ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: soon
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2009


არ არსებობს ნათელი , სიბნელის გარეშე!!

ეცეკვება ღამე მთვარეს,
ქრთულ დაისს,დედამიწას,
ამ სიშორის შემხედვარე
ვერ შეჰბედავს მიკარებას.

დაისს შეცვლის აჭარულით
და რკალივით დაიხრება,
ქარი უკრავს დუდუკებით,
დოლი დამკვრელს ელოდება.
.........................................
.........................................
მზე გვიგზავნის სხივით ამბორს,
სიო თბილად გვეფერება,
ვეხიზნებით ჩვენ ხის ჩეროს
და სიგრილე გვენატრება.

გადმოყურებს ზეცით მიწას,
თვალს ადევნებს არემარეს,
ჩვენ არაგვთვლის იმის ღირსად,
რომ შევხედოთ მომღიმარეს.
...........................................
..........................................

ამით მინდა ერთი გითხრათ,
რომ ამ ორ გზას ვერ ავცდებით,
თუ სიბნელე ჩვენ ვერ ვნახეთ,
სინათლის გზას ვერ ვიპოვნით.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები