 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 9 ივლისი, 2009 |
სამსახურიდან გამომდინარე სასულიერო პირებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს. განსაკუთრებით შავ სამღვდელოებასთან. ისე- ,, ღვთის პირიდან გადავარდნილი, მოძულე და ქრისტეს ფეხის მკვნეტელი" - არც მანამდე ვიყავი. ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, მაგრამ ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ბერ-მონაზვნებს, მოძღვრებს და საერთოდ მორწმუნე ხალხს. ყოველთვის კეთილი შურით მავსებდა, მათი მართალი ცხოვრების წესი: მოყვასის სიყვარული, მორჩილება, თავმდაბლობა, სათნოება და ღვაწლი. ან მონასტერში გატარებულ დღეებს რა სჯობს? იქ აღვლენილ ლოცვასაც ხომ სულ სხვა მადლი აქვს. აღსარების დროსაც, - იქ, უფრო ახლოს ხარ ღმერთთან და ნაზიარევიც - თითქოს უფრო მეტად განწმედილი. მე შენ გეტყვი - მონასტრის ტრაპეზს შეედრება რომელიმე სუფრა თუ იქაურ წყალსა და ღვინოზე გემრიელი სასმელი მოიძებნება სადმე? იუმორიც საოცრად თბილი და რაღაც სხვანაირი აქვთ იმ დალოცვილებს. ზოგჯერ ისეთ რამეს გაიგებ და მოისმენ წლები რომ გეყოფა ხასიათის გამოსაკეთებლად. ახლა - მეუფეების, არქიმანდრიტების, იღუმენების თუ სხვა სასულიერო პირების ენამოსწრებულ გამონათქვამების და მხიარული ისტორიების აფიშირება, მათი კურთხევის გარეშე, რომ არ არის სასურველი, კი ვიცი მე - მაგრამ, ამ ოხერ ენასაც რომ ვერ ვაჭერ კბილებს? ამიტომ, მთქმელებს ზოგს სახელს შევუცვლი, ზოგს წოდებას და ისე მოგითხრობთ რამდენიმე ნამდვილ ამბავს. ერთ-ერთ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ეპარქიაში ჩავედი. საქმე მქონდა - ეპისკოპოსთან. რეზიდენციაში ვეწვიე მეუფეს. უთბილესი, უსაყვარლესი და დაუღალავი პიროვნებაა, აშენებს და აშენებს ეკლესია -მონასტრებს. მთელს ეპარქიას, თუ გნებავთ რაიონი დაარქვით - განსაკუთრებით უყვარს და დიდ პატივს სცემს. ამიტომაც - რომ ვკითხე: - როგორ ბრძანდებით თქვენო მეუფებავ - მეთქი, პასუხმა მეტად გამაკვირვა. - როგორ ვიქნები კახა, ერს კი არა - ბერს და მღვდელს ვერ გავაგებინე ვერაფერი... ეს რომ მთლად ასე არ იქნებოდა და ცხელ გულზე ლაპარაკობდა მიტროპოლიტი, კი მივხვდი. - რა მოხდა, მეუფე? - მონასტერს ვაშენებ, მთაზე. ადრე იქ სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. ადგილი მშვენიერია, მაგრამ გზა არ არის გაყვანილი. სულ მაღლა და მაღლა უნდა იარო, ტყე-ტყე. სამხიდიანი მანქანაც ძლივს ადის. ასი ლიტრა საწვავი სჭირდება. ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა, ღმერთი მას და მის ოჯახს გაახარებს, კარ-ფანჯრები შემომწირა მონასტრისთვის. კაცმა ამხელა შესაწირავი გაიღო და იმას როგორ შევკადრებდი - ბარემ მონასტერში აიტანეო? არა და, გაგვიჭირდა მანქანის შოვნა. ბოლოს მივაკვლიეთ სადღაც, საწვავიც ჩავუსხით. დილით უნდა დაგვეტვირთა და წაეღო კარ-ფანჯრები. არ გაუფუჭდა მანქანა?.. ველოდეთ როდის გაარემონტებდა. რაღაც ნაწილი ვერ იშოვა. მოკლედ არ დაადგა საშველი. მერე წვიმებიც დაიწყო, წვიმებს თოვლი მოყვა, მერე როდის ის თოვლი დადნა, როდის მიწა გაშრა და გვეწყო აქ რეზიდენციაში, თითქმის წელიწადი. მადლობა ღმერთს, ორი დღის წინ დავაბინავეთ როგორც იქნა. მეც გავყევი ჩემი მანქანით, იქაურობას გადავხედავ - ვიფიქრე და თან სკებისთვის ჩარჩოები მქონდა მონასტრიდან წამოსაღები. დავბრუნდი უკან და იქ არ დამრჩა ჩარჩოები?! რა ვქნა? როგორ მოვიქცე? რა ავა იქ კიდევ? გამახსენდა - მამა მოსე აპირებდა წამოსვლას. არიქა, არ გამომასწროს და სასწრაფოდ გადავურეკე. კიდევ კარგი ადგილზე დამხვდა. იქ ცუდად იჭერს ტელეფონს და ძლივს გავაგებინე, რაც მინდოდა. - აქ სკოლა გვაქვს, - იცი შენ,- რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. ჯერ განათლების განყოფილებაში შევიარე. მამა თევდორე ვერ იყო კარგად. ვინახულე. დედებთან ვიყავი მონასტერში, პარაკლისი გადავიხადეთ. შეღამებული იყო რეზიდენციაში რომ დავბრუნდი. ეზოში მამა მოსე დამხვდა. -რა ქენი მამაო, ჩამომიტანე რაც გთხოვე? - როგორ არა, მეუფე. - გაგახარებს უფალი! სადაა მერე? სად დააწყვე? - ააა, ახლავე დავცლით მეუფეო. - რას დაცლით, მამაო? 30 ცალ ფუტკრის ჩარჩოს რა დაცლა უნდა? ვერ დაიიღლიავე? - გამიკვირდა და ეზოში უკანა სვლით შემომავალი სამხიდიანი სატვირთო დავინახე. - სკის ჩარჩოების მაგივრად, ეს სიმწრით ათრეული, კარ-ფანჯრის ჩარჩოები არ მომაყენა უკან?!
* * * * *
უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს აღსაყდრების 30-წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს პატრიარქი ეწვია საქართველოს. პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძრის მონახულება და ერთობლივი წირვა-ლოცვის ჩატარებაც იყო გათვალისწინებული. მთელი ეზო საზეიმოდ მოურთავთ. კიბეებზე წითელი ნოხია გაფენილი. აქეთ - საეკლესიო ბაირაღები, იქით - ჩოხოსნები. საეკლესიო პირები - სადღესასწაულო შესამოსელში. მოკლედ, დამსვი და მაყურებინე - რას ნახავს თვალი უკეთესს. მთელი წმიდა სინოდი იქაა. ველოდებით მსოფლიო პატრირქის და ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელის მობრძანებას. დრო გვაქვს და ერთ-ერთ მეუფეს ვესაუბრებით. ვიხსენებთ ამ მთის- იმ მთისას. შორეული ეპარქიიდან ჩამობრძანებული, ერთი უსაყვარლესი ეპისკოპოსიც შემოგვიერთდა. დიდი ხანი არ გვენახა და ძაან გაგვიხარდა მისი მოსვლა. - როგორ ხარ მეუფეო? რას შვება შენი ტაძარი? დაამთავრე? - ეკითხება დამხვდური ეპისკოპოსი, ახალმოსულს. - დამთავრებით არა, მეუფეო. დამრჩა რაღაც-რაღაცეები. ისე კანკელი კარგი გამოვიდა - ნამეტანი . ზარებიც ჩამოვიტანეთ რუსეთიდან. ერთი ეკვდერი დაგვრჩა მოსამთავრებელი და გადავალთ მერე მოხატვაზე. - გასულხართ აბა ბოლოში! - გაუხარდა დამხვედრს. - ისე კუკურა თუ გეხმარება? რას შვება, დაიწყო ეკლესიაში სიარული? - კი, როგორ არა, გვეხმარება რითიც შეუძლია. ეკლესიაშიც დადის, მაზიარებელი გახდა. გამოსწორდა ნამეტანი. რომ ნახო, ვერ იცნობ. ისეთი კარგი შესახედია - გესიამოვნება. ორივე ეპისკოპოსს ეტყობოდა, გახარებულები იყვნენ კუკურას გამოსწორებით. - ისე მაგი მე მოგიქციე, ხომ იცი? ნათლობითაც მე მოვნათლე. - გაახსენდა პირველს. - მაგარი საქმეც მიყავი - გაგახარებს ღმერთი. - რა იყო მეუფეო? - აარონი რამ დაგარქმევინა, ბოშო? რამე სხვა ვერ დაარქვი? წირვა ვერ ჩამიტარებია რომ არ მოვიდეს და: - ,,რა მქვია, მეუფეო? "- არ მკითხოს. იქით ის დადის გაბეჩებული და აქეთ მე გამიშრო სისხლი. სიცილი, მსოფლიოს პატრირქის და უწმიდესის მობრძანებამ შეგვაწყვეტინა.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. კახა ი მ ნ ა ი-რად წერ დამრჩა დღეს ოჯახი მშიერი,მე აქედან რა მომწყვიტავს.. :) მე კი ვპურდები შენი ხალასი იუმორით და სითბოთი გაჯერებული ნაწერებით და...
კახა ი მ ნ ა ი-რად წერ დამრჩა დღეს ოჯახი მშიერი,მე აქედან რა მომწყვიტავს.. :) მე კი ვპურდები შენი ხალასი იუმორით და სითბოთი გაჯერებული ნაწერებით და...
19. სად ხარ ჰარალე?...მოდი... კიდევ დაგვიწერე...:-* სად ხარ ჰარალე?...მოდი... კიდევ დაგვიწერე...:-*
18. ღმერთო, შეგვინდე ! ვიცინე ! :) ძალიან კარგად წერთ, ძალიან !
ღმერთო, შეგვინდე ! ვიცინე ! :) ძალიან კარგად წერთ, ძალიან !
17. ვაიმე, ღმერთი გაგახარებთ. ეს რა გულიანად მაცინეთ!!! ძალიან თბილი და საინტერესო თხრობა გაქვთ, მაგრამ ერთი მცირე შენიშვნა მინდა მოგცეთ.
"დიდი ხანი არ გვენახა და ძაან გაგვიხარდა მისი მოსვლა." - აქ ყველაფერი თითქოს წესრიგშია, მაგრამ ეს "ძაან" ძალიან არალიტერატურული ფორმაა, დღევანდელ სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული და არანაირად არ ჯდება არც გრამატიკულ და არც ლიტერატურულ ჩარჩოებში. მართალია თქვენ იმ დიალოგს თუ იმ ამბავს ეტყობა ზუსტად ისე გადმოსცემთ როგორც იყო, მაგრამ მწერალი და გინდაც პოეტი იმისაა, რომ ლიტერატურულ ფორმატში მოათავსოს სათქმელი!!!
წარმატებები და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საინტერესო ისტორიებისთვის!!! მართლა გულიანად მაცინეთ!!!
ვაიმე, ღმერთი გაგახარებთ. ეს რა გულიანად მაცინეთ!!! ძალიან თბილი და საინტერესო თხრობა გაქვთ, მაგრამ ერთი მცირე შენიშვნა მინდა მოგცეთ.
"დიდი ხანი არ გვენახა და ძაან გაგვიხარდა მისი მოსვლა." - აქ ყველაფერი თითქოს წესრიგშია, მაგრამ ეს "ძაან" ძალიან არალიტერატურული ფორმაა, დღევანდელ სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული და არანაირად არ ჯდება არც გრამატიკულ და არც ლიტერატურულ ჩარჩოებში. მართალია თქვენ იმ დიალოგს თუ იმ ამბავს ეტყობა ზუსტად ისე გადმოსცემთ როგორც იყო, მაგრამ მწერალი და გინდაც პოეტი იმისაა, რომ ლიტერატურულ ფორმატში მოათავსოს სათქმელი!!!
წარმატებები და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საინტერესო ისტორიებისთვის!!! მართლა გულიანად მაცინეთ!!!
16. სულ ხმამაღლა ვიცინე,თქვენ გაიხარეთ მართლაც სხვანაირი იუმორი აქვთ საეკლესიო პირებს, მე მყავს ოჯახში და ის რომ ხუმრობს,ჩვენ ანეკდოტად ვავრცელებთ მერე +2 სულ ხმამაღლა ვიცინე,თქვენ გაიხარეთ მართლაც სხვანაირი იუმორი აქვთ საეკლესიო პირებს, მე მყავს ოჯახში და ის რომ ხუმრობს,ჩვენ ანეკდოტად ვავრცელებთ მერე +2
15. ვუერთდები 14 კომენტარს, ეს ისტორიები არ ამოგეწურებათ ბატონო ჰა-რალე ასე მგონია მე. ვუერთდები 14 კომენტარს, ეს ისტორიები არ ამოგეწურებათ ბატონო ჰა-რალე ასე მგონია მე.
14. შენი ერთგული მკითხველი ვიქნები! გაიხარე! შენი ერთგული მკითხველი ვიქნები! გაიხარე!
13. :)):))
აუუ ყველა იღიმის და მე რომ გავიცინო ხომ შეიძლება?:D
აშკარად "გამომიკეთდა" აქ განწყობა:) :)):))
აუუ ყველა იღიმის და მე რომ გავიცინო ხომ შეიძლება?:D
აშკარად "გამომიკეთდა" აქ განწყობა:)
12. გენიალურია! 5 გენიალურია! 5
11. ყველას, დიდი-დიდი მადლობა. ყველას, დიდი-დიდი მადლობა.
10. ...ჯერ კიდევ დილით წავიკითხე... სულ "ჰარი ჰარალეთი" იკითხება ჰა-რა-ლე... ძალიან სასიამოვნოდ :) ...ჯერ კიდევ დილით წავიკითხე... სულ "ჰარი ჰარალეთი" იკითხება ჰა-რა-ლე... ძალიან სასიამოვნოდ :)
9. გაგახარებს ღმერთი! გემრიელად მოგდევს კალამი! კიდევ კარგი - არ წახვედი... აბა, შენი წასვლა იქნებოდა საიტიდან? :) :) 5 გაგახარებს ღმერთი! გემრიელად მოგდევს კალამი! კიდევ კარგი - არ წახვედი... აბა, შენი წასვლა იქნებოდა საიტიდან? :) :) 5
8. სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად :) გაგრძელებას დაველოდები :) სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად :) გაგრძელებას დაველოდები :)
7. ძალიან სასიამოვნოდ მოგვითხრობთ , აი, მამაოს კურთხევისა კი არ ვიცი რამდენად დაგთანხმდებოდათ ამ აბების მოყოლას, მაგრამ ძალიან კარგია, თბილი და ტკბილი იუმოროთ დაწერილი... უსაზღვრო პატივს ვცემ და ქედს ვიხრი სამხვდელოების თეთრია თუ შავი არა აქვს მნიშვნელობა, ქრისტეს მოყვარე და მართლმადიდებელი ადამიანების, საერთოდ ქრისტიანების წინაშე, აგაშენოს ღმერთმა :) დაველოდები გაგრძელებაას :) ძალიან სასიამოვნოდ მოგვითხრობთ , აი, მამაოს კურთხევისა კი არ ვიცი რამდენად დაგთანხმდებოდათ ამ აბების მოყოლას, მაგრამ ძალიან კარგია, თბილი და ტკბილი იუმოროთ დაწერილი... უსაზღვრო პატივს ვცემ და ქედს ვიხრი სამხვდელოების თეთრია თუ შავი არა აქვს მნიშვნელობა, ქრისტეს მოყვარე და მართლმადიდებელი ადამიანების, საერთოდ ქრისტიანების წინაშე, აგაშენოს ღმერთმა :) დაველოდები გაგრძელებაას :)
6. - სკის ჩარჩოების მაგივრად, ეს სიმწრით ათრეული, კარ-ფანჯრის ჩარჩოები არ მომაყენა უკან?! :)
თბილად და ბუნებრივად წერთ... ვეთანხმები მესამე კომენტარს.... - სკის ჩარჩოების მაგივრად, ეს სიმწრით ათრეული, კარ-ფანჯრის ჩარჩოები არ მომაყენა უკან?! :)
თბილად და ბუნებრივად წერთ... ვეთანხმები მესამე კომენტარს....
5. სასიამოვნოდ წერთ!.. სასიამოვნოდ წერთ!..
3. აგაშენა ღმერთმა, რა კეთილი სიტყვებით გაქვთ ნაწერი. გამეხარდა ღმერთმანი, დიდი ხანია ასეთი რამ არ წამიკითხავს – თბილი და თან ქართული, 21–ე საუკუნის და გლობალიზაციის გარეშე. აგაშენა ღმერთმა, რა კეთილი სიტყვებით გაქვთ ნაწერი. გამეხარდა ღმერთმანი, დიდი ხანია ასეთი რამ არ წამიკითხავს – თბილი და თან ქართული, 21–ე საუკუნის და გლობალიზაციის გარეშე.
2. რა კარგად წერ...საოცარი მოყოლა გაქვს...555555 ამას მხოლოდ უგემოვნო ადამიანი არ წაიკითხავს... მინდა , ბევრი თბილი სიტყვა გითხრა...
იუმორიც საოცრად თბილი და რაღაც სხვანაირი აქვთ იმ დალოცვილებს. ზოგჯერ ისეთ რამეს გაიგებ და მოისმენ წლები რომ გეყოფა ხასიათის გამოსაკეთებლად. რა კარგად წერ...საოცარი მოყოლა გაქვს...555555 ამას მხოლოდ უგემოვნო ადამიანი არ წაიკითხავს... მინდა , ბევრი თბილი სიტყვა გითხრა...
იუმორიც საოცრად თბილი და რაღაც სხვანაირი აქვთ იმ დალოცვილებს. ზოგჯერ ისეთ რამეს გაიგებ და მოისმენ წლები რომ გეყოფა ხასიათის გამოსაკეთებლად.
1. კარგია , გაგრძელება მოიტა ?და ცოტა მეტს ვერ დადებდი? კარგია , გაგრძელება მოიტა ?და ცოტა მეტს ვერ დადებდი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|