| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2009 |
იგი მოვიდა, როგორც ყოველთვის, სიონში მარტო. შავი, პრიალა ყავარჯენით, შორს წასული უმშვიდეს მზერით და სისუფთავის უცხო სურნელით. მიცვალებულის ჰქონდა რაღაცა, დაწყებული სუდარა ფერით და მიტკალივით ტანსაცმელით დამთავრებული. ფეხზე მდგომი მიცვალებული. ესთეტი. ბრძენი უმისამართო ნათელ მზერაში. ვიკითხე. მითხრეს, არის მლოცველი. უკარება და უსახელო. საიდანაა, რა კაცია, არ ვიცით ჩვენო. მივუახლოვდი. თაყვანი მცა. გავშრი. შევშინდი. „რატომ შეშინდით? არის ჩემში რაღაცა მკვდარის? არა გწამთ ხვალის?” წამკითხველი იყო ფიქრების, ნათლად ვიგრძენი. „გაინტერესებთ თქვენ ჩემი ხვედრი? მე დავიბადე სიბნელეში, სრულ უკუნში, მამაჩემს ერქვა ტრამალის მგელი. მის გზას ვაგრძელებ, მაგრამ მე მელის ენით უთქმელი ბედნიერება. მე უფრო შორს ვარ. ჩემი მოსვლა სულ სხვა საზრისით დატვირთულია. მე ლაზარე ვარ. ჩემში ჯერაც მკვდარი გულია. კუბოში ვწევარ. მიცვალებული რომ ფეხზე ვდგევარ, ეს ნუ გაკვირვებთ. ასეთია ის ბედისწერა, რომელიც ღმერთმა მონა-მორჩილს თქვენსას არგუნა. თქვენ რა გარგუნათ? თაყვანი მცა ისევ. წავიდა. ის მიდიოდა მარტოკაცის უცნაურად გამორჩეულ მძიმე ნაბიჯით. უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ო, ღმერთო ჩემო, მე დავინახე (და თან ვფიქრობდი, ნუთუ ჩემს მეტი ვერავინ ხედავს?), როგორ ჩავიდა ლაზარე ჩემი უცხო სურნელით და ყავარჯენით თავის სამარხში. წამოვედი. განვერიდე საჯაროდ მლოცველთ. და ფიქრებს მივეც თავი ჩემი მრავლისმომცველთ ხვალინდელ დღეზე.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეს თქვენი ლაზარეს სახე ისეთი ძლიაერია...ისეთი შთამბეჭდავი...... ;) ეს თქვენი ლაზარეს სახე ისეთი ძლიაერია...ისეთი შთამბეჭდავი...... ;)
6. ის მიდიოდა მარტოკაცის უცნაურად გამორჩეულ მძიმე ნაბიჯით. უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ო, ღმერთო ჩემო, მე დავინახე (და თან ვფიქრობდი, ნუთუ ჩემს მეტი ვერავინ ხედავს?), როგორ ჩავიდა ლაზარე ჩემი უცხო სურნელით და ყავარჯენით თავის სამარხში. წამოვედი. განვერიდე საჯაროდ მლოცველთ. და ფიქრებს მივეც თავი ჩემი მრავლისმომცველთ ხვალინდელ დღეზე.....
კარგია, კარგი... :) 55555555555555 ის მიდიოდა მარტოკაცის უცნაურად გამორჩეულ მძიმე ნაბიჯით. უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ო, ღმერთო ჩემო, მე დავინახე (და თან ვფიქრობდი, ნუთუ ჩემს მეტი ვერავინ ხედავს?), როგორ ჩავიდა ლაზარე ჩემი უცხო სურნელით და ყავარჯენით თავის სამარხში. წამოვედი. განვერიდე საჯაროდ მლოცველთ. და ფიქრებს მივეც თავი ჩემი მრავლისმომცველთ ხვალინდელ დღეზე.....
კარგია, კარგი... :) 55555555555555
5. გაგიმარჯოს! გაგიმარჯოს!
4. გამაჟრიალაა ... გამაჟრიალაა ...
3. ის მიდიოდა მარტოკაცის უცნაურად გამორჩეულ მძიმე ნაბიჯით. უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ო, ღმერთო ჩემო, მე დავინახე (და თან ვფიქრობდი, ნუთუ ჩემს მეტი ვერავინ ხედავს?)
მომწონს,მაწყნარებს თქვენი ნაწერები... მოგიკითხეთ.... ის მიდიოდა მარტოკაცის უცნაურად გამორჩეულ მძიმე ნაბიჯით. უკან ერთხელაც არ მოუხედავს. ო, ღმერთო ჩემო, მე დავინახე (და თან ვფიქრობდი, ნუთუ ჩემს მეტი ვერავინ ხედავს?)
მომწონს,მაწყნარებს თქვენი ნაწერები... მოგიკითხეთ....
1. მე ლაზარე ვარ. ჩემში ჯერაც მკვდარი გულია. კუბოში ვწევარ. მიცვალებული რომ ფეხზე ვდგევარ, ეს ნუ გაკვირვებთ. ასეთია ის ბედისწერა, რომელიც ღმერთმა მონა-მორჩილს თქვენსას არგუნა.
ლაზარეს აღდგინება მე ლაზარე ვარ. ჩემში ჯერაც მკვდარი გულია. კუბოში ვწევარ. მიცვალებული რომ ფეხზე ვდგევარ, ეს ნუ გაკვირვებთ. ასეთია ის ბედისწერა, რომელიც ღმერთმა მონა-მორჩილს თქვენსას არგუნა.
ლაზარეს აღდგინება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|