ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: soon
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2009


###

ციდან მთვარე გადმოგვყურებს
ვეცოდებით ალბათ მასაც,
ცდილობს ღამე გაგვინათოს,
ლამპიონის შუქის მსგავსად.

ეჯიბრება ჩვენი მთვარე ,
დილის ვარსკვლავს გაბრწყინებულს,
თუმცა არად არ გამოსდის
შუაღამის გაღვიძებულს.

რაღაც სხივი მასაც დაჰკრავს,
რაც მის ელფერს უფრო მატებს,
მზე ამ ელფერს ვერ მოჰპარავს,
ვერ წაართმევს მშობელ-გამზრდელს.

აბა კარგად დაუკვირდით
როდის მოგდით სიტკბო მუზის,
მას ფირებით ჩაუღმავდით,
გრძნობა გქონდეთ გემის ღუზის.

თქვენ ფიქრებში გართული ხართ,
მთვარე ისევ გადმოგვყურებს,
და სინდისის სადარაჯოს,
სევდიანი მას შეჰყურებს,

მას, ვინც გრძნობებს ჩუმად მალავს
და თბილ გულში ცივად კარგავს,
მას ,ვინც სიკვდილს ელოდება,
მაგრამ მედგრად ებრძოლება!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები