ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაზი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2009


სახე ტანჯული

მისი თვალები, ანთებული მისი ალები ახლა ერთ წერტილს მისჩერებიან და თან ამავ დროს ვერ ჩერდებიან. ათასი თვალი. კაცი და ქალი. თითქოს ყველა მას მისჩერებია. იგი ყველას გრძნობს აღგზნებული სულით, სხეულით, მაგრამ ჩვეული ეს ჯოჯოხეთი მისთვის გზებია „სასუფევლისკენ”. იგი ნეტარებს. ყალყზე შედგა გული, ნერვები. ყურებში ხმები შრიალებენ. „ვითომ ვერ ხვდები” , - თვალით ბურღავს ვიღაც დედაბერს. აგრძელებს საქმეს. ავტობუსი კი მიაქანებს მგზავრებს შინისკენ. და აი, ისიც: გული ახლა აღარ მუშაობს. მუშაობენ მხოლოდ თითები. ელასტიური გამოწვრთნილი ეს ბანდიტები. მსხვერპლი შეინძრა. ხორცი შეიწვა ელდა-შიშისგან. სისხლი საფეთქლებს მოაწვა და თოითქოს მიწისძვრამ სულის გვირაბი შეანზანზარა. ეს არაფერი, მსხვერპლი ჯაყჯაყებს, როგორც ქანქარა. გრძელდება ტანჯვა, თუმც რომ თქვას კაცმა, არ ეშინია უკვე... შიშისგან. სისხლი გამყარდა. გადაიქცა მყიფე ყინულად. სულში დამყარდა პოლარული მკაცრი სიცივე: „ახლა თუ ვინმემ შემიშალა ხელი, ვიცი მე, რასაც დავმართებ...” ახლა უყურებს იგი მგზავრებს როგორც რომ ქათმებს დასაკლავად გამზადებულებს. და მერე ვითომ მისი მართლა სულ უცნობს ჰმართებს, ის მიაქანებს სხვის ფულს ჯიბისკენ. აქა დასრულდა ნეტარება ჯერარნახული და მწველი ცეცხლიც ძვალზე დასული აქა გასრულდა. იგი ჩამოდის ტრანსპორტიდან ფერდაკარგული. მიცვალებულის მკვდარი სახე. სახე ტანჯული....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები