ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯილდა
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2009


ღამის აპათია

ვწევარ,
უძილობას ვეჯიბრები,
აზრებს ვატრიალებ ბზრიალაზე
ბგერებს აყოლილი მზერა მებრძვის
სურვილებაყრილ ნიადაგზე.
თითებს ვათამაშებ ტელეფონზე,
ვშლი და ვაქუცმაცებ საბავშო აზრს
საათი, უკვე ხმას უმატებს,
თავში ყოველ წამს ფესვებს იდგამს.
ხელებს ვაცეცებ და ფიქრებს ვდევნი
ჯერ არ დამიდგია ყველა სცენა,
როლი ვერ მოვირგე კარგო შენი
და მხოლოდ უძილო წუთებს ვრითმავ
ღამის საათია ახლა ორის,
ისრები პოზიორობს სამისაკენ
თვალებში დამწყდარი თითო როლით
კადრები ღამესთან აბირჟავებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები