შორეთის უფერო ფერია.... ძმებო, მაპატიეთ ეს მიეთმოეთი.....
რა თავმდაბლობაა...
2. დამაფიქრებელი და საინტერესოა :) 5 და კიდევ ერთხელ წავიკითხავ უკეთ რომ აღვიქვა ;;) დამაფიქრებელი და საინტერესოა :) 5 და კიდევ ერთხელ წავიკითხავ უკეთ რომ აღვიქვა ;;)
1. გულის და გონების საშინელ სიღრმეში ჩახედვის მდომელი მე ისევ მაოცებს... მაგრამ იმ, იმ ლოცვებს ვინ მისწვდა? რომელი? ლაზარეს მოველი. ინგმარ, მე თავს გიხრი, მე შენ თანაგიგრძნობ, მხატვარის ხვედრი ხომ ხვედრია მოენის. შენ? შენ რას ფიქრობ? შენ რაღას მოელი? საღოლ. მართლაცდა. გულის და გონების საშინელ სიღრმეში ჩახედვის მდომელი მე ისევ მაოცებს... მაგრამ იმ, იმ ლოცვებს ვინ მისწვდა? რომელი? ლაზარეს მოველი. ინგმარ, მე თავს გიხრი, მე შენ თანაგიგრძნობ, მხატვარის ხვედრი ხომ ხვედრია მოენის. შენ? შენ რას ფიქრობ? შენ რაღას მოელი? საღოლ. მართლაცდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|