ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ივლისი, 2009


რა გვემუქრება ? შიში ?

რა გვემუქრება დედამიწელებს? 
ამ ბოლო დროს, უამრავი მითქმა მოთქმა არსებობს ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებით. ესაო და კომეტა დაგვეცემაო, იყო დრო მილენიუმი გვაშინებდა , 2006 წლის ექვს ივნისს სიახლეს ველოდებოდით ჩვენი დაუძინებელი მტრისაგან და იგივე ყოველდღიური ცხოვრებისაგან.  ეს რატომ? იმიტომ რომ დედამიწელები ვართ და ისიც აქ მეფობს ანტი ..  ლამის არის გვირგვინი დავადგათ კაცობრიობამ!

ეჰჰ როგორი მოთმინებით დაგვყურებს ღმერთი ზემოდან...

ხოო ..  მეფეობაზე და გვირგვინობაზე გამახსენდა საქართველოში მონარქია უნდა დამკვიდრდესო , მერე? მერე შეეშინდა ხალხს !  მეფე უნდა მოვიდესო? ეს რას ნიშნავს? ვინ მეფე რა მეფე ? გაიგეს კიარა წარმოდგენა არა აქვს მოსახლეობის 70%_ს  ეს ქვეყნისთვისა თუ ერისთვის რა შედეგს მოიტანს,  ზიანს მიაყენებს თუ ჩვენს კეთილდღეობაზე იმოქმედებს?
მაგრამ გვეშინია ! და ეს ვიცით ! ვაი და ვაი!  კარგი მაგას რამე ეშველება! ..
ჩვენ ხმისჩაწყვეტამდე ვყვირით და ისინი წყვეტენ .
შევეჩვევით ან შეგვეჩვევიან .    ნუ ეს ამბავი ჯერ კიდევ  იყო და არა იყო რას ჰგავს. ხოდა ,  უნდა გაანალიზდესო და შემდეგ გადაწყდესოოო  მოვიცდით , მოვიცდით ! ერთი კი ვიცი რომ,  როგორც უწმინდესი ჩათვლის საჭიროდ ისე იქნება ყველაფერი ... და მეც  მის გადაწყვეტილებას დავემორჩილები !!! 
ეჰჰ რა დრო იყო ადრე მეფობა და რწმენა ერში იმას ერქვა თუ ერქვა!

აი  თუნდაც  ეს ამბავი , რომელმაც ჩემი ყურადღება ისე ძალიან  მიიპყრო , ჯერ კიდევ უმეფობის დროს მოხდა .   

    (  როგორც ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, ერთ დილას დიდი ჩოჩქოლი და ფორიაქი ამტყდარა მონღოლთა ბანაკში: ღამით ჩაღატა ნოინის კარავში შეპარულ მულიდს მძინარე ნოინისათვის დანა ჩაერტყა გულში. ნოინის სიკვდილი მონღოლებმა მაშინვე ქართველებს გადააბრალეს ,
ბოლოს მთელი ბანაკი აიშალა და მტრად დასახულ ქართველთა წინააღმდეგ წამოიმართა. ქართველები საგონებელში ჩავარდნენ: აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. ზოგნი პირისპირ შებმას ამჯობინებდნენ, სხვები თავს იკავებდნენ მცირერიცხოვნობისა გამო 
გრიგოლ სურამელმა მთელ ქართველ ლაშქარს მოუწოდა უფლისათვის მიენდოთ საკუთარი ბედი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის ეთხოვათ დახმარება და ამისთვის სამჯერ მოედრიკათ ლოცვით მუხლი და ერთობლივი ვედრებით წაეკითხათ შესხმა მისი: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“.

მოწოდებისთანავე მთელმა ლაშქარმა დაიჩოქა და ერთხმად აღავლინა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი.      უეცრად, შორიახლოს ლერწმებიდან გამოხტა კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა სისხლიანი მახვილი და მთელი ხმით დაიძახა სპარსულად: - მან ქუშტემ ჩაღატა - მე მოვკალ ჩაღატა! )

ასე დავაღწიეთ თავი მტერს ერთ დროს !  არანაკლებ საინტერსოა თამარის მეფობის ჟამს მომხდარიც !


  ( ცნობილია თამარ მეფის მიმართვა შამქორის ბრძოლის წინ მეომრებისადმი - იგი მათ ამხნევებდა, არ შეძრწუნებულიყვნენ მტრის რიცხვობრივი სიმრავლით და საკუთარი რიგების სიმცირით, რადგან ღმერთი იყო მათთან.
- მოუწოდებდა იგი და ბიბლიური მაგალითებით შთააგონებდა ქართველ მებრძოლებს, რომ როგორც ოდესმე უფალი იფარავდა თავის მსასოებელ ისრაელს, ასევე ამჯერად ღვთისმშობელი გადააფარებდა კალთას მასზე მლოცველსა და მავედრებელ ერს საქართველოისას.)

საარაკო და დაუჯერებელი გამარჯვებები !!!
და ეს ყველაფერი მხოლოდ რწმენითა და ღვთის სიყვარულით , მორჩილებით !

დღეს? ცხენიდან გადმოსხმული ქართველები. ეშმაკის მანქანებს დავაქროლებთ , მეც , თქვენც და სუყველა..
ერთი , ორი არ გვყოფნის სამი გვინდა ერთად , გვინდა აგარაკი , კომპიუტერები , დიდი მონიტორები , პლაზმა ეკრანით , სულ ახალი მოდელის მობილური ტელეფონი , რომელიც ჯერ გაყიდვაშიც არ არის და ვნერვიულობთ და ვიფურთხებით ! ყველაფერი გვინდა დედამიწაზე ცხოვრებას აღარ ვაკადრებთ საკუთარ თავს ამპარტავნობამ მთვარეზე აგვიტაცა ! მილიარდებს და მილიონებს ვიხდით იმ უსიცოცხლო მიწაში , მაშინ როდესაც ჩემი მეზობელი შიმშილით კვდება და ერთხელაც არ გამოუთქვამს სინანული ამ დღეში ყოფაზე . მისი სინანული მხოლოდ ტაძრის კედლებში გასცრის ფიქრად , რომ ასეთი უნიათოა და დღედაღამ ვერ ლოცულობს იმდენს რამდენიც საჭიროა. მერე მობერებულ ლოყებზე ცრემლები დაეცვარება . ცრემლები , აი სინანული !

რა მაგის პასუხია თუ სწორედაც რომ მაგის პასუხია ? რომ,  გუშინ ( გული საგულედან ლამის ამომენთო) ! ეს რა წავიკითხე აზრზე ჯერაც ვერ მოვსულვარ !

      (ღმერთი ცასა და მიწაზეაო, ეგ კარგი , მაგრამ მერე ასე წერს , ღმერთს რა უნდა ტაძარშიო , ეკლესიასა და მონასტრებშიო ! ეს ისე კომენტარი გაუკეთა ერთმა ბიბლიათმცოდნემ :)  X საიტის X ვიდეოს. )
ხოო.. აქ რა უნდა ვთქვა და არაფერი . დამისუსტდა და მიმებნიდა გონება !
ცხელა და ალბათ მიზეზიც ეს არის !

საით მივექანებით ხალხნო? რისი გვეშინია? რა გვჭირს? მეორედ მოსვლა რომ , ჩვენი ღმერთის მეორედ მოსვლას ნიშნავს ესეც არ ვიცით ბევრმა . ის ანტი.. მეორედ კიარა ერთხელ რომ მოდის , -კიარადა-  მოგვყავს ჩვენი ცოდვებით , ეს არ გვეყოფა?
როგორ თუ ჩვენი ცოდვებით? შე ცოდვით სავსევ ! ატასწლები დაჭირდა რომ დედამიწელებში სუფთა სისხლის გენეტიკა  გამოერჩია ღმერთს და ამგვარად ენება ადამიანად გარდმოსახვა ცოდვილთ მიწაზე ! სწორედ ამ სახით მოვა ისიც, ანტი.. იმდენი წელი დასჭირდა რომ, ადამიანებს თავისი  ბოროტებით გზა გაეკვალა, ხოდა მოგვყავს ჩემო ბატონო .. რომ არ ვცოდავდეთ არც მოვიდოდა, მაგრამ ვცოდავთ , ისე ზღვასავით ვცოდავთ, როგორც იქითკენ მივექანებით მესამე ცხოვრებაში.  მაგრამ მარადიულში !
მივექანებით და მივექანებით!
ჯერ მუცლად ცხოვრების დროს ვერ ვაფუჭებთ და ვანადგურებთ ცხოვრებას თორე იქაც შევძლებდით რამეს, როგორც დედა გვგრძნობს ცხრა თვის გზაზე და ვაწუხებთ ფეხების ქნევით, მერე უკვე წამოზრდილებს რომ ვეღარ გვიძლებს და შობის სახით მოგვავლენს დედამიწაზე,
სწორედ ასე ვტანჯავთ ბუნებას, სწორედ ასე ტკივა ჰაერს და მიწას, წყალსა და ზეცას . ვიზრდებით ვუმძიმებთ სხეილს  და მერე ტკივილიანი მშობიარობით გარდავისახებით მესამე და მარადიულ ცხოვრებაში.

და მთელი ამ დროის მანძილზე ,  შიში სულ თან დაგვდევს ! შიში ეზოში ჩასვლის, შიში სახლში მარტო ყოფნის, შიში თვითმფრინავით ფრენის , შიში ხმაურის , შიში დიდთოვლობის.... და შიში და შიში !  რომელსაც საბოლოოდ მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივყავართ !                       
                                                                                                                                                        შიში              სიკვდილის !

აქაც არსებობს შეკითხვა ___  რატომ?
სწორედ ამ შეკითხვამ იჩინა თავი ჩემს ცნობიერში . მის საპასუხოდ კი სულიწმიდის მადლით ჯერ ისრაელში ამოვედი. შემდეგ ღვთის ტაძარში მოვილოცე და რწმენაც უფრო და უფრო გამიძლიერდა.  მივხვდი რომ რაღაც მაკლდა, სიცარიელეს ყოველთვის ვგრძნობდი სულში. მაგრამ ვერ ვხვდებოდი მიზეზს , როგორ ძალიან მჭირდებოდა თურმე რწმენა .
დავუახლოვდი ჩემს სანუკვარ ხატებს.
სიკვდილის შიშს კი  დღემდე  ვებრძვი და ზოგჯერ არ მეშინია , მხოლოდ ის მაშინებს თუ სად მიმიჩენს უფალი ადგილს .
მის მარჯვნივ მინდა მხოლოდ და შევეცდები ასეც იყოს.
მინდა ,  არა მხოლოდ მე , არამედ მთელი ჩემი ქვეყანა მხოლოდ უფლის მარჯვენა მხარეს დაიმკვიდრებდეს ადგილს და ამას რწმენა და უფლის სიყვარული მოგვიტანს. სიყვარული ღვთისმშობლისა და წმიდა ნინოსი, წმიდა ანდიასი და კიდევ მრავალი წმიდანის მადლი ! ვილოცოთ და ნუ გვეშინია ღმერთი ჩვენთან არის ნუ მივატოვებთ მის სიყვარულს ადამიანებო !
ეს ამბავი რამ დამაწერინა? ერთ თვეში ოთხი თვითმფრინავი რომ ჩამოვარდა იმან? და მე ხუთ რიცხვში რომ უნდა ვიფრინო?  თუ მიზეზი მაიას კალენდარშია? 2012 წელს დედამიწა უნდა გარდაიქმნასო? რავიცი  ...  ისე კი მაინც რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდის განმავლობაში და რატომ მიჩნევდნენ მაიას ქურუმები ამ დღეს "დასასრულად"?! ამის ამოხსნას მრავალი წელია მრავალი მეცნიერი თუ მისტიკოსი ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
ერთი კი ვიცი რომ , ღმერთის მწამს და უფრო ძლიერად ვიდრე სხვა დროს ! ხოდა მაიები და ჭიამაიები არ მაინტერესებს მე ! წავედი მამაო ჩვენო უნდა წავიკითხო :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები