| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2009 |
ჟამიდან ჟამზე ჩემში იღვიძებს კომედიანტი. მე მაშინ ვიცვამ ფერად-ფერად ხასხასა ფარჩებს, მე მაშინ, ძმებო, კაცისაგან ქალს ვეღარ ვარჩევ. ვიკეთებ მძივებს, ათასნაირფერ სამკაულებს, ვიხურავ პარიკს, და სულაც ბოლოს, სულ არ ვგავარ როს აქაურებს, ავედევნები ქუჩაში ყარიბს და დავტანტალებ. ცნობისმოყვარე ყველა მზერას, მზერას იჭვნეულს ისე განვიცდი, როგორც გიჟი დაცინვას ჩვეულს. ო, მე სულ არ მწყინს უვიცი ქუჩის, იმათ ხომ უჭირთ ჩემი ატანა და არც გატანას მოველი მათგან, მაგრამ თუნდ ასგან დღეს გავილახო, დღეს მე ვარ, ძმებო, კომედიანტი... როდესაც ვხედავ მოშიშვლებულ ფეხებს ლამაზის, სულ ვეღარ ვუძლებ, ვიხრები და ვუკოცნი მუხლებს, იგი გამირბის წივილ-კივილით. მე მიხარია. მე კარგად ვიცი, როცა ტირილით იგი აუწყებს უცნაურ ამბავს დედას და მამას, როცა იტყვიან ისინი: „რას ჰგავს, ვინ იყო ნეტავ ის თავგასული...” მე შემიბრალებს მათი ასული... ის კი არადა, ჩუმად გულში გადაწყვეტს დაცვას დამთხვეული კომედიანტის. მერე მე შევალ ფეშენებელურ რესტორანში, დავუსკუპდები ცხვირწინ ყველაზე ზრდილობიანებს, როს მომიტანენ ულამაზეს თეფშებს, ფიალებს, სულ სათითაოდ დავაზიანებ. და თუკი კერძი დამიგვიანეს, ავტეხავ კივილს, ხოლო როდესაც მომიტანენ დანაგვიანებს, სულ თქლაფა-თქლუფით შევახრამუნებ. მერე მეზობელ ზრდილობიანებს მე თვალს ჩავუკრავ, და რა თქმა უნდა, მაგიდაზე დოლსაც დავუკრავ... მერე კი, ძმებო, ვესტუმრები მე ლამაზ-სალონს, პირში ჩავიდებ მყისვე თითს სალოკს და ვიღრილაებ: „აი, ეს საღოლ....” მერე კი სნობებს, რომ იტყვიან - „მიხედეთ ამ ღორს...” - თავ-ყბას დავამტვრევ და გავიქცევი. იქ, სადაც ჯერ არს, მე ავუხსნი, რომ ვარ საწყალი კომედიანტი, ვთამაშობ ქუჩის კომედიაში მეფის მასხარას. იქ სიტყვა „მეფის” შეეშინდებათ და გამიშვებენ. სახლში ვიქნები ისევ ის ბიჭი არტისტულ ნიჭით. ან სულ უბრალოდ: ჩვენი ქუჩის კომედიანტი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. საააააააააააააააგოოოოოოოოოოოოოოოოლ, არც სიტყვები მყოფნის და ჩვენი ქვემო მეგობრის არ იყოს ტაში დაკვრა არ ვიცი სმაილიკებში, თორემ ბისზე დაგიძახებდი! წარმატებებს გისურვებ! +5 საააააააააააააააგოოოოოოოოოოოოოოოოლ, არც სიტყვები მყოფნის და ჩვენი ქვემო მეგობრის არ იყოს ტაში დაკვრა არ ვიცი სმაილიკებში, თორემ ბისზე დაგიძახებდი! წარმატებებს გისურვებ! +5
15. არ ვიცი ტაში როგორ იკვრება უნდა ვისწავლო :) არ ვიცი ტაში როგორ იკვრება უნდა ვისწავლო :)
14. ცნობისმოყვარე ყველა მზერას, მზერას იჭვნეულს ისე განვიცდი, როგორც გიჟი დაცინვას ჩვეულს. ო, მე სულ არ მწყინს უვიცი ქუჩის, იმათ ხომ უჭირთ ჩემი ატანა და არც გატანას მოველი მათგან, მაგრამ თუნდ ასგან დღეს გავილახო, დღეს მე ვარ, ძმებო, კომედიანტი...
თითქოს ფეხდაფეხ მოგდევდი და ისე ამიყოლიე კომედიანტ, ძლიერი ხარ!!! ცნობისმოყვარე ყველა მზერას, მზერას იჭვნეულს ისე განვიცდი, როგორც გიჟი დაცინვას ჩვეულს. ო, მე სულ არ მწყინს უვიცი ქუჩის, იმათ ხომ უჭირთ ჩემი ატანა და არც გატანას მოველი მათგან, მაგრამ თუნდ ასგან დღეს გავილახო, დღეს მე ვარ, ძმებო, კომედიანტი...
თითქოს ფეხდაფეხ მოგდევდი და ისე ამიყოლიე კომედიანტ, ძლიერი ხარ!!!
13. "სოფლის ამრევი" კომედიანტი +2 "სოფლის ამრევი" კომედიანტი +2
12. მაგარი ლექსია:) მაგარი ლექსია:)
11. საიტის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია ლაზი. ძალიან მომწონს მისი ლექსები, იშვიათად, ასე რომ ლექსი მომეწონოს :)
ბ რ ა ვ ო !!! საიტის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია ლაზი. ძალიან მომწონს მისი ლექსები, იშვიათად, ასე რომ ლექსი მომეწონოს :)
ბ რ ა ვ ო !!!
10. 5555 ლაზო და მოგიკითხეე ;;) 5555 ლაზო და მოგიკითხეე ;;)
9. იქ, სადაც ჯერ არს, მე ავუხსნი, რომ ვარ საწყალი კომედიანტი, ვთამაშობ ქუჩის კომედიაში მეფის მასხარას. იქ სიტყვა „მეფის” შეეშინდებათ და გამიშვებენ. სახლში ვიქნები ისევ ის ბიჭი არტისტულ ნიჭით. ან სულ უბრალოდ: ჩვენი ქუჩის კომედიანტი.... მომეწონა თქვენი სევდიანი კომედიანტი... მოგიკითხეთ...
იქ, სადაც ჯერ არს, მე ავუხსნი, რომ ვარ საწყალი კომედიანტი, ვთამაშობ ქუჩის კომედიაში მეფის მასხარას. იქ სიტყვა „მეფის” შეეშინდებათ და გამიშვებენ. სახლში ვიქნები ისევ ის ბიჭი არტისტულ ნიჭით. ან სულ უბრალოდ: ჩვენი ქუჩის კომედიანტი.... მომეწონა თქვენი სევდიანი კომედიანტი... მოგიკითხეთ...
8. უცნაური და საინტერესო! უცნაური და საინტერესო!
7. ,,მაშ, გაუმარჯოს მარად მოუღლელ კომედიანტებს!....\" (მათე) მეფის მასხარებს, ფერადრქიან ზანზალაკებით... გარშემორტყმულებს პიჯაკიან ავაზაკებით... ლოჟაში, თანაც ბენუარის, ვზივარ ლორნეტით, ლაზის მორიგი როლი მინდა, ნუ დამზარდებით :) ,,მაშ, გაუმარჯოს მარად მოუღლელ კომედიანტებს!....\" (მათე) მეფის მასხარებს, ფერადრქიან ზანზალაკებით... გარშემორტყმულებს პიჯაკიან ავაზაკებით... ლოჟაში, თანაც ბენუარის, ვზივარ ლორნეტით, ლაზის მორიგი როლი მინდა, ნუ დამზარდებით :)
6. მოგესალმებით.....მშვენიერო კომედიანტო.... არტისტულ ნიჭის მშვენიერი იყო წარდგენა..... ამ თქვენს სპექტაკლზე ანშლაგია.... ტაშიც გრიალებს.... მაშ, გაუმარჯოს მარად მოუღლელ კომედიანტებს!....;) ;) ;) მოგესალმებით.....მშვენიერო კომედიანტო.... არტისტულ ნიჭის მშვენიერი იყო წარდგენა..... ამ თქვენს სპექტაკლზე ანშლაგია.... ტაშიც გრიალებს.... მაშ, გაუმარჯოს მარად მოუღლელ კომედიანტებს!....;) ;) ;)
4. რა საინტერესოა რა საინტერესოა
1. კომედიანტი, ვთამაშობ ქუჩის კომედიაში მეფის მასხარას. იქ სიტყვა „მეფის” შეეშინდებათ და გამიშვებენ. სახლში ვიქნები ისევ ის ბიჭი არტისტულ ნიჭით. ან სულ უბრალოდ: ჩვენი ქუჩის კომედიანტი....
მომეწონა და მოგიკითხეთ ლაზო :) კომედიანტი, ვთამაშობ ქუჩის კომედიაში მეფის მასხარას. იქ სიტყვა „მეფის” შეეშინდებათ და გამიშვებენ. სახლში ვიქნები ისევ ის ბიჭი არტისტულ ნიჭით. ან სულ უბრალოდ: ჩვენი ქუჩის კომედიანტი....
მომეწონა და მოგიკითხეთ ლაზო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|