ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2009


მახსოვს...

.



    ვღელავ ყველაფერზე, რაც კი გამივლია,
    ვწონი რა მართალი, რა უსამართლო იყო.
    ისევ წვიმიანი სულში ამინდია,
    მოგონებებისგან ისევ ისე ბინდობს.

    მახსოვს ძველი სახლი, სახლში მამაჩემი,
    დედის გაბრაზება და წასვლა უყველაფროდ.
    მერე ძილი მარტო, ბნელი ოთახები...
    მერე ბინის შეცვლა, მოხდა უეცრად რომ...

    მერე ლოდინები წვიმიან ფანჯარასთან,
    დაბლა მანქანების ბევრი სიგნალები...
    მე რომ მამიკონა მოვიდა მეგონა და
    შუშას ვაწყდებოდი ასე მისწრაფებით...

    ხოდა ერთსაც კიდევ სევდით გავიხსენებ,
    ვიღაც უცხოსი და მამიკოს სურათზე.
    ის გოგო გულში ჰყავდა მიხუტებული და
    შვილივით ჰკოცნიდა გაბუშტულ ლოყაზე...

                                                                          მე კი...ერთი ფოტოც არ მაქვს მამაჩემთან...

    რაა ასაწონი? რაა გასაზომი?
    მტკივა ხასიათი ჩემი და ყველაზე
    მეტად მეცოდება დედა რა თქმა უნდა...
    რომელსაც ქცევითაც კი ვერაფერს ვუფასებ...




( იმდენი ლექსი წავიკითხე ამ ბოლო დროს ურაკზე დედისადმი მიძღვნილი და ისეთი თბილები... მე კი...
მაპატიეთ... არც ისე გამართულია ზემოთ ხსენებული ... )




                                                                                                                                                                            __თამუნია__

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები