| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2009 |
იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი. ჩამოიცილეთ ნიღაბნი ძველნი და წყლის ნაპირზე დატოვეთ შხამი, რომელიც ახლა თქვენს სულს თან ახლავს, იყავით ბრძენნი და თქვენი დღენი აღარ აქციოთ ბალღამად, შხამად, აღარ გინდოდეთ შური და ზაკვა, აღარც საქმის და არც სიტყვის კაკვა, არც სიძულვილი, არც მოძმის ლაფვა, არც სიკვდილი და არც სულის ღაფვა, აღარ გინდოდეთ თქვენ არაფერი, რასაც ბოროტის ბეჭედი ახლავს, აღარ გინდოდეთ მლიქვნელთა ჯარი და არც იმათი ქლესური ლაქნა, აღარ გინდოდეთ სამაგიერო, შურისძიების ბოროტი აღთქმა, ნურც დიაცების ჩურჩულს ენდობით, თქვენ ვერას მოგცემთ ლამაზი კახპა, არც ჩინ-მედლები აღარ გინდოდეთ, არც ჯილდოების უგრძესი აცმა, ნურც ფულს ექცევით ყურმოჭრილ მონად, რა თავში იხლით ქაღალდის დასტას, ნურც სხვა სიამეთ ნუღარ ემონვით, აღარას მოგცემთ თვალების ნაბვა, აღარ გინდოდეთ ცრუ ბრწყინვალება, კიბის მწვერვალზე ასვლა და ასვლა, აღარ გინდოდეთ არც სავარძელი და ბილწ საქმეში ხელების გასვრა, აღარც სიცრუეს აღარ ემონოთ, არც ტაშისცემას - ცრუ ხმათა ლაშქარს, აღარ იაროთ სისხლიან გზებზე, აღარც სიკვდილი არ თესოთ არსად, არც დიდ მბრძანებელს - ქვეყნის გამგებელს აღარ დაუდგეთ არასდროს ხასად, არც შავი თეთრად, არც მცირე მაღლად აღარ ახსენოთ აღარსად, არსად, არც მეგობრობა აქციოთ ფარსად, არც ოჯახის ჭერს განუდგეთ არსად, აღარც სიმართლე აღარა დასთმოთ, თუნდაც დაგიჯდეთ სიცოცხლის ფასად, ნუცა წყალობას ნუ დაიშურებთ, ნუ დაიშურებთ, იყავით კაცად, ნუ დაინანებთ ნურც გულის სითბოს, ნუ განიკითხავთ, ნუ განსჯით მკაცრად, და გაიხადეთ სამარადჟამოდ კაცთ სიყვარული სიცოცხლის აზრად. იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი, ჩამოიცილეთ ნიღაბნი ძველნი, და წყლის ნაპირზე დატოვეთ შხამი, რომელიც ახლა თქვენს სულს თან ახლავს, მაგრამ როდესაც თქვენ იგრძნობთ ახალს, სულის მოთქმას და საგანთა აღქმას - ნუ ემსგავსები თქვენ მოდგმას ამაყს და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ხართ რაც ხართ, ო, ნუ იქნებით ამპარტავანნი, თორემ მე ვიცი, მე ვხედავ ნათლად - წყალი ჩაგყლაპავთ და მოგინილებთ, როგორც უმადურ და უღირს ბაყაყთ, იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი, ჩამოიცილეთ ნიღაბნი ძველნი - თუ გინდათ ნახოთ თქვენ წყალნი ვრცელნი..........
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. წარმატებები! +++ წარმატებები! +++
16. საოცარი შვება ვიგრძენი..... ვით ლოცვისას.... ;) საოცარი შვება ვიგრძენი..... ვით ლოცვისას.... ;)
15. გულს მომეფონა, კარგი ადამიანი ხართ , თორემ ცუდი ასე ვერ დაწერდა გულს მომეფონა, კარგი ადამიანი ხართ , თორემ ცუდი ასე ვერ დაწერდა
14. აარონისთვის დავამატებ, თურმე ავტორი აქ არც ითვლება, როგორც ამ შეგონებების შემგონებელი, უფრო გამტარია, და ის სიტყვებიც ავტორის პერსონას არ ეკუთვნის.... დ. მერაბიკო, გაიხარე, ძმაო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, საუკეთესო სურვილებით დ & ლაზი :) აარონისთვის დავამატებ, თურმე ავტორი აქ არც ითვლება, როგორც ამ შეგონებების შემგონებელი, უფრო გამტარია, და ის სიტყვებიც ავტორის პერსონას არ ეკუთვნის.... დ. მერაბიკო, გაიხარე, ძმაო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, საუკეთესო სურვილებით დ & ლაზი :)
13. თქვენი ნაწარმოებები ძალიან ბევრის მთქმელი და ღრმა შინაარსისაა(მე ასე ვფიქრობ)...რამოდენიმეჯერ ვკითხულობ და ბევრ რამეს ვსწავლობ...შემიყვარდა თქვენი პოეზია და თქვენი ერთგული მკითხველიც ვხდები... :) +2 თქვენი ნაწარმოებები ძალიან ბევრის მთქმელი და ღრმა შინაარსისაა(მე ასე ვფიქრობ)...რამოდენიმეჯერ ვკითხულობ და ბევრ რამეს ვსწავლობ...შემიყვარდა თქვენი პოეზია და თქვენი ერთგული მკითხველიც ვხდები... :) +2
12. წინები შსკარად ჯობდა... წინები შსკარად ჯობდა...
11. ჩამოიცილეთ ნიღაბნი ძველნი....................... .............................................................. კეთილი მომავლის სურვილით............... ჩამოიცილეთ ნიღაბნი ძველნი....................... .............................................................. კეთილი მომავლის სურვილით...............
10. ;) აარონ, ჰო, და ეგ ახალგაზრდობით მოუვიდა მაშIნ, დიდი ხნის წინ დაწერა.... დ. ;) აარონ, ჰო, და ეგ ახალგაზრდობით მოუვიდა მაშIნ, დიდი ხნის წინ დაწერა.... დ.
9. იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი, ჩამოიცილეთ ნიღაბნი ძველნი, და წყლის ნაპირზე დატოვეთ შხამი, რომელიც ახლა თქვენს სულს თან ახლავს, მაგრამ როდესაც თქვენ იგრძნობთ ახალს, სულის მოთქმას და საგანთა აღქმას - ნუ ემსგავსები თქვენ მოდგმას ამაყს და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ხართ რაც ხართ, ო, ნუ იქნებით ამპარტავანნი...
მოგიკითხეთ... იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი, ჩამოიცილეთ ნიღაბნი ძველნი, და წყლის ნაპირზე დატოვეთ შხამი, რომელიც ახლა თქვენს სულს თან ახლავს, მაგრამ როდესაც თქვენ იგრძნობთ ახალს, სულის მოთქმას და საგანთა აღქმას - ნუ ემსგავსები თქვენ მოდგმას ამაყს და ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ხართ რაც ხართ, ო, ნუ იქნებით ამპარტავანნი...
მოგიკითხეთ...
8. კარგია მთლიანობაში. ერთი შენიშვნა მაქვს - "თორემ მე ვიცი, მე ვხედავ ნათლად" - ჩემითვუს ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია :) მე ვიცი, მე ვხდევავ ჯობია ამოიღოთ...
კარგია მთლიანობაში. ერთი შენიშვნა მაქვს - "თორემ მე ვიცი, მე ვხედავ ნათლად" - ჩემითვუს ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია :) მე ვიცი, მე ვხდევავ ჯობია ამოიღოთ...
7. +2 ლაზო :) ფლეშ,იმიტომ რომ,თუ რჩეული ავტორები,ან ლიტერატორები არ ვართ,2 ქულაზე მეტს ვერ დავწერთ :) +2 ლაზო :) ფლეშ,იმიტომ რომ,თუ რჩეული ავტორები,ან ლიტერატორები არ ვართ,2 ქულაზე მეტს ვერ დავწერთ :)
6. ანუ, ჯერ ჩვეულებრივი წევრი ხართ და იმიტომ და ეგ მიკვირს მეც. დ. ;;) ანუ, ჯერ ჩვეულებრივი წევრი ხართ და იმიტომ და ეგ მიკვირს მეც. დ. ;;)
5. რისი ბოდიში, ფლე-შ, მეც კი ვფიქრობდი ფლეშ-ს 2 ქულაზე მეტი რატომ არ აქვს-მეთქი. დ. რისი ბოდიში, ფლე-შ, მეც კი ვფიქრობდი ფლეშ-ს 2 ქულაზე მეტი რატომ არ აქვს-მეთქი. დ.
4. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იქნებ ამიხსნას ვინმემ, რატომ არ მაქვს ორ ქულაზე მეტის დაწერის უფლება?ეს ისე, სხვათაშორის. ბოდიშს მოვუხდი ლაზს. მისი გვერდის გამოყენებისათვის. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იქნებ ამიხსნას ვინმემ, რატომ არ მაქვს ორ ქულაზე მეტის დაწერის უფლება?ეს ისე, სხვათაშორის. ბოდიშს მოვუხდი ლაზს. მისი გვერდის გამოყენებისათვის.
3. იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი ...
კარგია,მაგრამ სადაა???
იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი ...
კარგია,მაგრამ სადაა???
2. მადლობა, ფლე-შ დ. მადლობა, ფლე-შ დ.
1. კარგად და ჭკვიანურად წერ, ლაზო. გაიხარე. კარგად და ჭკვიანურად წერ, ლაზო. გაიხარე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|