ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2009


მწიფე შინდები

ჩამოვჯექი მოფარებულ აივანზე,
თითქოს, მზისგან მინდა მზერა შევაჩერო
დაბუჟებულ ფეხის ტერფებს დავეყრდენი
ახლაცა ვგრძნობ, შემოდგომის მწიფე გემოს.
ყვითელ ფოთლებს მიფრიალებს ქარი თვალწინ,
სურათს მიშლის, სხვადასხვას და ცოტა მძიმეს
თუ ფიქრია აწეწილი, მზერა მკაცრი,
ან ხელკავით მოდის ღემე, მაგრამ სხვისკენ.
დაბერებულ აივანზე დილა იცდის,
დაღლილობის დასაფარად მინდა ვუთხრა
მაშინ როცა, მაშინ როცა ყურთან ისმის
გაწყვეტილი სიმფონიის ნაზი შფოთვა.
ახლა ქარი თმებს მიწვდა და ისე მიშლის
თითქოს ადრე სავარცხელი დამეკარგოს
არეული ვემალები ქარის წიწინს,
შემოდგომის მრუდე სახე რომ არ ვნახო.
წამოვდექი, დავეყრდენი მოაჯირზე
მორყეულა, თურმე სულსაც ვეღარ იჭერს
მივატოვებ სასუფეველს მათ ჯინაზე,
და ვიცხოვრებ მოწყვეტილი, მწიფე შინდებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები