ჩემი დღიურიდან (შემოკლებული)
........................................................
ვერ დავიძინე... ფიქრი მომეძალა ისევ, უფრო სწორად შენ მომეძალე. შენი სახე, ჩემთვის უკვე ასე ძვირფასი, რომელიც თითქმის სულ თან მდევს, ძილშიც კი, ახლაც თვალწინ ამესვეტა... რომ იცოდე როგორ მომენატრე, ისე, სულ კი მენატრები, უბრალოდ ახლა განსაკუთრებით ვგრძნობ ამ მონატრებას...გულმა სიტყვების სროლა დამიწყო და მეც კალამი ავაწრიალე. ისე ვერ გიმხელ, და იქნებ ასე მაინც შევძლო გითხრა რა ხდება ჩემში. როგორ შევიცვალე თურმე ...ისეთი გულწრფელი ვარ, როგორც შენ, ბოლო წერილში, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, მისი დამსახურებაა რომ ახლაც ერთად ვართ, და ამიტომაა რომ მას შემდეგ სულ თან დამაქვს, ახლაც კი გვერდით მიდევს, ბაგით ვეკონები, ცრემლიც კი ვაჩუქე. შენი სიტყვებით ვიტყვი, დაგესესხები: "ვიქნები გულწრფელი, და გეტყვი რომ რასაც ვწერ დაუგეგმავია, სიტყვა სიტყვას მიჰყვება" .გახსოვს წერილში მწერდი: "ახლა ჩემი გულის ცემის რიტმი ნორმალურად შეუთავსებელია სიცოცხლესთანო", და ახლა მეც ზუსტად ასე ვარ. გახსოოვს?! წლების წინ შენს დანახვაზე ვიმალებოდი, მერე კი ბოდიშებს ვიხდიდი რომ სიყვარულზე სიყვარულით ვერ გპასუხობდი, გიფრთხილდებოდი, არ მინდოდა გული გტკენოდა, პატიებას გთხოვდი, შენი გრძნობის მიღება რომ ვერ შევძელი. ერთხელ მთხოვე, უბრალოდ უფლება მომეცა გყვარებოდი, და განა შემეძლო ამ თხოვნაზე უარის თქმა, ვერც წაგართმევდი, სურვილი კი მქონდა ამის, მიზეზი კი ის იყო რომ არ მინდოდა ჩემით დამეტანჯე. ხედავ?! გავიდა დრო და წლებმა შეცვალა ყველაფერი, წლებმა კი არა და უფრო შენმა სიყვარულმა... და ახლა, როცა ცოოოტა გავიზარდე, უფრო დავაფასე შენი გრძნობები, შენი გულწრფელობით შენი სიყვარული შემიყვარდა, მერე კი შენ შემიყვარდი, და მერე როგორ... გახსოვს?! მომწერე: "გმადლობ მარტო იმისთვის რომ არსებობ, იმიტომაც რომ ცხოვრება მასწავლე..." და ახლა მეც იგივეს გეტყვი და კიდეც დავამატებ: მინდა მადლობა გითხრა სიყვარულისთვის... მადლობა შენს თვალებს, რომლებიც ყოველთვის სიყვარულით შემომცქერიან, სითბოთი მავსებენ, სიყვარული თურმე გადამდები ყოფილა და მე ის შენმა თვალებმა შემყარა, განუკურნებლად... გეტყვი, რომ არ მომბეზრდება შენი თვალები არასდროს, რადგან მე მასში ჩემს ბედნიერებას ვხედავ.... მადლობა შენს თითებს , რომლებიც ასე ძალიან მიყვარს, რომლებიც ჩემთვის წერენ "საოცრებებს" როგოც შენ ამბობ ხოლმე. მადლობა შენს ბაგეს, რომელიც ჩემთის განკუთვნილ ლამაზ სიტყვებს წარმოთქვამს, გულიდან იმ წამს ნაკარნახევს, სიტყვებს რომლებიც ჩემთვის ითქმება... მადლობა შენს გულს, რომ თავისთნ ყველაზე დიდი ადგილი მე დამითმო... მადლობა შენს სუყვარულს შენი თავი რომ შემაყვარა.... მადლობა შენ, რომ ასეთი გიყვარვარ, რომ შენს აზრად მე ამირჩიე, იმისთვის რომ შენს სუნთქვას მე მჩუქნი მარტო, რომელიც ჩემ წილ ჰაერსაც იპარავს... მადლობა რომ შენს მუზად მაქციე და ცხოვრება მე მომიძღვენი....და რომ იცოდე როგორ მეამაყები. და რა ბედნერი ვარ რომ ასეთი სიყვარული დავიმსახურე (თან როგორ მიკვირს)... გავიდა დრო, წლებმა და შენ შეცვალეთ ყველაფერი... ახლა მეც გიძღვნი ჩემს ცხოვრებას, შენია ახლა ჩემი თვალები, ისეთი მწვანე შენ რომ გიყვარს. შენია ჩემი პატარა ხელები, სუნთქვა, დალალები, ლექსი რომ მიუძღვენი აი, ის დალალები.... და რაც მთავარია შენია გულიც.... გახსოვს იმ დღეს მთხოვე გულები გაგვეცვალა და თან დააყოლე ჩემი უკვე შენ გაქვსო და იმას კი ვერ მიხვდი რომ ჩემი უკვე შენ გეკუთვნოდა... თუმცა კი აბა რას გაიგებდი, რასაც ვმალავდი საგულდაგულოდ და ვერც ვხვდები რატომ.... და როგორ გაიხარე, როცა თვალებმა გამცეს, ვეღარ დაიტიეს შენი სიყვარული, როგორ გაიხარე, როცა მიხვდი ვიყავი შენი და არა სხვისი ... კიდევ ვიმეორებ, არ გეგონოს ვეძებდე სიტყვებს, და არ ვაპირებ ეს ნაწერი მხატვრულად ჩავასწორო, ურალოდ მინდა ის დავწერო რასაც ახლა ნამდვილად ვგრძნობ და არა რამე ხელოვნური... და ვიცი ამას ისე გაიგებ, როგორც მე მესმის... და ვიცი რომ გაიხარებ, ხოდა მეც მიხარია უკვე.... თვალებმა გამცეს და მე მაინც ვერ გამიბედავს გითხრა "მიყვარხარ".... შენ არ გესმის რომ ჩემი გული სულ ამას იმეორებს, მაგრამ შენს გასაგონ სიტყვად კი ჯერ ვერ ამოთქვა. და ისიც არ ვიცი როდის გავბედავ ნაწერად მაინც რომ წაგაკითხო... ყველაფერს თავისი დრო აქვსო და ალბათ ამის დროც მოვა. ჯერ კი მაპატიე ჩემი სიმორცხვე... გახსოვს რომ მითხარი: "ვოცნებობ იმ დღეზე როცა მოხვალ, ჩამეხუტები, ჩამიკრავ გულში და მეტყვი: მიყვარხარ, ჩემო გ..."ო, და და ისევ ვიტყვი: ამის დროც მოვა, იქნებ მოვიდა კიდეც მაგრამ... რა ვიციი.... და პატიებას ერთხელ კიდევ გთხოვ... მაპატიე რომ წლები გალოდინე. და შენ იცი როგორ ვერ ვიტან ლოდის, ჩემთვის ასე საყვარელი კი გაგიმეტე იმისთვის რაც ყველაზე მეტად მძულს ამქვეყნად. დამღლელია ლოდინი და მიხარია რომ შენ არ დაგღალა, მელოდი ჯიუტად და ახლა... გაგიღიმე... დავასრულებ შენი სიტყვებით რაც უკვე მეც მეგრძნობა და ჩემიცაა " როგორც დედამიწას–მზე, ყოველგვარ ცოცხალს–ჟანგბადი, თევზს –წყალი, ისე მჭირდები, უშენოდ უბრალოდ ძნელი იქნება"... და ბოლოს, მადლობა, რომ გამიძელი :–) და ისევ მიძლებ... ჩემი ატანა მართლა ძნელია. კიდევ ერთს გავიხსენებ, შენ მწერდი: "ჩემი ცხოვრება ხანგრძლვ კინოს მაგონებს, რომელშიც მთავარ როლს შენ თამაშობ, და მე ამისთვის ოსკარს განიჭებ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია"... მეც მომინიჭებია შენთვის ოსკარი, დაიმსახურე :–) მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გიყვარდეს:) გიყვარდეს:)
9. შენს თითებს ვენაცვალე... შენს თითებს ვენაცვალე...
8. "ჩემი ცხოვრება ხანგრძლვ კინოს მაგონებს, რომელშიც მთავარ როლს შენ თამაშობ 5555 "ჩემი ცხოვრება ხანგრძლვ კინოს მაგონებს, რომელშიც მთავარ როლს შენ თამაშობ 5555
7. ,,მჭირდები, უშენოდ უბრალოდ ძნელი იქნება,,...
ეს მომწონს :) ,,მჭირდები, უშენოდ უბრალოდ ძნელი იქნება,,...
ეს მომწონს :)
6. ალბათ წერილი უფროა? სამაგიეროდ გამართული და კეთილი ნაწერია. ალბათ წერილი უფროა? სამაგიეროდ გამართული და კეთილი ნაწერია.
5. გაიხარეთ, ჩემო კარგებო, თბილი სიტყვებისთვის.... ცოტა არ იყოს გავწითლდი, ვფიქრობდი დამედო აქ თუ არა და ბოლოს მაინც... :–) გაიხარეთ, ჩემო კარგებო, თბილი სიტყვებისთვის.... ცოტა არ იყოს გავწითლდი, ვფიქრობდი დამედო აქ თუ არა და ბოლოს მაინც... :–)
4. 5 იმიტომ, რომ ასე ძალიან გიყვარს და უყვარხარ. 5 იმიტომ, რომ შეგიძლია ასეთი ლამაზი სიტყვები უთხრა საყვარელ ადამიანს. 5 იმიტომ, რომ მთელი გულით და გრძნობებით ნაწერია.
5, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. 5 იმიტომ, რომ ასე ძალიან გიყვარს და უყვარხარ. 5 იმიტომ, რომ შეგიძლია ასეთი ლამაზი სიტყვები უთხრა საყვარელ ადამიანს. 5 იმიტომ, რომ მთელი გულით და გრძნობებით ნაწერია.
5, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია.
3. "ჩემი ცხოვრება ხანგრძლვ კინოს მაგონებს, რომელშიც მთავარ როლს შენ თამაშობ, და მე ამისთვის ოსკარს განიჭებ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია"... მეც მომინიჭებია შენთვის ოსკარი, დაიმსახურე :–) მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ....
ლამაზი წერილია :) "ჩემი ცხოვრება ხანგრძლვ კინოს მაგონებს, რომელშიც მთავარ როლს შენ თამაშობ, და მე ამისთვის ოსკარს განიჭებ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია"... მეც მომინიჭებია შენთვის ოსკარი, დაიმსახურე :–) მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ....
ლამაზი წერილია :)
2. მარტო იმისთვის გეკუთვნის მაღალი შეფასება, რომ დღიურიდანაა... მარტო იმისთვის გეკუთვნის მაღალი შეფასება, რომ დღიურიდანაა...
1. კარგი წერილია
მაგრამ მხოლოდ გულიანი წერილი :)
ალბათ ჟანრად ჯობდა ყოფილიყო "სხვა" კარგი წერილია
მაგრამ მხოლოდ გულიანი წერილი :)
ალბათ ჟანრად ჯობდა ყოფილიყო "სხვა"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|