ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2009


უცხო


იმღვრევა ზღვა და ოკეანე  ბობოქრობს ისევ, ისევ ტორტმანებს ნაფოტი - მიწა. მიადგა ისევ საუკუნეთა გადასასვლელს ეს დედამიწა. აღეგზნო ხალხი. გზა ეთმობათ პატარა ყოჩებს, იყოლიებენ ყოჩები ნორჩებს. დაზანზარდა კაცობრიობა. ტაში და ტაში, დაფრიალებს უმხედრო რაში. ის მარტოა და ეწეევა ჰაშიშს. ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. აჰა, სალონიც, საუბრები ხელოვნებაზე: შექსპირი, დანტე, ასო-ასო გალაკტიონი „ინტეგრალები” - პიჟონს უხსნის ისევ პიჟონი, ის კი მარტოა, ჭკვიანებში ერთი გიბონი. ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. შეშინდა ფარა, დაინახა მაღალი ძალა,  კაცი და ქალი მიაწყდა  ტაძარს, სანთლები ბლომად, უთავბოლო პირჯვარის წერა. ის კი მარტოა, ის კუთხეში დამდგარა ისევ, შებრუნდა ხალი, შებრუნდა  მისკენ. ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. თავყრილობაა. ხალხი არჩევს  მილეთის საქმეს. ორატორები. ორატორები, დავთრების წერა. ის მიყუჟულა სადღაც უკან, სულ ბოლოში, ის მორჩილებით კვლავ მიჰყვება თვის ბედისწერას. ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. აჰა, ორგიაც, აღგზნებული ბოჰემის შვილნი, სისხლი და ღვინო, დაწინწკლული შავი ვარდები, წყვილნი და წყვილნი დაყოფილნი თხელი ფარდებით. ის ფარდის უკან: „აქ რა გინდა?” „ცოტას დადვდგები”. ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო.  ქეიფი ნაღდი, ალალი და მამაპაპური, სიმღერა ტკბილი, სიტყვა ვაჟური,  პურმარილია, პურმარილი, სუფრა ქართული. ის? ის ვინ არის? ის თავჩარგული? ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. ესეც  ქურდები, რამკიანნი და ბიჭბუჭებიც, ალაგ მურთხები, სიტყვა ნაბზარი. სულ სხვა ბაზარი, საქმის გარჩევა, ბოღმა ნაზავი: „ის ვიღა არის?”  ვიღაც მაზალო. ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. ინტელიგენტთა საკრებულო. მაღალი სივრცე. პოლემიკაა: ერთმანეთს მისცხეს. პოეტ-მწერლები,  მეცნიერები სათვალიანნი, გაფშეკილები და ქონიანნიც. რაღაც ვერ არის ქევყნის საქმე, დაფრთხნენ ბიჭები, ინტელიგენტებს უყვართ სითბო, ძველი ნიჭები გადამალეს ზედა თაროზე... „თქვენ ვინ ბრძანდებით? საშვი არ გაქვთ? მაშინ დაგვტოვეთ” ვინ არის იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. მაწანწალები, არაყი და ქუჩის ქალები. „კტო ეტოტ სტრანნი? კტო მაშა, ტვოი?” „და ჩიო ბაჩეშ? კტოტო ჩუჟოი.” „ანუკა, მალჩიკ, ვალიაი დამოი!” „პაბუდუ ნიმნოშკო.” „დალოი, დალოი.” ვინ არის  იგი? მიტოვებული ვინ არის უღვთოდ? ვინ არის? - უცხო. და მან შეჰკივლა. მაცხოვარს უხმო. მოვიდა მხსნელი. შორს. შორს დარჩა ნაპირი უცხო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს