ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2009


ე.ს.ე.

კედები ადნება გასანთლულ ასფალტებს,
ფოთლები გაქვავდნენ, ქარები გაილურსნენ.
მოგონების ქეჩოში ხელი მივლია,
ვადგამ მოზომილ ნაბიჯებს იქ, სადაც ერთად გვივლია.
შენი ლანდები, შენი სუნები ფიქრებად დაილურსმნენ.
ოცნების ჯაჭვებმა ისევ გამსალტეს.

ნიავმა მოიტანა შენი თმის სუნი.
ოცნება ისევ გაქარიშხალდა...
მონატრებამ კონტურები ისევ წაშალა,
ფიქრმა ზეცა და ცა შალა.
ისევ მოეჭიდა წვიმა ქარის კალთას
და ჩაიძირა მზე - უფლისწული.

კედელზე, ჩრდილზე დანახული შენი ხატება
და გარიჟრაჟზე ლამპიონების შუქი გამკრთალი...
თითები, მოლაციცე შენს ყელზე, ოცნებით
გულისცემა და დანავლული ძოწში კოცნები.
როგორც დახატავს მეოცნებე,ლამაზ ქალს ქარი,
ისე შენი სახე დილის სიზმრად დაიხატება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს